საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვა უკანასკნელ ჟამს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ნოემბერი
    • 7. რატომ იკავებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ნეიტრალურ პოზიციას და როგორ აკეთებენ ამას?

      7 რადგან მოწმეები იეჰოვას საკუთრება, იესოს მიმდევრები და ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები არიან, ისინი ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ XX და XXI საუკუნეებში მომხდარ ეროვნულ თუ ერთაშორის კონფლიქტებში. ასეთ დროს ისინი არც ერთ მხარეს არ ემხრობიან, არავის ებრძვიან და არანაირი ქვეყნიური საქმის მხარდამჭერ პროპაგანდას არ ეწევიან. 1934 წელს ნაცისტურ გერმანიაში იეჰოვას მოწმეებმა სამაგალითო რწმენა გამოავლინეს, როდესაც ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად დაიცვეს ეს პრინციპები. ისინი ნაცისტებს ასეთ სიტყვებს ეუბნებოდნენ: „ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა, თუმცა მთლიანად ღვთის სამეფოს მხარეს ვიკავებთ, რომლის მეფეც ქრისტეა. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმეს ზიანი მივაყენოთ ან რაიმე ცუდი გავუკეთოთ. ჩვენ გვსურს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ყველასადმი სიკეთე გამოვავლინოთ“.

  • ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვა უკანასკნელ ჟამს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ნოემბერი
    • 11. როგორ მტკიცდება იეჰოვას მოწმეების მიერ სხვებისადმი სიყვარული მათი საქმეებით?

      11 დღეს იეჰოვას მოწმეები თავიანთ ძმურ სიყვარულს ესაიას 2:4-ში ჩაწერილი სიტყვების შესრულებით ავლენენ: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“. იეჰოვასგან დამოძღვრილ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ როგორც ღმერთთან, ისე ერთმანეთთან (ესაია 54:13). იმის გამო, რომ უყვართ ღმერთი და ძმები, მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ხელში იარაღი აიღონ და მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში მცხოვრები ძმებისა თუ სხვა ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ მიმართონ. მათ შორის არსებული მშვიდობა და ერთიანობა მათი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია; ეს იმაზე მოწმობს, რომ მათ ნამდვილად აქვთ ღვთის სული (ფსალმუნი 132:1; მიქა 2:12; მათე 22:37—39; კოლასელთა 3:14). ისინი ‘ეძებენ მშვიდობას და მიჰყვებიან მას’, ვინაიდან იციან, რომ „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ“ (ფსალმუნი 33:15, 16).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება