საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბრწყინვალე ქალაქი
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ქალაქს კვადრატის ფორმა ჰქონდა, თანაბარი სიგრძე და სიგანე. მან ქალაქი ლერწმით გაზომა და თორმეტი ათასი სტადიონი გამოვიდა. სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი ჰქონდა. გაზომა მისი გალავანი და ას ორმოცდაოთხი წყრთა გამოვიდა ადამიანის საზომით, რაც ანგელოზის საზომიც არის“ (გამოცხადება 21:15—17).

  • ბრწყინვალე ქალაქი
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 7. რით არის განსაკუთრებული ქალაქის ზომები?

      7 ქალაქი მართლაც გასაოცარია! ის კვადრატულია და მისი პერიმეტრი 12 000 სტადიონია (დაახლოებით 2 220 კმ.), მისი გალავნის სიმაღლე კი 144 წყრთა ანუ 64 მეტრია. ასეთი ზომის ქალაქი ჯერ არ არსებულა, რომ არსებულიყო, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე 14-ჯერ უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებდა და მისი სიმაღლე 560 კილომეტრი იქნებოდა. იოანემ „გამოცხადება“ სიმბოლოებით მიიღო. რას გვეუბნება ეს ზომები ზეციერი ახალი იერუსალიმის შესახებ?

      8. რაზე მიუთითებს: ა) ქალაქის 144 წყრთა სიმაღლის გალავანი? ბ) 12 000 სტადიონი? გ) ქალაქის კვადრატული ფორმა?

      8 ას ორმოცდაოთხი წყრთა სიმაღლის კედლები იმას უსვამს ხაზს, რომ ქალაქს 144 000 ღვთის ნაშვილები სულიერი ძე შეადგენს. თანაბარი სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის მქონე ქალაქის ზომის მაჩვენებელში, 12 000 სტადიონში, რიცხვი 12 ფიგურირებს, რაც ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად ორგანიზაციის სიმბოლოა. ახალი იერუსალიმი ღვთის განზრახვების განსახორციელებლად შექმნილი დიდებული ორგანიზაციაა. ეს ქალაქი, რომლის მეფეც იესო ქრისტეა, იეჰოვას სამეფო ორგანიზაციას წარმოადგენს. ქალაქს კვადრატის ფორმა აქვს. სოლომონის ტაძარში წმინდათაწმინდასაც, რომელიც იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო, კვადრატის ფორმა ჰქონდა (1 მეფეები 6:19, 20). გასაკვირი არ არის, რატომ აქვს იეჰოვას დიდებით გაბრწყინებულ ახალ იერუსალიმს დიდი კვადრატის ფორმა. მისი ზომები იდეალური სიზუსტით გამოირჩევა. ქალაქი ყოველმხრივ სიმეტრიული და უნაკლოა (გამოცხადება 21:22).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება