-
სიხარულით დაემორჩილეთ იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2019 | სექტემბერი
-
-
რის სწავლა შეუძლიათ უხუცესებს ნეემიასგან
უხუცესებიც ისევე მონაწილეობენ სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობაში, როგორც ნეემია მონაწილეობდა იერუსალიმის გალავნის მშენებლობაში (იხილეთ აბზაცები 9—11)d
9. რა სირთულეებს შეხვდა ნეემია?
9 იეჰოვამ უხუცესებს თავის სამწყსოზე ზრუნვა მიანდო, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა (1 პეტ. 5:2). იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ეპყრობოდა ნეემია ღვთის ხალხს, უხუცესებს ბევრ რამეს ასწავლის. ნეემია იუდას გამგებელი იყო და საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ფლობდა (ნეემ. 1:11; 2:7, 8; 5:14). ის არაერთ სირთულეს შეხვდა. ნეემიამ შეიტყო, რომ იეჰოვას ტაძარი გაუწმინდურებული იყო. ხალხი აღარც შაბათს იცავდა და აღარც ლევიანებს უჭერდა მხარს მატერიალურად. ზოგი უცხოელ ქალებზეც კი ქორწინდებოდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად გამგებელ ნეემიას გარკვეული ზომების მიღება მოუწია (ნეემ. 13:4—30).
10. როგორ მოიქცა ნეემია?
10 ნეემიამ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენა და ხალხს საკუთარი შეხედულებები თავს არ მოახვია. პირიქით, მან გულწრფელ ლოცვაში იეჰოვას ხელმძღვანელობა სთხოვა და ისრაელებს ღვთის კანონი შეახსენა (ნეემ. 1:4—10; 13:1—3). გარდა ამისა, ნეემია თანამემამულეების მხარდამხარ თავმდაბლად შრომობდა. ის გალავნის აღდგენით სამუშაოებშიც კი იღებდა მონაწილეობას (ნეემ. 4:15).
11. პირველი თესალონიკელების 2:7, 8-ის თანახმად, როგორ უნდა მოეპყრონ უხუცესები თანაქრისტიანებს?
11 შეიძლება უხუცესები არასდროს აღმოჩნდნენ ისეთ რთულ სიტუაციაში, როგორშიც ნეემია იყო, თუმცა ისინი ბევრ რამეს სწავლობენ ამ თავმდაბალი მამაკაცისგან. მაგალითად, უხუცესები ძალ-ღონეს არ იშურებენ და-ძმების დასახმარებლად. ისინი მინიჭებული ძალაუფლების გამო თავს კრების წევრებზე აღმატებულად კი არ მიიჩნევენ, არამედ მათ მიმართ სათუთ გრძნობებს ავლენენ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7, 8). მათ საუბარში სიყვარული და თავმდაბლობა იგრძნობა. ერთი გამოცდილი უხუცესი, სახელად ენდრიუ, ამბობს: „შევნიშნე, რომ უხუცესების მხრიდან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება და-ძმებს გულს უთბობს და მათთან თანამშრომლობას უადვილებს“. კიდევ ერთი ძმა, ტონი, რომელიც დიდი ხანია უხუცესად მსახურობს, აღნიშნავს: „ყოველთვის ვცდილობ, ფილიპელების 2:3-ში ჩაწერილი რჩევის თანახმად მოვიქცე და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად მივიჩნიო. ეს მეხმარება, რომ და-ძმებს დიქტატორივით არ მოვექცე“.
12. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უხუცესები თავმდაბლები იყვნენ?
12 უხუცესები უნდა ჰბაძავდნენ ღმერთს თავმდაბლობის გამოვლენაში. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს უზენაესი მმართველია, იეჰოვა „დაბლა იხრება და . . . საწყალს მტვრიდან აყენებს“ (ფსალმ. 18:35; 113:6, 7). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სძულს ამაყი და ქედმაღალი ადამიანები (იგავ. 16:5).
13. რატომ უნდა აკონტროლოს უხუცესმა თავისი სიტყვები?
13 ღვთის მორჩილი უხუცესი უნდა აკონტროლებდეს თავის სიტყვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უხეშად დაელაპარაკოს თანაქრისტიანს, თუ მისგან უპატივცემულობას იგრძნობს (იაკ. 1:26; გალ. 5:14, 15). ზემოთ მოხსენიებული ენდრიუ ამბობს: „ზოგჯერ ცდუნება მქონდა, უხეშად დავლაპარაკებოდი იმ თანაქრისტიანს, რომელზეც ვფიქრობდი, რომ უპატივცემულოდ მექცეოდა. მაგრამ ბიბლიურ მაგალითებზე დაფიქრებამ თავმდაბლობა და თვინიერება მასწავლა“. უხუცესები იეჰოვას ემორჩილებიან, როცა და-ძმებთან თუ სხვა უხუცესებთან საუბრის დროს სიყვარულსა და თავაზიანობას ავლენენ (კოლ. 4:6).
-
-
სიხარულით დაემორჩილეთ იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2019 | სექტემბერი
-
-
d სურათის აღწერა: უხუცესი თავის ვაჟთან ერთად სამეფო დარბაზში მუშაობს. ნეემია იერუსალიმის გალავნის მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.
-