-
სხვა ცხვრები და ახალი კავშირისაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 თებერვალი
-
-
‘საუკუნო აღთქმა [„კავშირი“, აქ]’
13, 14. რა გაგებით არის ახალი კავშირი საუკუნო?
13 რა მოხდება, როდესაც 144 000-ის უკანასკნელი წევრების ზეციერი იმედი შესრულდება? შეწყვეტს მოქმედებას ახალი კავშირი? იმ დროისთვის დედამიწაზე უკვე არ იქნება ღვთის ისრაელის დარჩენილი ნაწილი. კავშირში მყოფი ყველა პიროვნება იესოსთან ერთად იქნება ‘მამამისის სასუფეველში’ (მათე 26:29). მაგრამ ჩვენ გვახსოვს ებრაელთა მიმართ წერილში პავლეს სიტყვები: „მშვიდობის ღმერთმა. . . საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი“ (ებრაელთა 13:20; ესაია 55:3). რა გაგებით არის ახალი კავშირი საუკუნო?
14 პირველი, რჯულის აღთქმისგან განსხვავებით, ის არასოდეს შეიცვლება. მეორე, მისი მოქმედების შედეგი ისევე მარადიულია, როგორც იესოს მეფობა (შეადარე ლუკას 1:33 1 კორინთელთა 15:27, 28-თან). ზეციერი სამეფო იეჰოვას განზრახვების მარადიული შემადგენელი ნაწილია (გამოცხადება 22:5). მესამე, სხვა ცხვრები კვლავაც განაგრძობენ ახალი კავშირიდან სარგებლობის მიღებას. იესოს ათასწლიანი მეფობის დროს ერთგული ადამიანები ‘მოემსახურებიან [იეჰოვას] დღე და ღამე მის ტაძარში’, სწორედ ისე, როგორც ამას დღეს აკეთებენ.
-
-
სხვა ცხვრები და ახალი კავშირისაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 თებერვალი
-
-
17. რის გაკეთების გადაწყვეტილებით უნდა იყოს აღსავსე თითოეული ჩვენგანი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ სიხარულს, რომელიც მომავალში გველის?
17 მაშ, რა როლს შეასრულებს, თუ საერთოდ შეასრულებს, ‘საუკუნო კავშირი’ იმ მშვენიერი პერიოდის დაწყების შემდეგ? ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის.
-