საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნაცისტებმა ვერ დამიყოლიეს
    გამოიღვიძეთ! — 2011 | აგვისტო
    • რაკი მე და ჩემს ძმებს ვერაფრით ვერ გვათქმევინეს „ჰაილ ჰიტლერ“, მამაჩვენი სასამართლოში დაიბარეს. მას უთხრეს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, იგი უარს ამბობდა საკუთარ რწმენაზე. დოკუმენტში ასევე ეწერა, რომ მას შვილები ნაცისტური იდეოლოგიით უნდა აღეზარდა. მამამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, რის გამოც მას და დედას ჩამოართვეს მშობლის უფლება. მე სახლიდან 40 კილომეტრის მოშორებით ვითომდა სწორი განათლების მისაღებად გამაგზავნეს.

      სახლი საშინლად მენატრებოდა, სულ ვტიროდი. აღმზრდელი მაიძულებდა, ჰიტლერის ახალგაზრდულ მოძრაობაში გავერთიანებულიყავი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ნაცისტური დროშისთვის სალამი რომ მიმეცა, სხვა გოგონები ჩემი მარჯვენა ხელის მაღლა აწევას ცდილობდნენ, მაგრამ არც მათ გამოუვიდათ რამე. გამახსენდა ღვთის ძველი მსახურების სიტყვები: „როგორ მივატოვოთ იეჰოვა და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ!“ (იესო ნავეს ძე 24:16).

      მშობლებს ჩემი ნახვა აუკრძალეს, მაგრამ ისინი მაინც ახერხებდნენ ფარულად ჩემთან შეხვედრას სკოლისკენ მიმავალ გზაზე და სკოლაში. ასეთი წუთიერი შეხვედრები ძალიან მეხმარებოდა, რომ იეჰოვას ერთგული დავრჩენილიყავი. ერთხელაც, მორიგი საიდუმლო შეხვედრისას, მამამ პატარა ბიბლია მომცა, რომელიც საგულდაგულოდ დავმალე საწოლში. მიუხედავად იმისა, რომ ჩუმ-ჩუმად ვკითხულობდი, ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის მისი კითხვა. ერთხელ კინაღამ წამასწრეს, მაგრამ როგორღაც მოვახერხე მის საბნის ქვეშ დამალვა.

      ქალთა მონასტერში

      ვინაიდან ჩემმა აღმზრდელებმა ვერ შეძლეს ჩემი „სწორად აღზრდა“, ფიქრობდნენ, რომ ისევ მშობლების გავლენის ქვეშ ვიყავი. ამიტომაც, 1942 წლის სექტემბერში მატარებლით გამაგზავნეს მიუნხენის (გერმანია) კათოლიკურ სკოლაში, რომელსაც ადელგუნდენი ერქვა და რომელიც ამასთანავე ქალთა მონასტერიც იყო. გზაში მონაზვნებმა დაინახეს, რომ ბიბლია მქონდა და წამართვეს.

      ყველაფრის მიუხედავად, გადაწყვეტილი მქონდა, ჩემი რწმენის ერთგული დავრჩენილიყავი და არ დავსწრებოდი საეკლესიო მსახურებას. როცა ერთ მონაზონს ვუთხარი, რომ მშობლები კვირაობით ბიბლიას მიკითხავდნენ ხოლმე, მან ისეთი რამ გააკეთა, რამაც გამაოცა. ბიბლია უკან დამიბრუნა. როგორც ჩანს, ჩემმა სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა და იმის ნებაც კი მომცა, რომ ბიბლია წამეკითხა მისთვის.

      ერთხელ მასწავლებელმა მითხრა: „ჰერმინე, შენ ქერა და ცისფერთვალება ხარ. შენა ხარ გერმანელი, არა ხარ შენ ებრაელი, იეჰოვა ებრაელების ღმერთია“.

      მე ვუპასუხე: „მაგრამ იეჰოვამ შექმნა ყველაფერი, ყველანი მან გაგვაჩინა“.

      სკოლის დირექტორიც ცდილობდა ჩემს გადაბირებას. ერთხელ მითხრა: „ჰერმინე, შენი ერთი ძმა არმიას შეუერთდა. მიჰყევი მის მაგალითს!“ მე ვიცოდი ეს, მაგრამ არც კი გამივლია გულში, რომ ჩემი ძმისთვის მიმებაძა.

      „მე ჩემი ძმის მიმდევარი არა ვარ, — ვუპასუხე დირექტორს. — მე ვარ იესო ქრისტეს მიმდევარი“. ის დამემუქრა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგაგზავნიო, თან ერთ მონაზონს უთხრა, გავემზადებინე და წავეყვანე. თუმცა მისი მუქარა მუქარად დარჩა.

      1943 წლის ზაფხულში მიუნხენი დაბომბეს და ბავშვები ადელგუნდენიდან ქალაქგარეთ გაგვიყვანეს. ამ დროს ხშირად მახსენდებოდა დედის სიტყვები: „თუ ოდესმე დაგვაშორებენ და ჩემს წერილებსაც ვეღარ მიიღებ, გახსოვდეს, რომ იეჰოვა და იესო შენთან იქნებიან. ისინი არასდროს მიგატოვებენ. სულ ილოცე“.

      შინ დაბრუნება

      1944 წლის მარტში ადელგუნდენში დაგვაბრუნეს. რადგან მიუნხენი განუწყვეტლივ იბომბებოდა, დღე და ღამე ამ თავშესაფარში ვიყავით და გარეთ საერთოდ არ გამოვდიოდით. ამ პერიოდში ჩემი მშობლები გამუდმებით ითხოვდნენ, უკან დავებრუნებინე სახლში. საბოლოოდ მათი მოთხოვნა გაითვალისწინეს და მშობლებთან დამაბრუნეს. ეს იყო 1944 წლის აპრილის ბოლო.

      როდესაც დირექტორთან გამოსამშვიდობებლად მივედი, მითხრა: „ჰერმინე, სახლში რომ ჩახვალ, მოგვწერე. იცოდე, არ უღალატო შენს რწმენას“. რა საოცრად შეცვლილა ეს კაცი!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება