-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებით იყო განათებული და კრავი იყო მისი ლამპარი“ (გამოცხადება 21:22, 23).
-
-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
14. ა) რატომ არ სჭირდება ახალ იერუსალიმს მზისა და მთვარის შუქი? ბ) რა იწინასწარმეტყველა ესაიამ იეჰოვას ორგანიზაციაზე და როგორ ეხება ეს ახალ იერუსალიმს?
14 როდესაც სინას მთაზე მოსემ იეჰოვას დიდება იხილა, სახე ისე გაუნათდა, რომ რიდის ჩამოფარება მოუწია, რათა ისრაელებს არ დაენახათ (გამოსვლა 34:4—7, 29, 30, 33). და თუ ეს ასე იყო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ისეთი ქალაქის ბრწყინვალება, რომელსაც იეჰოვას დიდება მუდმივად ანათებს? ასეთ ქალაქში არასდროს დაღამდებოდა; მას არც მზის შუქი დასჭირდებოდა და არც მთვარისა. ის მარადიულად იქნებოდა განათებული (შეადარეთ 1 ტიმოთეს 6:16). სწორედ ასეთი ბრწყინვალებით არის მოსილი ახალი იერუსალიმი. მეფე და მისი პატარძალი იეჰოვას ორგანიზაციის — მისი „ქალის“, „ზედა იერუსალიმის“ — დედაქალაქს წარმოადგენენ. „ქალის“ შესახებ ესაიამ იწინასწარმეტყველა: „დღისით მზე აღარ გაგინათებს და მთვარე აღარ გამოსცემს შენთვის შუქს; იეჰოვა იქნება შენთვის მარადიული სინათლე, შენი ღმერთი — შენი სილამაზე. შენი მზე აღარ ჩავა, აღარც შენი მთვარე მიილევა, რადგან იეჰოვა იქნება შენთვის მარადიული სინათლე და დასრულდება შენი გლოვის დღეები“ (ესაია 60:1, 19, 20; გალატელები 4:26).
-