საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ერთგულება და შეუპოვრობა ნაცისტური ტირანიის დროს
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 აპრილი
    • აკრძალვის მიუხედავად უფრო აქტიურები

      1940 წლის 10 მაისს ნაცისტური არმია ნიდერლანდებს დაესხა თავს. რადგან იეჰოვას მოწმეების მიერ გავრცელებული ლიტერატურა ამხელდა გერმანელი ფაშისტების ბოროტმოქმედებას და მხარს უჭერდა ღვთის სამეფოს, ნაცისტებმა დრო არ დაკარგეს მოწმეების საქმიანობის შესაჩერებლად. ნიდერლანდებში ნაცისტების შესვლიდან სულ რაღაც სამ კვირაზე ნაკლებ დროში, მათ გამოსცეს საიდუმლო ბრძანებულება, რომელიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობას კრძალავდა. 1941 წლის 10 მარტს აკრძალვის შესახებ გამოქვეყნდა პრესაში, სადაც მოწმეებს ბრალს სდებდნენ, რომ ისინი „ყველა სახელმწიფო და საეკლესიო ინსტანციის წინააღმდეგ“ ილაშქრებდნენ. ამის შედეგად იეჰოვას მოწმეების დევნა გაძლიერდა.

      საინტერესო იყო ის, რომ, თუმცა სამარცხვინო გესტაპო ანუ საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია ყველა ეკლესიას მფარველობდა, მხოლოდ ერთ ქრისტიანულ ორგანიზაციას დევნიდა სასტიკად. „სასიკვდილო დევნა, — აღნიშნავს ჰოლანდიელი ისტორიკოსი ლუი დე იონგი, — თავს დაატყდა მხოლოდ ერთ რელიგიურ ჯგუფს — იეჰოვას მოწმეებს“ („ნიდერლანდების სამეფო მეორე მსოფლიო ომის დროს“).

      გესტაპო იეჰოვას მოწმეების მოსაძებნად და დასაპატიმრებლად ჰოლანდიურ მილიციასთან თანამშრომლობდა. გარდა ამისა, ყოფილი მიმომსვლელი ზედამხედველი, რომელიც მხდალი და განდგომილი გახდა, ნაცისტებს ყოფილი თანამორწმუნეების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. 1941 წლის აპრილის ბოლოსთვის იეჰოვას 113 მოწმე იყო დაპატიმრებული. შეაჩერა ამ ძლიერმა იერიშმა სამქადაგებლო საქმიანობა?

      ამის პასუხი, საიდუმლო დოკუმენტშია („ცნობები ნიდერლანდებიდან“), რომელიც გერმანიის უშიშროების სამსახურმა 1941 წლის აპრილში შეადგინა. ცნობაში იეჰოვას მოწმეების შესახებ ნათქვამია: «ეს აკრძალული სექტა ენერგიულად მოქმედებს მთელ სახელმწიფოში, არალეგალურად ატარებს შეხვედრებს და აკრავს ლოზუნგებს „ღვთის მოწმეების დევნა ბოროტმოქმედებაა“ და „იეჰოვა მდევნელებს მარადიული განადგურებით დასჯის“ ». ორი კვირის შემდეგ იგივე წყარო იუწყებოდა, რომ „მიუხედავად უშიშროების სამსახურის მიერ ბიბლიის მკვლევართა საქმიანობის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გაძლიერებისა, მათი საქმიანობა იზრდება“. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების საფრთხე ემუქრებოდათ, მოწმეები თავიანთ საქმიანობას განაგრძობდნენ, მარტო 1941 წელს მათ ლიტერატურის 350 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაავრცელეს.

  • ერთგულება და შეუპოვრობა ნაცისტური ტირანიის დროს
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 აპრილი
    • [სურათი 26 გვერდზე]

      ამონაჭერი გაზეთიდან, რომელშიც გამოქვეყნებული იყო ბრძანებულება იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის შესახებ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება