საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • აპოკალიფსი — უნდა გვაშინებდეს თუ გვაიმედებდეს?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 დეკემბერი
    • აპოკალიფსთან დაკავშირებით შესანიშნავი იმედი ჯერაც ცოცხლობს!

      იეჰოვას მოწმეები დარწმუნებული არიან, რომ მილენიუმთან დაკავშირებული შესანიშნავი იმედი შესრულდება. სატელევიზიო ინტერვიუში თემაზე: „2000 წელი — აპოკალიფსისადმი შიში“ ფრანგმა ისტორიკოსმა ჟან დელიუმომ განაცხადა: „იეჰოვას მოწმეები ფეხდაფეხ მიჰყვებიან მილენარიზმს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს მათი განაცხადი, რომ მალე . . . როგორც ამბობენ, კატაკლიზმების გავლით შევაბიჯებთ ბედნიერების 1000-წლიან პერიოდში“.

      სწორედ ეს მოვლენები იხილა მოციქულმა იოანემ და აღწერა წიგნში „აპოკალიფსი“ ანუ „გამოცხადება“. ის წერდა: «ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა . . . გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ» (გამოცხადება 21:1, 3, 4).

      იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარონ ამ იმედის განვითარებაში. ისინი თქვენც დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდნენ ამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • „სასიხარულო ცნობები“ აპოკალიფსიდან
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 დეკემბერი
    • 1. თუ იეჰოვას მოწმეებს „აპოკალიფსის“ ღვთივსულიერობა სწამთ, რატომ არ წარმოადგენენ „აპოკალიფსურ სექტას“?

      მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების საწინააღმდეგოდ, იეჰოვას მოოწმეები სრულებითაც არ არიან „აპოკალიფსური სექტის“ ან „განკითხვის დღის სექტების“ წევრები. მაგრამ ისინი „აპოკალიფსს“ ანუ წიგნ „გამოცხადებას“ ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვის ნაწილად აღიარებენ. მართალია, „გამოცხადებაში“ არის სიბოროტის განკითხვის შესახებ ცნობები, მაგრამ ქადაგებისას ღვთის მსახურები ყურადღებას უმთავრესად ბიბლიაში და თავისთავად აპოკალიფსშიც ანუ „გამოცხადებაში“ მოცემულ შესანიშნავ იმედზე ამახვილებენ. ამგვარად, ისინი არც არაფერს უმატებენ და არც არაფერს აკლებენ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს (გამოცხადება 22:18, 19).

      სასიხარულო ცნობების მაუწყებლები

      2. ქადაგებისას ხშირად რომელ ბიბლიურ ადგილებს იყენებენ იეჰოვას მოწმეები?

      2 იეჰოვას მოწმეებს ქადაგებისას თავიანთი საქმიანობის ბიბლიური საფუძვლის ასახსნელად ხშირად მოჰყავთ იესოს სიტყვები: «ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [„სამეფოზე“, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:14). რა ‘სამეფოს შესახებ სახარებაზეა’ აქ საუბარი? იეჰოვას მრავალი მოწმე ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად „გამოცხადების“ მე-20 და 21-ე თავებიდან იმ მუხლებს მოიყვანდა, სადაც ლაპარაკია ქრისტესა და ამ სამეფოში მისი თანამმართველების ათასწლიანი მეფობის შესახებ და ადამიანთა ისეთი საზოგადოების შესახებ, სადაც „აღარ იქნება“ სიკვდილი, გლოვა და ტკივილი (გამოცხადება 20:6; 21:1, 4).

      3. ვის მისიას ეხმაურებიან იეჰოვას მოწმეები თავიანთი მსახურებით?

      3 სასიხარულო ცნობის მაუწყებლები ანუ ასეთი სასიხარულო ამბის გამავრცელებლები, იეჰოვას მოწმეები, მართლაც ზედმიწევნით იმეორებენ სიმბოლური ზეციერი მაცნის ცნობას, რომლის მისია აგრეთვე „გამოცხადებაშია“ აღწერილი. „ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად“ (გამოცხადება 14:6). ‘მარადიულ სახარებაში’ შედის განაცხადი, რომ „წუთისოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი“; აგრეთვე ის, რომ მოვიდა იეჰოვას მიერ დანიშნული „ჟამი“, ‘რათა მოსპოს დედამიწის მომსპობნი’ (გამოცხადება 11:15, 17, 18). განა ეს ნამდვილად სახარებელი ცნობა არ არის?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება