საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • სახელმძღვანელოებსა და მუზეუმებში წარმოდგენილი ადამიანის მსგავსი მაიმუნები

      ფაქტი: სახელმძღვანელოებსა და მუზეუმებში ადამიანის ეგრეთ წოდებული წინაპრები თავისებური სახის ნაკვთებით, კანის ფერითა და თმის საფარით არიან წარმოდგენილი. ამ ნიმუშებში ადამიანის უფრო შორეულ „წინაპრებს“ ძლიერად აქვთ გამოხატული მაიმუნისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშან-თვისებები, ხოლო უფრო განვითარებულ ნიმუშებს ადამიანის მსგავსი სახის ნაკვთები, კანის ფერი და თმა აქვთ.

      კითხვა: აღმოჩენილი ნამარხი ნაშთების საფუძველზე შეუძლიათ მეცნიერებს ეგრეთ წოდებული პირველყოფილი ადამიანის ზუსტი რეკონსტრუქცია?

      პასუხი: არა. 2003 წელს სასამართლო ექსპერტმა, კარლ სტივენმა, რომელიც ადელაიდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) ანატომიის ფაკულტეტზე მუშაობს, დაწერა: „შეუძლებელია ადამიანთა პირველი წინაპრების სახეების ზუსტად აღდგენა ან შემოწმება“. როგორც ის ამბობს, თანამედროვე მაიმუნებზე დაკვირვების შედეგად შექმნილი ნიმუშები „ვარაუდებს ეფუძნება, საკმაოდ არაზუსტი და დაუსაბუთებელია“. რა დასკვნას აკეთებს ის? «პირველი ჰომინიდების სახის „რეკონსტრუქციამ“ ადვილად შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს».47

  • ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • რა არის ამ სურათზე არასწორად წარმოდგენილი?

      ევოლუციის თეორიის მიხედვით ადამიანის მსგავსი მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის ეტაპები
      • ასეთი სურათები ფაქტებს კი არა, წინასწარ შექმნილ არაობიექტურ შეხედულებებს, მეცნიერების ვარაუდებსა და მხატვრების ფანტაზიას ეფუძნება.51

      • ნამარხი კბილები

        ასეთი ნახატების უმრავლესობა შექმნილია თავის ქალის ფრაგმენტებისა და ცალკეული კბილების მიხედვით. მთლიანი თავის ქალებიც კი იშვიათად გვხვდება, რომ აღარაფერი ვთქვათ მთლიან ჩონჩხზე.

      • მეცნიერებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების ნამარხი ნაშთების კლასიფიკაცია.

      • მხატვრის მიერ წარმოდგენილი გადაშენებული სახეობის სახის ნაკვთები, კანის ფერი და თმა

        მხატვრებს არ შეუძლიათ ამ გადაშენებული არსებების სახის ნაკვთების, კანის ფერის და თმის ზუსტად გადმოცემა.

      • თანამედროვე ადამიანთან მიმყვან გარდამავალ ჯაჭვში თითოეული არსების ადგილს განსაზღვრავენ თავის ქალის კოლოფის ზომის მიხედვით იმისდა მიუხედავად, რომ ინტელექტი ტვინის ზომაზე არ არის დამოკიდებული.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება