საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მთელი გულით მსახურება ყველგან და ყოველთვის
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • მარტო არასდროს მიქადაგია. ისე ვნერვიულობდი, რომ სახლიდან ყოველი გასვლის წინ მუხლები მიკანკალებდა. თანაც კაციშვილს არ აინტერესებდა ჩემი ქადაგება. ისიც მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთები იმდენად აგრესიულები იყვნენ, ცემითაც კი მემუქრებოდნენ. მთლიანობაში ისე გამოვიდა, რომ პიონერული მსახურების პირველ თვეში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბროშურა გავავრცელე (მარკუსი).

      ეს იყო 1949 წელი. მას მერე 60 წელზე მეტი ხანი გავიდა; თუმცა ჩემი ქრისტიანული ცხოვრება უფრო ადრიდან იწყება.

  • მთელი გულით მსახურება ყველგან და ყოველთვის
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • ეს სოფელი ჩვენი სახლიდან 130 კმ-ში იყო, ამიტომ პირველად რომ დავაპირე წასვლა, ვიფიქრე ველოსიპედით წავალ-მეთქი. წესით ექვს საათში უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ კოკისპირული წვიმის და ძლიერი პირქარის გამო 12 საათი დამჭირდა, თანაც ისე, რომ ბოლო 90 კმ მატარებლით ვიმგზავრე. ბოლოს, გვიან ღამით რის ვაივაგლახით ჩავედი სოფელში და მივედი ჩემს მასპინძელ ოჯახში; ამ ოჯახში ყველა იეჰოვას მოწმე იყო.

      ომის შემდეგ ხალხს ძალიან უჭირდა. მთელი ჩემი „ავლადიდება“ მხოლოდ ერთი დიდი ზომის პიჯაკი და მოკლე შარვალი იყო. როგორც დასაწყისში გითხარით, ბორკულოში მსახურების პირველი თვე არ იყო ადვილი, თუმცა იეჰოვამ მაკურთხა და მალე რამდენიმე ბიბლიის შესწავლაც დავიწყე. ცხრა თვის შემდეგ ამსტერდამში დამნიშნეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება