საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მესიის მმართველობა — ხსნა და სიხარული
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • 4, 5. რა იწინასწარმეტყველა ესაიამ მესიის მოსვლის შესახებ და, როგორც ჩანს, როგორ გამოიყენა მათემ მისი სიტყვები?

      4 ბიბლიის ებრაელი მწერლები ესაიას დღეებამდე საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველებდნენ, რომ იეჰოვა ისრაელში მესიას, ჭეშმარიტ მმართველს, წარგზავნიდა (დაბადება 49:10; მეორე რჯული 18:18; ფსალმუნი 117:22, 26). ახლა კი ესაიას მეშვეობით იეჰოვა უფრო მეტს იუწყება მესიის შესახებ. ესაია წერს: „ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს“ (ესაია 11:1; შეადარეთ ფსალმუნი 131:11). სიტყვები „ყლორტი“ და „ამონაყარი“ იმ აზრს გამოხატავს, რომ მესია იესეს შთამომავალი იქნება — შთამომავალი მისი ვაჟის, დავითისა, რომელიც ზეთით იქნა ცხებული ისრაელის მეფედ (პირველი მეფეთა 16:13; იერემია 23:5; გამოცხადება 22:16). როდესაც მესია დავითის საგვარეულო ხაზში მოვიდოდა, ეს „ამონაყარი“ კარგ ნაყოფს გამოიღებდა.

      5 აღთქმული მესია იესოა. სახარების მწერალი მათე ესაიას 11:1-ის სიტყვებს დაეყრდნო, როდესაც თქვა, რომ იესოს „ნაზარეველად“ წოდებით წინასწარმეტყველებები შესრულდა. იესო ნაზარეთში გაიზარდა და ამიტომაც ეწოდა „ნაზარეველი“, სახელი, რომელიც ესაიას 11:1-ში „ამონაყარის“ აღსანიშნავად გამოყენებულ ებრაულ სიტყვასთან უნდა იყოს დაკავშირებულიb (მათე 2:23; ლუკა 2:39, 40).

  • მესიის მმართველობა — ხსნა და სიხარული
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • b „ამონაყარის“ შესატყვისი ებრაული სიტყვაა „ნეცერ“, ხოლო „ნაზარეველისა“ — „ნოცრი“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება