საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შობა და ახალი წელი გაამართლებს თქვენს მოლოდინს?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • შობა და ახალი წელი გაამართლებს თქვენს მოლოდინს?

      „პეტრე დიდმა ბრძანება გასცა, რომ 1 იანვარს ყველა ეკლესიაში ახალი წლის აღსანიშნავი მსახურება ჩაეტარებინათ. გარდა ამისა, მან მოითხოვა, რომ სახლის კარის წირთხლები მარადმწვანე მცენარეთა ტოტებით მოერთოთ და მოსკოველებს სიხარულის ნიშნად ერთმანეთისთვის ახალი წელი მიელოცათ“ („პეტრე დიდი — მისი ცხოვრება და მოღვაწეობა“).

  • შობა და ახალი წელი რას უფრო მეტად ექცევა ყურადღება?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • 1917 წლიდან, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ მთელ ქვეყანაში ათეისტური პოლიტიკის გატარება დაიწყო. შობა და ახალი წელი რელიგიური ხასიათის გამო კრიტიკის საგნად იქცა. ქვეყანაში შობისა და ახალი წლის საწინააღმდეგო პროპაგანდა წამოიწყეს და საჯაროდაც კი გმობდნენ ამ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ისეთ ტრადიციულ სიმბოლოებს, როგორიცაა საშობაო ნაძვის ხე და თოვლის პაპა.

      1935 წლიდან რუსებმა ამ დღესასწაულების აღნიშვნა ახლებურად დაიწყეს. საბჭოთა ხელისუფლებამ აღადგინა ახალი წლის დღესასწაული და კვლავ დააბრუნა ნაძვის ხე და თოვლის პაპა, მაგრამ ახალ ამპლუაში. თოვლის პაპა საჩუქრებს შობას კი აღარ მიუტანდა ბავშვებს, არამედ ახალ წელს; ხოლო საშობაო ნაძვის ხის ნაცვლად, საახალწლო ნაძვის ხე დაიდგმებოდა. ამგვარად, საბჭოთა კავშირში ახალი წლის დღესასწაულმა შობის დღესასწაული დაჩრდილა.

      შობამ და ახალმა წელმა მთლიანად დაკარგა რელიგიური მნიშვნელობა და არარელიგიურ დღესასწაულად იქცა. საახალწლო ნაძვის ხეს რელიგიურის ნაცვლად ისეთი ფიგურებით რთავდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირში მიღწეულ წარმატებებს ასახავდა. რუსულ ჟურნალ „ვოკრუგ სვეტაში“ ნათქვამია: „საბჭოთა პერიოდის სხვადასხვა წლებში დამზადებული საახალწლო ნაძვის ხის მოსართავები კომუნისტური საზოგადოების შენების ისტორიას გაგახსენებთ. სათამაშო ბაჭიებთან, ყინულის ლოლოებთან და პურის კვერებთან ერთად, ნამგლის, უროსა და ტრაქტორის ფორმის საახალწლო მოსართავები იყიდებოდა. მოგვიანებით ისინი მაღაროელების, კოსმონავტების, ნავთობის საბურღი მანქანების, რაკეტებისა და მთვარემავლების ფიგურებმა შეცვალა“.

  • შობა და ახალი წელი რას უფრო მეტად ექცევა ყურადღება?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • a რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე იულიუსის კალენდარს იყენებდნენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გრიგორიანული კალენდარი ჰქონდათ. 1917 წელს იულიუსის კალენდარი 13 დღით ჩამორჩებოდა გრიგორიანულს. რევოლუციის შემდეგ საბჭოთა მთავრობაც გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას იულიუსის კალენდრის მიხედვით, ძველი სტილით განაგრძობდა. ამიტომ რუსეთში შობას 7 იანვარს აღნიშნავენ. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 7 იანვარი იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს შეესატყვისება. აქედან გამომდინარე, რუსეთში შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს მრავალი ადამიანი შემდეგნაირად აღნიშნავს: 25 დეკემბერი — კათოლიკური შობა; 1 იანვარი — ახალი წელი; 7 იანვარი — მართლმადიდებლური შობა; 14 იანვარი — ახალი წელი ძველი სტილით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება