საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • მიუხედავად ამისა, იეჰოვას სინათლემ მილიონობით ადამიანი მიიზიდა, რომელთა შორის არიან „მეფეები“ (ზეციერი სამეფოს ცხებული მემკვიდრეები) და „ხალხები“ (სხვა ცხვრები, ანუ უამრავი ხალხი).

  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • b მართალია, ღვთის ისრაელთან 1930 წლამდეც თანამშრომლობდნენ აქტიური, ენთუზიაზმით აღსავსე ქრისტიანები, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდათ, მაგრამ 30-იანი წლებიდან მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • ერები თავს იყრიან იერუსალიმში

      9, 10. ვინ იყრის თავს იერუსალიმში და როგორ იღებს მათ იეჰოვა?

      9 ესაიას თანამედროვეთათვის ცნობილი თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით იეჰოვა ამ ზრდას აღწერს. სიონის მთის გადასახედიდან „დედაკაცი“ პირველად აღმოსავლეთ ჰორიზონტს ავლებს თვალს. და რას ხედავს? „უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ“ (ესაია 60:6). აქლემების ქარავნები, რომლებსაც სხვადასხვა ტომის დიდვაჭრები იყენებენ, იერუსალიმის გზით მიემართებიან (დაბადება 37:25, 28; მსაჯულნი 6:1, 5; მესამე მეფეთა 10:1, 2). აქლემებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით! ქარავნებს ძვირფასი ძღვენი მოაქვთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაჭრები კეთილი განზრახვით მოდიან. მათ სურთ, თაყვანი სცენ და საუკეთესო ძღვენი მიუტანონ იეჰოვას.

      10 იერუსალიმში მიმავალთა შორის მხოლოდ ვაჭრები არ არიან. „კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან“. დიახ, იერუსალიმში ის ტომებიც მიდიან, რომლებიც მეცხვარეობას მისდევენ. მათ ძღვნად მიაქვთ თავიანთი ქონებიდან ყველაზე ძვირფასი რამ — ცხვრის ფარა — და მზად არიან ემსახურონ ღმერთს. როგორ მიიღებს მათ იეჰოვა? ის ამბობს: „ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ“ (ესაია 60:7). იეჰოვა იღებს მათგან ძღვენს, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობაში იქნება გამოყენებული (ესაია 56:7; იერემია 49:28, 29).

      11, 12. ა) რა სანახაობა იშლება „დედაკაცის“ თვალწინ, როდესაც ის დასავლეთით იყურება? ბ) რატომ მიიჩქარის ამდენი ხალხი იერუსალიმისკენ?

      11 ახლა კი იეჰოვა მითითებას აძლევს „დედაკაცს“, დასავლეთ ჰორიზონტისკენ გადაიხედოს, და ეკითხება: „ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ?“. იეჰოვა თვითონვე პასუხობს: „მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ“ (ესაია 60:8, 9).

      12 წარმოიდგინეთ, რომ „დედაკაცთან“ ერთად დგახართ და დიდი ზღვის დასავლეთით იყურებით. რას ხედავთ? შორით მოჩანს თეთრი ლაქების ღრუბელი, რომელიც წყლის ზედაპირზე მისრიალებს. ეს ლაქები ჩიტებს წააგავს, მაგრამ, როცა ახლოს მოდიან, ხედავთ იალქნებაშვებულ გემებს, რომლებიც „შორიდან“ მოვიდნენa (ესაია 49:12). ეს უამრავი ხომალდი სიონისკენ მიემართება და მოგვაგონებს მტრედების გუნდს, რომელიც შინისკენ მიფრინავს. რატომ მიდიან გემები ასე სწრაფად? იმიტომ რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანონ დანიშნულების ადგილზე იეჰოვას თაყვანისმცემლები, რომლებიც შორეული პორტებიდან მოდიან. ყოველი ახალმოსული — ისრაელი თუ უცხოელი, დასავლეთის თუ აღმოსავლეთის მკვიდრი, ახლოს თუ შორს მცხოვრები — იერუსალიმისკენ მიიჩქარის, რათა იეჰოვას, თავისი ღვთის, სახელს მიუძღვნას ყოველივე, რაც კი აბადია (ესაია 55:5).

  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • შემდეგ უამრავი თავმდაბალი ადამიანი — „ხალხთა დოვლათი“ და „ზღვის სიუხვე“ —შეუერთდა ქრისტეს ძმების დარჩენილ ნაწილსb. დღეს იეჰოვას ეს ყველა მსახური — რომლებიც დედამიწის ოთხსავე კუთხიდან მოდიან და რომლებსაც სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ — ღვთის ისრაელთან ერთად ხოტბას ასხამს უზენაეს უფალს, იეჰოვას, და განადიდებს მის სახელს, როგორც ყველაზე დიდებულ სახელს მთელ სამყაროში.

      14. რა გაგებით ‘ადიან [ღვთის] სამსხვერპლოზე’ ახალმოსულები?

      14 მაგრამ რას ნიშნავს ის, რომ სხვადასხვა ერიდან ახალმოსულები ‘ადიან [ღვთის] სამსხვერპლოზე’? მსხვერპლს სამსხვერპლოზე დებენ. პავლე მოციქულმა მსხვერპლთან დაკავშირებული გამოთქმა გამოიყენა, როდესაც დაწერა: „შეგაგონებთ... უძღვნათ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღმერთისათვის სასურველ მსხვერპლად, — თქვენი გონივრული მსახურება“ (რომაელთა 12:1, აფ). ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად არიან, მსახურებას მთელი ძალები შეალიონ (ლუკა 9:23, 24). ისინი თავიანთ დროს, ენერგიას და უნარს წმინდა თაყვანისმცემლობას უძღვნიან (რომაელთა 6:13). ამით ისინი ქების სასურველ მსხვერპლს სწირავენ ღმერთს (ებრაელთა 13:15). რამდენად აღმაფრთოვანებელია, რომ დღეს იეჰოვას მილიონობით თაყვანისმცემლისთვის — ახალგაზრდებისა და მოხუცებისთვის — პირადი ინტერესები მეორეხარისხოვანია ღვთის სამეფოს ინტერესებთან შედარებით! ისინი ნამდვილად თავგანწირვის სულისკვეთებას ავლენენ (მათე 6:33; 2 კორინთელთა 5:15).

      ახალმოსულები მონაწილეობენ ზრდაში

      15. ა) როგორ გამოვლინდა ძველ დროში იეჰოვას წყალობა უცხოთა მიმართ? ბ) როგორ მონაწილეობენ „უცხონი“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის „შენებაში“?

      15 ახალმოსულები თავიანთი ქონებითა და ფიზიკური ძალებით უჭერენ მხარს იეჰოვას „დედაკაცს“. «ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ [„შეგიწყალებ“, აქ]» (ესაია 60:10). იეჰოვას წყალობა ძვ. წ. VI საუკუნეში გამოვლინდა, როცა იერუსალიმის სამშენებლო საქმიანობას მხარი დაუჭირეს უცხოელებმა (პირველი ეზრა 3:7; ნეემია 3:26). დღეს ეს უფრო ფართო მასშტაბით სრულდება: „უცხონი“ — უამრავი ხალხი — მხარს უჭერენ სულითცხებულთა დარჩენილ ნაწილს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის „შენებაში“. ისინი ქრისტიანული თვისებების განვითარებაში ეხმარებიან ბიბლიის შემსწავლელებს; ამგვარად აძლიერებენ ქრისტიანულ კრებებს და ამტკიცებენ იეჰოვას ორგანიზაციის „კედლებს“ (1 კორინთელთა 3:10—15). ისინი პირდაპირი გაგებითაც აშენებენ, თავგამოდებით შრომობენ სამეფო და საკონგრესო დარბაზების, ასევე ბეთელის სახლების მშენებლობაზე. ამგვარად, ისინი ცხებულ ძმებთან ერთად ზრუნავენ იეჰოვას ორგანიზაციაზე, რომელიც უფრო და უფრო იზრდება (ესაია 61:5).

      16, 17. ა) რა გაგებით არის ღვთის ორგანიზაციის „კარიბჭენი“ ღია? ბ) რა სამსახურს უწევენ „მეფეები“ სიონს? გ) რა დაემართებათ მათ, ვინც ცდილობს იმ „კარიბჭეთა“ დახურვას, რომლებიც იეჰოვას სურს, რომ ღია იყოს?

      16 ყოველწლიურად სულიერი მშენებლობის პროგრამის წყალობით ასობით ათასი „უცხო“ ერთიანდება იეჰოვას ორგანიზაციაში; ბევრისთვის გზა კვლავ ხსნილია. იეჰოვა ამბობს: „მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ“ (ესაია 60:11). მაგრამ ვინ არიან „მეფეები“, რომლებიც სიონისთვის ხალხთა დოვლათის მოტანას ხელმძღვანელობენ? ძველ დროში იეჰოვამ აღძრა ზოგიერთი მმართველის გული, რომ სიონისთვის ‘დაეწყოთ სამსახური’. მაგალითად, კიროსმა საკუთარი ინიციატივით გაუშვა იუდაელები ტაძრის აღსადგენად იერუსალიმში. მოგვიანებით არტაქსერქსემ (ართახშასთა) გარკვეული სახსრები გაიღო და იერუსალიმის კედლების აღსადგენად გაუშვა ნეემია (პირველი ეზრა 1:2, 3; ნეემია 2:1—8). „მეფის გული“ ნამდვილად „წყლის ნაკადულებია უფლის ხელში“ (იგავნი 21:1). ჩვენს ღმერთს შეუძლია, ძლევამოსილი მმართველებიც კი აამოქმედოს თავისი ნების შესაბამისად.

      17 თანამედროვე დროს მრავალი „მეფე“ ანუ ქვეყნიური ხელისუფლების წარმომადგენელი ცდილობს იეჰოვას ორგანიზაციის „კარიბჭეთა“ დახურვას. სხვები კი სამსახურს უწევენ სიონს — თავიანთი გადაწყვეტილებებით მხარს უჭერენ იმას, რომ „კარიბჭენი“ არ ჩაიკეტოს (რომაელთა 13:4). 1919 წელს ხელისუფლებამ გაათავისუფლა უსამართლოდ დაპატიმრებული ჯოზეფ რუტერფორდი და მისი თანამსახურები (გამოცხადება 11:13). ადამიანთა მთავრობებმა ‘შთანთქეს’ მრავალი დევნა, რომელსაც სატანა აჩაღებს მას შემდეგ, რაც ზეციდან იქნა გადმოგდებული (გამოცხადება 12:16). ზოგი მთავრობა რელიგიური შემწყნარებლობის პოლიტიკას ატარებს, ზოგჯერ სწორედ იეჰოვას მოწმეების გულისთვის. ასეთი სამსახური მრავალ თავმდაბალ ადამიანს უადვილებს ღია „კარიბჭეებით“ იეჰოვას ორგანიზაციაში შესვლას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება