საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო თავის მისიას ბოლომდე შეასრულებს!
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • რა მოხდება ამ დროს დედამიწაზე? ვინ იცხოვრებს იქ და რა პირობებში? ამ კითხვაზე პასუხს ცხვრებსა და თხებზე იესოს მიერ მოყვანილი მაგალითიდან ვიგებთ. ამ მაგალითით მან დაგვანახვა, თუ როგორი მომავალი ელით ცხვრისმაგვარ, მართალ ადამიანებს, რომლებიც თანამშრომლობენ იესოს ძმებთან და სიკეთეს უკეთებენ მათ. იესომ აგრეთვე გააცხადა, თუ რა ელით თხისმაგვარ ადამიანებს: „ესენი [თხები] მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები [ცხვრები] კი მარადიულად იცოცხლებენ“ (მათე 25:46).

      ზემოთქმული გვეხმარება, გავიგოთ, თუ რა იგულისხმა იესომ იმ სიტყვებში, რომელიც ძელზე თავის გვერდით გაკრულ ბოროტმოქმედს უთხრა. იესოს მისთვის ისეთივე ჯილდო არ შეუთავაზებია, როგორიც ერთგულ მოციქულებს და არ უთქვამს, რომ ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებდა. ის მას სხვა რამეს დაჰპირდა: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). ამგვარად ამ კაცს იესომ აღუთქვა, რომ იცხოვრებდა სამოთხეში დედამიწაზე, რომელიც თვალწარმტაცი ბაღის მსგავსი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ისინი, ვინც დღეს ცხვრისმაგვარი ადამიანები არიან, მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში.

      ეს ზუსტად შეესაბამება იოანე მოციქულის მიერ აღწერილს. მან დაწერა, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება დედამიწაზე: „ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).

      ბოროტმოქმედი, რომელსაც იესომ სამოთხეში ცხოვრება აღუთქვა, მას შემდეგ მიიღებს დანაპირებს, რაც მკვდრეთით აღდგება. აღდგენილებს შორის მხოლოდ ის როდი იქნება, მასთან ერთად სხვაც ბევრი აღდგება. ამას იესომ მაშინ მოჰფინა ნათელი, როცა თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29).

  • იესო თავის მისიას ბოლომდე შეასრულებს!
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი დედამიწაზე მცხოვრებთა კეთილდღეობას მოემსახურება და მათ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის ტყვეობისგან სამუდამოდ გაათავისუფლებს. თავის თანამმართველებთან ერთად ის გაასრულყოფილებს ღვთის ერთგულებს. ისინი დატკბებიან სიცოცხლით, რომელიც ღმერთმა დასაწყისიდანვე განიზრახა კაცობრიობისთვის, მაშინ როცა ადამსა და ევას უთხრა, გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა. იმ დროს სიკვდილიც კი, რომელიც ადამის ცოდვის შედეგად ვიმემკვიდრეთ, სამუდამოდ მიეცემა დავიწყებას!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება