საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ნუ ჩამოუშვებ ხელებს!“
    საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
    • 9. ა) რამ ვერ შეუშალა ხელი ნეემიას იერუსალიმის გალავნის აღდგენაში? ბ) როგორ უპასუხა ღმერთმა ნეემიას ლოცვას?

      9 წარმოიდგინეთ, რა გრძნობები დაეუფლებოდა იერუსალიმში ჩასულ ნეემიას. ქალაქი ფაქტობრივად დაუცველი იყო, ნეემიას თანამემამულეები კი გულგატეხილები იყვნენ. უცხოტომელთა მუქარამ იუდეველებს ხელები ჩამოაშვებინა, რის გამოც იერუსალიმის გალავანი ვერ აღადგინეს. დათრგუნა ამ სიტუაციამ ნეემია და ჩამოაშვებინა მასაც ხელები? სრულებითაც არა! მოსეს, ასას და იეჰოვას სხვა ერთგული მსახურების მსგავსად, ნეემია ყოველთვის ლოცვით მიმართავდა და ენდობოდა ღმერთს. ის ახლაც ასე მოიქცა. მაშინ როცა იუდეველებს ეგონათ, რომ გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე იდგნენ, იეჰოვამ შეისმინა ნეემიას გულწრფელი თხოვნა და თავისი „დიდი ძალითა და ძლიერი ხელით“ იუდეველებს ჩამოშვებული ხელები გაუმაგრა (წაიკითხეთ ნეემიას 1:10; 2:17—20; 6:9). გწამთ, რომ იეჰოვა დღესაც „დიდი ძალითა და ძლიერი ხელით“ ამაგრებს თავის მსახურებს?

  • „ნუ ჩამოუშვებ ხელებს!“
    საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
    • 16. ა) როგორ შეუძლიათ უხუცესებს, მიჰბაძონ ნეემიას და თავიანთი კრების წევრებს ხელები გაუმაგრონ? ბ) როგორ დაგეხმარნენ თანაქრისტიანები პირადად თქვენ?

      16 იეჰოვას მხარდაჭერით ნეემიამ და მისმა ხალხმა საქმის შესასრულებლად ხელები გაიმაგრეს. შედეგად, მათ იერუსალიმის გალავანი სულ რაღაც 52 დღეში აღადგინეს! (ნეემ. 2:18; 6:15, 16). ნეემია უბრალოდ კი არ ზედამხედველობდა საქმეს, ის პირადად იყო ჩართული იერუსალიმის გალავნის აღდგენაში (ნეემ. 5:16). ბევრი მზრუნველი უხუცესი ჰბაძავს ნეემიას, მონაწილეობს თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებსა თუ ადგილობრივი სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და შეკეთებაში. თანაქრისტიანებთან მსახურებისას და სამწყემსო მონახულებებზე ისინი გულდამწუხრებულთა სუსტ ხელებს აძლიერებენ (წაიკითხეთ ესაიას 35:3, 4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება