-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ეზოს გათელვა
7. ა) რატომ აუკრძალეს იოანეს ეზოს გაზომვა? ბ) როდის ითელებოდა ფეხით წმინდა ქალაქი 42 თვის განმავლობაში? გ) როგორ აჩვენა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ, რომ ვერ შეძლო იეჰოვას სამართლიანი ნორმების დაცვა 42 თვის განმავლობაში?
7 რატომ აუკრძალეს იოანეს ეზოს გაზომვა? ის გვეუბნება: „ეზო კი, რომელიც ტაძრის საწმინდრის გარეთ არის, გამოტოვე და არ გაზომო, რადგან ის უცხოტომელებს მიეცა. ისინი ფეხით გათელავენ წმინდა ქალაქს ორმოცდაორ თვეს“ (გამოცხადება 11:2). როგორც აღვნიშნეთ, შიდა ეზო დედამიწაზე მყოფი სულითცხებული ქრისტიანების მართლად აღიარებას ნიშნავს. მოგვიანებით გავიგებთ, რომ აქ საუბარია პირდაპირი გაგებით 42 თვეზე, რომელიც 1914 წლის დეკემბრიდან 1918 წლის ივნისამდე გრძელდება, როცა ყველა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, მკაცრად უნდა გამოცდილიყო. დაიცავდნენ ისინი იეჰოვას სამართლიან ნორმებს ომიანობის წლებში? უმეტესობამ ვერ შეძლო ეს. მთლიანობაში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ ნაციონალიზმი ღვთის კანონების მორჩილებაზე წინ დააყენა. ომი ძირითადად ქრისტიანულ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა. სამღვდელოება ორივე მხარეს მოუწოდებდა, სანგრებში განლაგებულიყვნენ. მილიონობით ადამიანი დაიღუპა. 1918 წელს, როცა გასამართლება ღვთის სახლიდან დაიწყო, შეერთებული შტატებიც ჩაება ამ სისხლის ღვრაში. მთელი ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას ბრალი დაედო სისხლის ღვრაში. ის დაღვრილი სისხლი დღემდე ღვთის შურისძიებას ითხოვს (1 პეტრე 4:17). სამღვდელოება ერთხელ და სამუდამოდ იქნა უარყოფილი (ესაია 59:1—3, 7, 8; იერემია 19:3, 4).
8. პირველი მსოფლიო ომის დროს რა სირთულეს ხვდებოდნენ ბიბლიის მკვლევარები და რა არ ესმოდათ მათ ბოლომდე?
8 რა შეიძლება ითქვას ბიბლიის მკვლევარების პატარა ჯგუფზე? „გაზომეს“ თუ არა ისინი 1914 წელსვე, რათა ცხადი გამხდარიყო, შეესაბამებოდნენ თუ არა ღვთის ნორმებს? არა. ქრისტიანული სამყაროს ეგრეთ წოდებული ქრისტიანების მსგავსად, ისინიც უნდა გამოცდილიყვნენ. ისინი ‘გამოტოვებულნი იყვნენ და უცხოტომელებს მიეცნენ’ მკაცრი გამოცდისა და დევნისთვის. მრავალი მათგანი ხვდებოდა, რომ არ უნდა მოეკლა მოძმე, მაგრამ მათ ბოლომდე არ ესმოდათ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის მნიშვნელობა (მიქა 4:3; იოანე 17:14, 16; 1 იოანე 3:15). ერების მხრიდან ზეწოლის გამო ზოგი დათმობაზე წავიდა.
9. რომელია ერების მიერ ფეხით გათელილი წმინდა ქალაქი და ვინ არიან ამ ქალაქის წარმომადგენლები დედამიწაზე?
9 რა გაგებით გაითელა წმინდა ქალაქი ერების ფეხქვეშ? ნათელია, წმინდა ქალაქში არ იგულისხმება იერუსალიმი, რომელიც გამოცხადების დაწერამდე 25 წლით ადრე განადგურდა. წმინდა ქალაქი ახალი იერუსალიმია, რაც „გამოცხადების“ ბოლოს არის მოხსენიებული. ამჟამად ამ ქალაქის წარმომადგენლები დედამიწაზე ტაძრის შიდა ეზოში მყოფი დარჩენილი ცხებული ქრისტიანები არიან. თავის დროზე ისინიც წმინდა ქალაქის ნაწილი გახდებიან. ამგვარად მათი ფეხით გათელვა წმინდა ქალაქის გათელვის ტოლფასია (გამოცხადება 21:2, 9—21).
-
-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
12. რატომ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით ის რიცხვი, რომლითაც წმინდა ქალაქის ფეხით გათელვის დროა ნაჩვენები?
12 იოანეს კლასს ეს ცნობა დადგენილი დროის განმავლობაში, 1260 დღეს, იგივე 42 თვეს, უნდა ექადაგა, ანუ ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც წმინდა ქალაქის ფეხით გათელვას დასჭირდებოდა. როგორც ჩანს, დროის ეს მონაკვეთი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რადგან ორნაირად — დღეებითა და თვეებით, არის მოხსენიებული. გარდა ამისა, უფლის დღის დასაწყისში იყო დროის სამნახევარწლიანი განსაკუთრებული მონაკვეთი, როცა ღვთის ხალხის მიერ გადატანილი სირთულეები შეესაბამებოდა ამ წინასწარმეტყველებაში აღწერილს. ეს პერიოდი დაიწყო 1914 წლის დეკემბრიდან და 1918 წლის ივნისამდე გაგრძელდა (გამოცხადება 1:10).
-