-
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდამჭერნი წარსულში და დღესსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ნოემბერი
-
-
ნეემიამ კედლების აგების ეს უდიდესი დავალება გაუნაწილა ოჯახებს, რომლებიც მხარდამხარ მუშაობდნენa. 40-ზე მეტი ჯგუფი იყო დანიშნული, რათა თითოეულს რომელიმე — მისთვის დანიშნული — „მხარე“ აღედგინა. რა შედეგი მოჰყვა ამას? ასე ბევრი მუშის მეშვეობით, რომელთა შორისაც იყვნენ მშობლები თავიანთი შვილებით, რომლებმაც თავიანთი დრო და ენერგია არ დაიშურეს, ერთი შეხედვით შეუძლებელი შესაძლებელი გახდა (ნეემია 3:11, 12, 19, 20). რამდენიმე თვეში, თავდაუზოგავი შრომის შედეგად, იერუსალიმის კედლები მთლიანად აღადგინეს! ნეემიამ დაწერა, რომ ისინიც კი, რომლებიც კედლების აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ, იძულებული იყვნენ, ეღიარებინათ, რომ „ჩვენი ღმერთის მიერ იყო ეს საქმე გაკეთებული“ (ნეემია 6:15, 16).
-
-
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდამჭერნი წარსულში და დღესსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ნოემბერი
-
-
a ნეემიას 3:5-ში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი წარჩინებული იუდეველი ანუ „დიდებული“ ამ სამუშაოებში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ ასეთები ერთეულები იყვნენ. სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები — მღვდლები, ოქრომჭედლები, მენელსაცხებლები, მთავრები, ვაჭრები — ყველანი მხარს უჭერდნენ აღდგენით სამუშაოებს (მუხლები 1, 8, 9, 32).
-