საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გალილეის ზღვაში ნაპოვნი ნავი ბიბლიური დროის განძი
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აგვისტო
    • თქვენ დაინახავდით მეთევზეებს, რომელთაგანაც ერთნი პატარა ნავებით თევზაობენ, მეორენი კი ნაპირთან ახლოს წყალში დგანან და ბადეებს ისვრიან. ისინი ცალი ხელით მარჯვედ ისვრიან 6—8 მეტრი დიამეტრის მქონე მძიმე ბადეებს წყალში. ბადე თანაბრად იშლება წყალზე, იძირება და თევზი შიგნით ექცევა. შემდეგ მეთევზეს უკან ამოაქვს ბადე, ნაპირზე გამოათრევს ან თავად ჩაყვინთავს წყალში, რათა ერთად მოუყაროს თავი ბადეში მოქცეულ თევზებს. სიმონი და ანდრია შესაძლოა ამგვარად თევზაობდნენ, როდესაც „ბადეებს ისროდნენ ზღვაში“ (მარკოზი 1:16).

      ასევე შესაძლოა შენიშნოთ ერთმანეთში მოსაუბრე მეთევზეები, რომლებიც მოსასმელ ბადეს წყალში სასროლად ამზადებენ. ასეთი ბადე შეიძლება 300 მეტრი სიგრძის ყოფილიყო. მას დაახლოებით 8 მეტრის სიღრმეზე, ვერტიკალურად უშვებენ ზღვაში. ბადეს კიდეებში ბაგირი აქვს დატანებული. ადგილის შერჩევის შემდეგ მეთევზეების ნაწილი ნაპირს მიუყვება და თან მიათრევს ბადის ერთ კიდეს. ნავი ზღვის სიღრმეში შეჰყავთ, რათა ბადე მთელ სიგრძეზე გაიშალოს, შემდეგ კი ნავს ისე ატრიალებენ, რომ ბადემ ნელ–ნელა ნახევარწრის ფორმა მიიღოს. დარჩენილი მეთევზეები ნავიდან გადმოდიან და მეორე კიდეს ექაჩებიან. მეთევზეების ეს ორი ჯგუფი თანდათანობით ერთმანეთს უახლოვდება, ბაგირებს ჭიმავენ და თევზს ერთად უყრიან თავს (მათე 13:47, 48).

  • გალილეის ზღვაში ნაპოვნი ნავი ბიბლიური დროის განძი
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აგვისტო
    • ბინდის ჩამოწოლისას გალილეის ზღვაზე სიმშვიდე ისადგურებს. მოულოდნელად ამ სიმშვიდეს არღვევს ძლიერი ხმაური. მეთევზეები ნავზე ფეხებს აბრახუნებენ და ნიჩბებს მთელი ძალით აჩქაფუნებენ. რატომ იქცევიან ისინი ამგვარად? მათ ზღვაში ტომრისებური დიდი ბადე ისე აქვთ ჩაშვებული, რომ ხმაურისგან შეშინებული თევზი მასში მოექცეს. ამ მეთოდით თევზის დაჭერას აადვილებს ის, რომ წყალში ვერტიკალურად ჩაშვებული ბადე სიბნელეში არ ჩანს. ღამის განმავლობაში ბადეს რამდენჯერმე უშვებენ. დილით კი მას რეცხავენ და გასაშრობად კიდებენ. შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „ასეთი ბადეები ჰქონდათ იესოს მოწაფეებს, რომლებმაც, ლუკას 5:1—7–ის თანახმად, სასწაულებრივად დაიჭირეს თევზი?“

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება