საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთისთვის მსახურება მთელი ცხოვრება სიხარულს მანიჭებდა
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივნისი
    • სხვაგან გვნიშნავენ

      ბოლოს, 1993 წელს, სინგაპურში 46 წელზე მეტი ხნის მსახურების შემდეგ, გვთხოვეს, ახალ ზელანდიაში გვემსახურა, სადაც ნაკლები სტრესი და საზრუნავი გვექნებოდა. ცხადია, ამ ხნის მანძილზე სინგაპურელი და-ძმები ძალიან შეგვიყვარდა და ძალიან გაგვიჭირდა ჩვენს ძვირფას მეგობრებთან განშორება. მაგრამ გვანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ მათი რწმენა მტკიცე საფუძველზე ცეცხლგამძლე მასალებით იყო აშენებული. ამან შეაძლებინა მათ იმ განსაცდელებთან გამკლავება, რომლის ატანაც ჩვენი წასვლის შემდეგ მოუწიათ (1 კორინთელები 3:12—14).

      ახლა, ახალ ზელანდიაში 14-ზე მეტი წლის მსახურების შემდეგ, მე და ილენი ხანდაზმულები ვართ, მაგრამ სიამოვნებით ვმსახურობთ სპეციალურ პიონერებად. ჩემი ძმები, 94 წლის მიკი და 90 წლის პიტერი, დღემდე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას კანადაში.

      1998 წელს ჩვენი შვილი ჯუდი აღმოსავლეთში დაბრუნდა და იქ რამდენიმე წელი იმსახურა. ერთ წერილში მან მოგვწერა: „ყოველდღიურად მადლობას ვეუბნები იეჰოვას იმისათვის, რომ აქ მსახურების საშუალება მომცა! მინდა მადლობა გითხრათ თქვენც, ორივეს, სიყვარულისა და მსხვერპლისთვის, რომელიც ჩემს აღსაზრდელად გაიღეთ, და დღემდე ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ აქ მსახურება შევძლო“. 2003 წელს ის ჩვენს მოსავლელად ახალ ზელანდიაში დაბრუნდაb.

      მადლობლები ვართ, რომ იეჰოვამ მოგვცა საშუალება სამკალში მეტი „მუშების“ შესახებ უფლის მოწოდებას გამოვხმაურებოდით. ამ საქმიანობაში მონაწილეობამ ენით აუწერელი სიხარული მოგვანიჭა. და როდესაც, ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, ‘ეს ქვეყნიერება გადავა’, გავიხარებთ ღვთის შემდეგი დანაპირების შესრულებით: „ღვთის ნების შემსრულებელი . . . სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17).

  • ღვთისთვის მსახურება მთელი ცხოვრება სიხარულს მანიჭებდა
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივნისი
    • b ჩემი ძვირფასი მეუღლე ილენი 2008 წლის 24 იანვარს, ამ სტატიის მომზადების პერიოდში დაიღუპა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება