-
იეჰოვა თავის ხალხს სინათლით ამშვენებსსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ივლისი
-
-
ამ ქრისტიანების გულმოდგინების წყალობით სხვებიც მიუახლოვდნენ იეჰოვას სინათლეს. თავდაპირველად ესენი ღვთის ისრაელის ახალი სულითცხებული წევრები იყვნენ. მათ ესაიას 60:3-ში (აქ) მეფეები ეწოდებათ, რადგან ისინი ღვთის ზეციერ სამეფოში ქრისტეს თანამემკვიდრეები უნდა იყვნენ (გამოცხადება 20:6). მოგვიანებით, იეჰოვას ნათელმა სხვა ცხვრებისგან შემდგარი უამრავი ხალხი მიიზიდა. ისინი არიან აღნიშნულ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „ხალხები“.
-
-
იეჰოვა თავის ხალხს სინათლით ამშვენებსსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ივლისი
-
-
10 წარმოგიდგენიათ, რა სიხარულს განიცდის სიონი, შვილები რომ გვერდით ჰყავს? მაგრამ იეჰოვა სიონს სიხარულის სხვა მიზეზსაც აძლევს. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა“ (ესაია 60:5). ამ წინასწარმეტყველური სიტყვების შესაბამისად, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის მქონე უამრავი ქრისტიანი გროვდება სიონთან. ისინი გამოვიდნენ ღმერთს ჩამოშორებული კაცობრიობის ‘ზღვიდან’ და ხალხთა დოვლათს წარმოადგენენ. ისინი არიან „ყოველი ერიდან სასურველნი“ (ანგია 2:7, აქ; ესაია 57:20). ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ეს „სასურველნი“ იეჰოვას მსახურებაში თითოეული საკუთარი გზით როდი მიდის. არა, ისინი სიონს იმით ამშვენებენ, რომ თაყვანისმცემლობისთვის თავიანთ სულითცხებულ ძმებთან ერთად მიდიან, რათა ‘ერთ ფარაში’ იყვნენ და „ერთი მწყემსი“ ჰყავდეთ (იოანე 10:16).
-