საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • შეკრება არმაგედონისთვის

      25. ა) რას გვეუბნება იოანე უწმინდურ, ბაყაყების მსგავს შთაგონებულ სიტყვებზე? ბ) როგორ მოხდა უფლის დღის განმავლობაში ზიზღის მომგვრელი ბაყაყების მსგავსი „უწმინდური შთაგონებული სიტყვის“ შემოსევა და რა მოჰყვა ამას შედეგად?

      25 იოანე გვამცნობს: „ვიხილე ბაყაყების მსგავსი სამი უწმინდური შთაგონებული სიტყვა, რომლებიც დრაკონის პირიდან, მხეცის პირიდან და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოვიდა. ისინი დემონების მიერ შთაგონებული სიტყვებია და ნიშნებს ახდენენ, მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხადება 16:13, 14). მოსეს დროს იეჰოვამ ბაყაყები შეუსია ეგვიპტეს, რომელსაც ფარაონი მართავდა. „აყროლდა ქვეყანა“ (გამოსვლა 8:5—15). უფლის დღის განმავლობაშიც ზიზღის მომგვრელი ბაყაყების შემოსევის მსგავსი რამ ხდება, მაგრამ ამჯერად სხვა მიზეზით. ამ შემოსევაში სატანის „უწმინდური შთაგონებული სიტყვის“ გავრცელება ანუ ის პროპაგანდა იგულისხმება, რამაც ყველა მიწიერი მმართველი, იგივე „მეფეები“, იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ უნდა განაწყოს. ასე ცდილობს სატანა, რომ ღვთის რისხვის თასების გადმოღვრამ არ იმოქმედოს „მეფეებზე“ და მათ მტკიცედ დაიკავონ სატანის მხარე „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“.

      26. ა) რომელი სამი წყაროდან მოდის სატანის პროპაგანდა? ბ)  რა არის წარმოდგენილი „ცრუწინასწარმეტყველით“ და საიდან ვიცით ეს?

      26 ეს პროპაგანდა მოდის „დრაკონისგან“ (სატანისგან) და „მხეცისგან“ (სატანის მიწიერი პოლიტიკური სისტემისგან), იმ არსებებისგან, რომლებიც უკვე აღწერილი იყო „გამოცხადებაში“. მაგრამ რა არის წარმოდგენილი „ცრუწინასწარმეტყველით“? ის მხოლოდ ახალი სახელით გვევლინება. ჩვენ უკვე განვიხილეთ მხეცი, რომელსაც ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა ჰქონდა და რომელიც დიდ ნიშნებს ახდენდა შვიდთავიანი მხეცის წინაშე. ეს მატყუარა არსება ამ მხეცის მხარდამჭერი წინასწარმეტყველივით მოქმედებდა. ის მხარს უჭერდა მხეცის თაყვანისცემას და მხეცის ქანდაკების შექმნაშიც მონაწილეობდა (გამოცხადება 13:11—14). ეს მხეცი, რომელსაც ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა ჰქონდა, აქ მოხსენებული ცრუწინასწარმეტყველი უნდა იყოს. ამას ადასტურებს ისიც, რასაც მოგვიანებით ამ ცრუწინასწარმეტყველზე ვკითხულობთ. სიმბოლური ორრქიანი მხეცის მსგავსად ის „ნიშნებს ახდენდა მის [შვიდთავიანი მხეცის] წინაშე, რითაც შეცდომაში შეჰყავდა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელნი“ (გამოცხადება 19:20).

  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „შეკრიბეს [დემონების მიერ შთაგონებულმა სიტყვებმა] ისინი [მიწიერი მეფეები ანუ მმართველები] ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხადება 16:16). მართალია, ეს სახელი ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული, მაგრამ მან დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცნობიერებაზე. მსოფლიო ლიდერები გაფრთხილებას იძლევიან ბირთვული არმაგედონის საფრთხის შესახებ. არმაგედონს უკავშირებენ ძველ ქალაქ მეგიდოსაც, სადაც ბიბლიურ დროში არაერთი გადამწყვეტი ბრძოლა გამართულა; ამიტომ ზოგი რელიგიური წინამძღოლი ვარაუდობს, რომ ეს უკანასკნელი ომი დედამიწაზე სწორედ ამ კონკრეტულ ადგილზე მოხდება. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ისინი შორს არიან ჭეშმარიტებისგან.

      32, 33. ა) რატომ არ უნდა მიუთითებდეს არმაგედონი გეოგრაფიულ ადგილზე? ბ) რომელი ბიბლიური ფრაზებითაა აღწერილი არმაგედონი? გ) როდის დადგება მეშვიდე ანგელოზის მიერ ღვთის რისხვის ბოლო თასის გადმოღვრის დრო?

      32 არმაგედონი მეგიდოს მთას ნიშნავს. ამაში გეოგრაფიული ადგილი არ არის ნაგულისხმები, ეს არის მსოფლიო მდგომარეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ხალხი შეიკრიბება იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ და ისიც საბოლოოდ გაანადგურებს მათ. ეს მსოფლიო მასშტაბით მოხდება (იერემია 25:31—33; დანიელი 2:44). არმაგედონი იგივეა, რაც „ღვთის რისხვის დიდი საწნახელი“, და „განაჩენის ველი“, ანუ „იეჰოშაფატის ველი“, სადაც ერები იკრიბებიან, რათა აღასრულოს იეჰოვამ მათზე თავისი განაჩენი (გამოცხადება 14:19; იოელი 3:12, 14). ის უკავშირდება „ისრაელის მიწასაც“, სადაც განადგურდება გოგ მაგოგელის სატანური ლაშქარი, და ადგილს „დიდ ზღვასა და მშვენების წმინდა მთას შორის“, სადაც ჩრდილოეთის მეფე, მიქაელის, დიდი მთავრის ხელით „მიაღწევს თავის აღსასრულს“ (ეზეკიელი 38:16—18, 22, 23; დანიელი 11:45—12:1).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება