-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ქალაქის გალავანს საძირკვლად ჰქონდა თორმეტი ქვა კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელით“ (გამოცხადება 21:11ბ—14).
-
-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
საძირკვლის ქვებსაც, შესაბამისად, კრავის 12 მოციქულის სახელები აწერია. ახალი იერუსალიმი არ წარმოადგენს ხორციელ ისრაელს, რომელიც იაკობის 12 ვაჟისგან წარმოიშვა. ეს არის „მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაშენებული“ სულიერი ისრაელი (ეფესოელები 2:20).
-
-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ქალაქის გალავნის საძირკვლები ყველანაირი ძვირფასი ქვით იყო ნაშენი: პირველი საძირკველი იყო იასპით, მეორე — საფირონით, მესამე — ქალცედონით, მეოთხე — ზურმუხტით, მეხუთე — სარდონიქსით, მეექვსე — სარდიონით, მეშვიდე — ქრიზოლითით, მერვე — ბივრილით, მეცხრე — ტოპაზით, მეათე — ქრიზოპრაზით, მეთერთმეტე — ჰიაცინთით, მეთორმეტე — ამეთვისტოთი.
-
-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
12. რას ნიშნავს ის, რომ ა) ქალაქის საძირკვლები 12 ძვირფასი ქვით არის შემკული? ბ) ქალაქის კარიბჭეები მარგალიტისაა?
12 ქალაქის მშვენიერი საძირკველიც კი თორმეტი ძვირფასი ქვით არის შემკული. ეს გვაგონებს ისრაელის მღვდელმთავარს, რომელსაც სადღესასწაულო დღეებში 12 ძვირფასი ქვით შემკული ეფოდი ეცვა. ეფოდის ძვირფასი ქვები ნაწილობრივ ზემოთ აღწერილ ქვებს ჰგავს (გამოსვლა 28:15—21). ეს უბრალო დამთხვევა როდია. ახალი იერუსალიმი, რომლის ლამპარიც დიდებული მღვდელმთავარი იესოა, მღვდლის როლს ასრულებს (გამოცხადება 20:6; 21:23; ებრაელები 8:1).
-