საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თქვენ შეგიძლიათ გაიხაროთ ახალი შეთანხმების კურთხევებით
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
    • ღმერთმა იერემიას დაავალა, შემდეგი სიტყვები დაეწერა მათზე, ვისაც ამ შეთანხმებას დაუდებდა: „ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“ (იერ. 31:34). იერემიას დროს წარმოთქმული ღვთის დაპირება მთელ კაცობრიობას ბრწყინვალე მომავლის იმედს აძლევს. როგორ?

      6, 7. ა) როგორ უყურებს ზოგი საკუთარ შეცდომებს? ბ) როგორ გაგამხნევებთ ახალ შეთანხმებაზე დაფიქრება?

      6 ჩვენ ჯერ კიდევ არასრულყოფილები ვართ და ხშირად ვხდებით ამის მოწმენი. ეს კარგად ჩანს ერთი ძმის სიტყვებიდან, რომელიც არასწორ მიდრეკილებას ებრძოდა. ის ამბობს: «როცა სისუსტე მძლევდა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ ვერასდროს გამოვისყიდდი დანაშაულს. ლოცვა მიჭირდა. ლოცვას ასე ვიწყებდი: „იეჰოვა, არ ვიცი მომისმენ თუ არა, მაგრამ . . .“». ზოგიერთს, ვისაც ძველმა სისუსტემ თავი შეახსენა ან ცოდვა ჩაიდინა, ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს ღმერთი ღრუბლებით უკეტავს მასთან მისასვლელს და არ ისმენს მათ ლოცვებს (გოდ. 3:44). ზოგს მოსვენებას არ აძლევს დიდი ხნის წინ ჩადენილი ცოდვები. სამაგალითო ქრისტიანმაც კი შეიძლება თქვას ისეთი რამ, რასაც მოგვიანებით ინანებს (იაკ. 3:5—10).

      7 არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა იფიქროს, რომ ქრისტიანისთვის შეუფერებელ საქციელს არასდროს ჩაიდენს (1 კორ. 10:12). მოციქული პავლეც კი აცნობიერებდა, რომ ცდებოდა (წაიკითხეთ რომაელების 7:21—25 ). ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ახალი შეთანხმება. ღვთის დანაპირების თანახმად ახალი შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ის იქნებოდა, რომ ღმერთი აღარ გაიხსენებდა ცოდვებს. რა შეუდარებელი კურთხევაა!

  • თქვენ შეგიძლიათ გაიხაროთ ახალი შეთანხმების კურთხევებით
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
    • როდესაც იერემია ახალ შეთანხმებაზე წინასწარმეტყველებდა, აღნიშნა, რომ იეჰოვა აპატიებდა „მათ დანაშაულს“ და აღარ გაუხსენებდა ცოდვას (იერ. 31:34). შესაძლოა, იერემია ბოლომდე ვერ ხვდებოდა, როგორ გააკეთებდა ღმერთი ამას. თუმცა ის კი კარგად ესმოდა, რომ ახალ შეთანხმებაში ღმერთი ადამიანებთან გარკვეული ხელშეკრულების დადებას გულისხმობდა. ამ შეთანხმების საფუძველზე იეჰოვა იმას განახორციელებდა, რაც იერემიას პირით განაცხადა, და ამაში ცოდვების პატიებაც იგულისხმებოდა. ღმერთი მოგვიანებით ნათელს მოჰფენდა თავის განზრახვას, მათ შორის იმას, თუ რას გააკეთებდა მესია.

      9 ალბათ, გინახავთ მშობლები, რომლებიც შვილებს სათანადოდ არ სჯიან და, ამგვარად, ანებივრებენ და რყვნიან. სწორი იქნებოდა, გვეფიქრა, რომ იეჰოვაც ასე იქცევა?! რა თქმა უნდა, არა! ეს იქიდანაც ჩანს, თუ როგორ შევიდა ახალი შეთანხმება ძალაში. ღმერთმა უბრალოდ კი არ გააუქმა ცოდვები, მან ზედმიწევნით დაიცვა თავისი სამართლიანი პრინციპები და კანონიერი საფუძველი შექმნა ცოდვების მისატევებლად, თუმცა მას ეს ძვირად დაუჯდა. ამას კარგად გაიგებთ, თუ ყურადღებით წაიკითხავთ იმას, რასაც პავლე წერდა, როცა ახალ შეთანხმებაზე მსჯელობდა (წაიკითხეთ ებრაელების 9:15, 22, 28). პავლემ მოიხსენია გამოსასყიდით გათავისუფლება და თქვა, რომ „სისხლის დაუღვრელად პატიება არ ხდება“. ახალ შეთანხმებაზე საუბრისას პავლე არ გულისხმობდა თხებისა და ხარების სისხლს, რომელსაც მოსეს კანონი ითხოვდა. ახალი შეთანხმება იესოს დაღვრილი სისხლით შევიდა ძალაში. ამ სრულყოფილი მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვას შეეძლო ცოდვისა და დანაშაულის სამუდამოდ პატიება (საქ. 2:38; 3:19). მაგრამ ვისთან დადებდა ღმერთი ამ ახალ შეთანხმებას და ვის ეპატიებოდა ცოდვები სამუდამოდ? ეს არ იქნებოდა ისრაელი ერი. იესომ თქვა, რომ ღმერთი უარყოფდა ებრაელებს, რომელთაც მოსეს კანონის თანახმად ცხოველური შესაწირავი მიჰქონდათ, და ახალ ერს აირჩევდა (მათ. 21:43; საქ. 3:13—15). ეს ერი იქნებოდა „ღვთის ისრაელი“, წმინდა სულით ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი. ასე რომ, კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება დაიდო ღმერთსა და ისრაელ ერს შორის, ახალი შეთანხმება კი — იეჰოვა ღმერთსა და სულიერ ისრაელს შორის, და ამ შეთანხმების შუამავალი იესო ქრისტე იყო (გალ. 6:16; რომ. 9:6).

      სურათი 172 გვერდზე

      10. ა) ვინ არის დავითის „ყლორტი“? ბ) როგორ შეუძლიათ ადამიანებს კურთხევების მიღება ამ „ყლორტის“ მეშვეობით?

      10 იერემიამ მომავალი მესია მოიხსენია, როგორც დავითის „ყლორტი“. ეს კარგი შედარება იყო. იერემიას წინასწარმეტყველად მსახურების პერიოდში დავითის სამეფო საგვარეულო „ხე“ მოიჭრა, თუმცა ძირკვი არ განადგურებულა. მოგვიანებით მეფე დავითის საგვარეულო ხაზში იესო დაიბადა. მას ასე უწოდებდნენ: „იეჰოვაა ჩვენი სიმართლე“, რაც იმას უსვამდა ხაზს, რომ ღვთისთვის სიმართლე ძალიან მნიშვნელოვანია (წაიკითხეთ იერემიას 23:5, 6 ). იეჰოვამ დაუშვა, რომ დედამიწაზე ყოფნისას მისი მხოლოდშობილი ძე ეწამებინათ და მოეკლათ. დავითის „ყლორტის“ გამოსასყიდის საფუძველზე იეჰოვას უკვე ჰქონდა ცოდვების მიტევების სამართლიანი საფუძველი (იერ. 33:15). ეს შესაძლებლობას მისცემდა ზოგიერთს, მართლებად აღიარებულიყვნენ სასიცოცხლოდ, წმინდა სულით ცხებულიყვნენ და, ამგვარად, ახალი შეთანხმების მონაწილენი გამხდარიყვნენ. ღვთის სამართლიანობის კიდევ ერთი დადასტურება ის არის, რომ მათაც, ვისთანაც ღმერთს ახალი შეთანხმება არ დაუდია, შეუძლიათ მიიღონ კურთხევები მისგან. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ახლა (რომ. 5:18).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება