საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ალბანეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 1940—1941 წლის ზამთარში საბერძნეთის ჯარები სამხრეთ ალბანეთში შეიჭრნენ და მამაკაცებს აიძულებდნენ, მათთან ერთად ებრძოლათ. ერთ სოფელში ერთმა ძმამ ჯარისკაცებს უთხრა, რომ ვერ შეუერთდებოდა მათ, რადგან ნეიტრალიტეტს იცავდა. ამის გამო ჯარისკაცებმა ის თმით ათრიეს და მანამ ურტყეს, სანამ გონება არ დაკარგა.

      — ისევ არ დაგვემორჩილები? — დაჰკივლა გონზე მოსულს ოფიცერმა.

      — არავითარ შემთხვევაში! — უპასუხა ძმამ.

      იმედგაცრუებულმა ჯარისკაცებმა ძმა გაუშვეს.

  • ალბანეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • ახალი მთავრობაც განაგრძობს მოწმეების დევნას

      მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთი ომის ქარცეცხლში იყო გახვეული და სიტუაციას ფაშისტები აკონტროლებდნენ, ქვეყანაში კომუნისტური პარტია მალულად იკიდებდა ფეხს. 1943 წელს კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლმა ჯარისკაცებმა დაიჭირეს ერთი ძმა, ჩასვეს სატვირთო მანქანაში, წაიყვანეს ბრძოლის ხაზზე და აიძულებდნენ ხელში შაშხანა აეღო, მაგრამ მან უარი განაცხადა.

      — შენ კომუნისტი ხარ! — დაუყვირა მეთაურმა. — ქრისტიანი რომ იყო, შენც მღვდლებივით იბრძოლებდი!

      მეთაურმა ჯარისკაცებს უბრძანა ძმა დაეხვრიტათ. ის-ის იყო ჯარისკაცებს ცეცხლი უნდა გაეხსნათ, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა იქვე ჩაიარა და იკითხა, რა ხდებოდა. როცა გაიგო, რომ ძმა ნეიტრალიტეტის გამო ამბობდა უარს ომში მონაწილეობაზე, ჯარისკაცებს უბრძანა, არ დაეხვრიტათ; და ისიც გაათავისუფლეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება