-
მთელი გულით მსახურება ყველგან და ყოველთვისსაგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
-
-
ეს სოფელი ჩვენი სახლიდან 130 კმ-ში იყო, ამიტომ პირველად რომ დავაპირე წასვლა, ვიფიქრე ველოსიპედით წავალ-მეთქი. წესით ექვს საათში უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ კოკისპირული წვიმის და ძლიერი პირქარის გამო 12 საათი დამჭირდა, თანაც ისე, რომ ბოლო 90 კმ მატარებლით ვიმგზავრე. ბოლოს, გვიან ღამით რის ვაივაგლახით ჩავედი სოფელში და მივედი ჩემს მასპინძელ ოჯახში; ამ ოჯახში ყველა იეჰოვას მოწმე იყო.
ომის შემდეგ ხალხს ძალიან უჭირდა. მთელი ჩემი „ავლადიდება“ მხოლოდ ერთი დიდი ზომის პიჯაკი და მოკლე შარვალი იყო. როგორც დასაწყისში გითხარით, ბორკულოში მსახურების პირველი თვე არ იყო ადვილი, თუმცა იეჰოვამ მაკურთხა და მალე რამდენიმე ბიბლიის შესწავლაც დავიწყე. ცხრა თვის შემდეგ ამსტერდამში დამნიშნეს.
სოფლიდან ქალაქად
სოფლად გაზრდილმა ბიჭმა ერთ დღესაც ჰოლანდიის ყველაზე დიდ ქალაქში, ამსტერდამში ამოვყავი თავი. ქადაგება ძალიან შედეგიანი იყო. პირველ თვეს იმდენი ლიტერატურა გავავრცელე, რომ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში არ მქონდა გავრცელებული ამდენი. მთელი ამ ხნის განმავლობაში რვა შესწავლაზე ნაკლები არ მქონია. როცა კრების მსახურად (უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი) დავინიშნე, პირველი საჯარო მოხსენების წაკითხვაც დამევალა. ძალიან ვღელავდი და დაძაბული ვიყავი, მაგრამ გულზე მომეშვა, როცა სხვა კრებაში გადამიყვანეს და ეს სანერვიულოც მომეხსნა. თუმცა იმ დროს რას წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში 5000-ზე მეტი საჯარო მოხსენების წაკითხვა მომიწევდა.
მარკუსი (მარჯვნივ) ქადაგებს ქუჩაში ამსტერდამთან ახლოს, 1950
1950 წლის მაისში ჰარლემში დამნიშნეს. ამავე პერიოდში სარაიონო მსახურებაც შემომთავაზეს.
-
-
მთელი გულით მსახურება ყველგან და ყოველთვისსაგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
-
-
ამ პერიოდში სამ პიონერ დასთან ერთად ნავზე დადგმულ პატარა სახლში ვცხოვრობდი. ჩვენ დრენთეს პროვინციის ორ ქალაქში ვქადაგებდით. 1953 წელს პიონერობა დავიწყე. ერთი წლის შემდეგ ჩვენს კრებას ახალგაზრდა სარაიონო ზედამხედველი ესტუმრა. ეს იყო მარკუსი ჰარტლიფი. 1955 წლის მაისში მე და მარკუსი დავქორწინდით, რადგან მივხვდით, რომ ერთად უფრო უკეთ ვემსახურებოდით იეჰოვას (ეკლ. 4:9—12).
დღე, როდესაც დავქორწინდით, 1955
მარკუსი: დაქორწინებიდან მალევე ვენდამში (გრონინგენი) დაგვნიშნეს პიონერებად. ოთახი, რომელშიც ვცხოვრობდით, ძალიან პატარა იყო, სულ რაღაც 6 კვადრატული მეტრი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იანს ის კოხტად და ლამაზად ჰქონდა მოწყობილი. ღამე დასაძინებლად რომ ვწვებოდით, მაგიდას და სკამებს ვიღებდით და ისე ვშლიდით ლოგინს.
-