-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
სულიერი ზრდა
სიკვდილის წინ ნაშო დორს უთქვამს: «ძალიან მიხარია, რომ მშობლიურ ენაზე ამდენი ლიტერატურა გვაქვს, მაგრამ, რაც ყველაზე ძალიან გვჭირდება, ეს არის ბიბლიის ზუსტი თარგმანი, ანუ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც რწმენას გაგვიძლიერებს». 1999 წელს, ნაშოს სიკვდილიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, ხელმძღვანელმა საბჭომ ნებართვა მისცა მთარგმნელობით ჯგუფს ალბანურ ენაზე ეთარგმნა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
2000 წელს კონგრესზე და-ძმებს ბრწყინვალე სიურპრიზი ელოდათ — ალბანურ ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“! მუხლჩაუხრელმა მთარგმნელებმა ამ საქმეში მთელი გული და სული ჩადეს. ამ პროექტს მათ წელიწადზე ნაკლები დრო მოანდომეს. ერთი პიონერი და, რომელიც ადრე პარლამენტში კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი იყო, წერდა: „რა დიდებული თარგმანია! რაც ამ თარგმანის კითხვა დავიწყე, მხოლოდ მას შემდეგ დავაფასე სათანადოდ ბიბლია და მივხვდი, თუ რა შესანიშნავი წიგნია ის თავისი პროზით, პოეზიითა და თხრობის სტილით. როდესაც წავიკითხე, როგორ ახდენდა იესო სასწაულებს და როგორ აკრიტიკებდნენ და აბუჩად იგდებდნენ მას, ამან სულით ხორცამდე შემძრა. ასეთი გრძნობა მანამდე არასდროს მქონია. შევძელი ცოცხლად წარმომედგინა თითოეული ამაღელვებელი სცენა“.
-
-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
ამ დროს უკვე მიმდინარეობდა ებრაული წერილების ალბანურ ენაზე თარგმნა.
-
-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
დამსწრეთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ძმა სპლეინმა გამოაცხადა, რომ ალბანურ ენაზე გამოვიდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული გამოცემა.
„გასაკვირი არ არის, რატომ ცდილობდა სატანა ასე გაშმაგებით ჩვენთვის ხელის შეშლას, — თქვა ერთმა დიდი ხნის მონათლულმა ძმამ. — ის განარისხა იმან, რომ იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა თავის ხალხს“.
-
-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
[სურათები 194 გვერდზე]
დეივიდ სპლეინი აცხადებს ალბანურ ენაზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსიის გამოცემას
-