-
ჩვენი ძვირფასი მემკვიდრეობა — რას ნიშნავს ის თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 სექტემბერი
-
-
რადგან აბრაამმა საკუთარი ძეც კი გაიმეტა, იეჰოვამ უთხრა: „იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი“ (დაბადება 22:15—18). ეს სიტყვები მიუთითებდა, რომ დაბადების 3:15-ში მოხსენიებული თესლი, მესიანური მხსნელი, აბრაამის ხაზიდან მოვიდოდა. რა ძვირფასი მემკვიდრეობაა!
-
-
ჩვენი ძვირფასი მემკვიდრეობა — რას ნიშნავს ის თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 სექტემბერი
-
-
14, 15. ა) იესოს სიკვდილის შემდეგ აბრაამის ‘თესლის’ მეშვეობით როგორ დაიწყო ერების კურთხევა? ბ) რას იღებენ მემკვიდრეობად „ღვთის ისრაელის“ წევრები?
14 ერი, რომელსაც სამეფო მიეცა, არის ‘ღვთის ისრაელი’, სულიერი ისრაელი, რომელიც იესო ქრისტეს 144 000 სულითშობილი მიმდევრისგან შედგება (გალატელთა 6:16; გამოცხადება 5:9, 10; 14:1—3, სსგ). ამ 144 000-დან ზოგი წარმოშობით ებრაელი იყო, მაგრამ უმეტესობა — არაებრაელი. ამგვარად დაიწყო შესრულება იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემულმა დაპირებამ, რომ ‘თესლის’ მეშვეობით იკურთხებოდა ყველა ერი (საქმეები 3:25, 26; გალატელთა 3:8, 9). ამ წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას სულით ცხების კურთხევა სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს შეეხო, რომლებიც იეჰოვა ღმერთის სულიერი ძეები, იესო ქრისტეს ძმები, გახდნენ. ამგვარად, ისინიც გახდნენ ამ ‘თესლის’ მეორეხარისხოვანი ნაწილი (გალატელთა 3:28, 29).
-
-
ჩვენი ძვირფასი მემკვიდრეობა — რას ნიშნავს ის თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 სექტემბერი
-
-
18. რა მხრივ სრულდება დღეს იეჰოვას დანაპირები იმასთან დაკავშირებით, რომ აბრაამის „თესლის“ მეშვეობით იკურთხებოდა ყველა ერი?
18 როგორც ჩანს, სულიერი ისრაელის, სამეფოს მემკვიდრე „მცირე სამწყსოს“, სრული შემადგენლობა უკვე შერჩეულია (ლუკა 12:32). დღეს უკვე ათეული წლებია, რაც იეჰოვა ყურადღებას აქცევს ყოველი ერიდან უამრავი ხალხის შეკრებას. ამგვარად, დიდი მასშტაბით სრულდება იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული დანაპირები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი „თესლის“ მეშვეობით იკურთხებოდა ყველა ერი. ეს კურთხეულნიც სიხარულით ეწევიან იეჰოვას წინაშე წმინდა მსახურებას და ესმით, რომ მათი ხსნა ღვთის კრავის, იესო ქრისტესადმი, რწმენაზეა დამოკიდებული (გამოცხადება 7:9, 10). იღებთ პირადად თქვენ იეჰოვას გულმოწყალებიდან გამომდინარე მიწვევას, გახდეთ ამ ბედნიერი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი?
-