საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ნეემია“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 თებერვალი
    • რას ვსწავლობთ:

      1:4; 2:4; 4:4, 5. როდესაც რთულ სიტუაციაში ვართ ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, ‘გამუდმებით უნდა ვილოცოთ’ და თეოკრატიული ხელმძღვანელობის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ (რომაელები 12:12).

      1:11—2:8; 4:4, 5, 15, 16; 6:16. იეჰოვა პასუხობს თავისი ერთგული მსახურების გულწრფელ ლოცვებს (ფსალმუნები 85:6, 7).

      1:4; 4:19, 20; 6:3, 15. თუმცა ნეემიას რბილი ხასიათი ჰქონდა, მან სიმართლისთვის მტკიცე მოქმედების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.

      1:11—2:3. ნეემიას სიხარულის მთავარი მიზეზი მისი მაღალი თანამდებობა, მერიქიფედ მსახურება, არ იყო. მას სიხარულს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლა ანიჭებდა. ჩვენი მთავარი საფიქრალი და სიხარულის ძირითადი წყარო იეჰოვასადმი თაყვანისცემა და სამეფოს ინტერესების წინსვლა უნდა იყოს.

      2:4—8. იეჰოვამ აღძრა არტაქსერქსე, რომ ნეემიასთვის ნება მიეცა, წასულიყო იერუსალიმის გალავნის აღსადგენად. იგავების 21:1–ში ნათქვამია: „წყლის ნაკადია მეფის გული უფლის ხელში, სადაც მოისურვებს, იქ მიმართავს მას“.

      3:5, 27. ფიზიკური სამუშაო, რომელიც თაყვანისცემასთან არის დაკავშირებული, არ უნდა მივიჩნიოთ სათაკილოდ, როგორც ამას თეკოაყელი „დიდებულები“ აკეთებდნენ. ჩვენ იმ თეკოაყელებს უნდა მივბაძოთ, რომლებიც მზადყოფნას ავლენდნენ სამუშაოს შესასრულებლად.

      3:10, 23, 28—30. ზოგს შესაძლებლობა აქვს, იქ გადავიდეს, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა; ბევრი ჩვენგანი კი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ადგილობრივ ტერიტორიაზე უჭერს მხარს. ამის გაკეთება სამეფო დარბაზის მშენებლობაში მონაწილეობით, სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა დახმარებით და, ძირითადად, სამეფოს შესახებ ქადაგებით შეგვიძლია.

      4:14. როდესაც წინააღმდეგობას წავაწყდებით, შეგვიძლია შიში იმით დავძლიოთ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს „დიდებული და შიშის მომგვრელი“ (აქ) ღმერთი.

      5:14—19. გამგებელ ნეემიას თავმდაბლობა, უანგარობა და გონიერება ქრისტიანი ზედამხედველებისთვის შესანიშნავი მაგალითია. ნეემია სხვებს მოუწოდებდა ღვთის კანონების დაცვისკენ, მაგრამ მას არასოდეს გამოუყენებია თავისი მდგომარეობა ეგოისტური მიზნებისთვის. პირიქით, ის ზრუნავდა დაჩაგრულებზე და ღარიბებზე. ნეემია ხელგაშლილობის კარგ მაგალითს აძლევს ღვთის ყველა მსახურს.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ნეემია“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 თებერვალი
    • რას ვსწავლობთ:

      8:8. ჩვენ, როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლებმა, უნდა ‘განვმარტოთ’ ის — მკაფიოდ წარმოთქმით, აზრობრივი მახვილის სწორად დასმით, ახსნითა და იმის განმარტებით, თუ როგორ გამოვიყენოთ ცხოვრებაში.

      8:10. ‘უფლის სიხარულს’ (სსგ) მაშინ განვიცდით, როცა შეგნებული გვაქვს სულიერი მოთხოვნილებები, ვიკმაყოფილებთ მათ და მივყვებით თეოკრატიულ ხელმძღვანელობას. ძალიან მნიშვნელოვანია, გულმოდგინედ ვისწავლოთ ბიბლია, რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს და მთელი ენთუზიაზმით მივიღოთ მონაწილეობა სამეფოს ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში!

      11:2. საკუთარი მემკვიდრეობის მიტოვება და იერუსალიმში გადასვლა პირად ხარჯებთან და გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ყველამ, ვინც ეს ნებაყოფლობით გააკეთა, თავგანწირვის სული გამოავლინა. ჩვენც შეგვიძლია ასეთივე სულის გამოვლენა, როდესაც სხვების დახმარების შესაძლებლობა მოგვეცემა, მაგალითად კონგრესზე მომსახურებით ან სხვა შემთხვევებში.

      12:31, 38, 40—42. საგალობლის შესრულება შესანიშნავი შესაძლებლობაა იეჰოვას განსადიდებლად და მადლიერების გამოსახატავად. ქრისტიანულ შეხვედრებზე მთელი გულით უნდა ვიმღეროთ.

      13:4—31. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ თანდათანობით ჩვენზე გავლენა არ მოახდინოს მატერიალიზმმა, მექრთამეობამ და განდგომილებამ.

      13:22. ნეემიას შეგნებული ჰქონდა, რომ ღვთის წინაშე პასუხი უნდა ეგო. ჩვენც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვას წინაშე ვართ პასუხისმგებელნი.

      გვესაჭიროება იეჰოვას კურთხევა

      „თუ უფალი არ ააშენებს სახლს, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი, — ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები“ (ფსალმუნები 126:1, სსგ). მართლაც რა შესანიშნავად გვიჩვენებს წიგნი „ნეემია“ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას!

      რასაც უნდა ვაკეთებდეთ, წარმატების მისაღწევად ღვთის კურთხევა გვჭირდება. განა უნდა ველოდოთ იეჰოვასგან კურთხევას, თუ ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა პირველ ადგილზე არ დგას? მოდი ნეემიას მსგავსად, იეჰოვას თაყვანისმცემლობა და მისი ინტერესები ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ნეემია“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 თებერვალი
    • წიგნში, რომელიც გამგებელმა ნეემიამ დაწერა, ამაღელვებელი ამბებია აღწერილი. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ უწყობს ხელს იეჰოვაზე ბოლომდე მინდობა და შესაბამისი, გაბედული მოქმედებები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლას. წიგნი ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ წარმართავს იეჰოვა მოვლენებს თავისი ნების შესასრულებლად. ამ ჩანაწერში ასევე მოთხრობილია ძლიერი და გაბედული ხელმძღვანელის შესახებ. წიგნ „ნეემიადან“ ბევრი რამის სწავლა შეუძლია ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს, „ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“ (ებრაელები 4:12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება