დახმარება დანგრევის პირას მისული ოჯახებისთვის
ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე მცხოვრები მანდილოსანი წიგნის „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ შესახებ წერდა: „როდესაც პირველად პუბლიკაციის შესწავლა დავიწყე, ვიგრძენი, ჩემი ოჯახი ისეთ მდგომარეობამდე იყო მისული, რომ, თუ არაფერს ვიღონებდი, ის დაინგრეოდა“.
მან მოგვითხრო თავისი წარსულის შესახებ. „დედა ორჯერ დაქორწინდა და ორჯერვე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის გამო ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ კაცები უვარგისები იყვნენ და ერთადერთი, რის გაკეთებაც მათ შეეძლოთ, ქალების ჩაგვრა იყო. ასე რომ, ძალიან ჯიუტ, თავნება ქალად გავიზარდე, რომელიც კამათისას უკან არაფერზე იხევდა“.
ამ მანდილოსანმა შეიცნო, რომ აუცილებელი იყო ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა. „ვინაიდან არ ვემორჩილებოდი ჩემს მეუღლეს და ძალიან ამაყი ვიყავი, მივხვდი, რომ ოჯახური ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა“. ამგვარად ის მნიშვნელოვნად შეიცვალა. ის ამბობს: „მე და ჩემი მეუღლე ახლა ერთად ვიხილავთ ამ წიგნს და დღესაც ვსწავლობ, თუ რა მოეთხოვება ქრისტიან ცოლს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ დღევანდელი ურთიერთობით, თუმცა ჯერ კიდევ დიდი წინსვლა გვესაჭიროება.
ჩვენი ოჯახი არასოდეს ყოფილა ასე მშვიდობიანი და მოსიყვარულე როგორც დღეს“.
თუ გსურთ უფასოდ მიიღოთ 32 გვერდიანი ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“, რომელშიც მე-8 გაკვეთილი „ღვთის მოსაწონ ოჯახურ ცხოვრებას“ ეხება, მოგვწერეთ მე-5 გვერდზე მოცემულ სათანადო მისამართზე. თუ აგრეთვე გსურთ ბიბლიის უფასო შესწავლა, გთხოვთ გვაცნობოთ.