საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიძინებული გოლიათის მახლობლად ცხოვრება
    გამოიღვიძეთ! — 2007 | თებერვალი
    • ოკლენდი — ვულკანების ქალაქი

      ოკლენდი (ახალი ზელანდია) საპორტო ქალაქია. იქ მრავლადაა ვულკანური კონუსი. 48 პატარა ვულკანის მიდამოებში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ვულკანების ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა ველები, სადაც დღეს ორი ნავსადგურია. ახლომდებარე კუნძულებიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. ყველაზე კარგად მოჩანს კუნძული რანგიტოტო, რომელიც 600 წლის წინ წარმოიქმნა და ვეზუვის მსგავსად სიმეტრიულია. ამ კუნძულის წარმოქმნის დროს ახლომდებარე მაორელთა სოფელი ფერფლში ჩაიმარხა.

      ოკლენდის მოსახლეობა შეეჩვია ვულკანებთან ცხოვრებას. დღეს ვულკან მაუნგაკიკის კონუსზე არის პარკი და წვრილფეხა საქონლის ფერმა. ის ქალაქ ოკლენდის ცენტრში მდებარეობს. ზოგიერთი ვულკანის ადგილას ახლა ტბები, პარკები და სპორტული მოედნებია. ერთი ვულკანის ადგილას კი სასაფლაოა. ლამაზი ხედების გამო ბევრი ვულკანის ფერდობზე ცხოვრებას ამჯობინებს.

      პირველად ოკლენდის ტერიტორიაზე მაორელები დასახლდნენ, სულ რაღაც 180 წლის წინ კი — ევროპელები. როგორც ჩანს, მათ ნაკლებად აღელვებდათ ამ ადგილის ვულკანური წარმოშობა. მათ ნახეს, რომ ტერიტორია დაუსახლებელი იყო, ზღვასთან ახლოს მდებარეობდა და მიწაც ნაყოფიერი იყო. ვულკანური ნიადაგი ყველგან ნაყოფიერია. მაგალითად, ინდონეზიაში ბრინჯის საუკეთესო მოსავალი იმ რეგიონებში მოდის, სადაც მოქმედი ვულკანებია. შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილის ის რეგიონები, სადაც დიდი მოსავალი მოდის, ძირითადად, ვულკანური წარმოშობისაა. თუ ხელსაყრელი პირობები იქნება, ვულკანის ამოფრქვევიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ლავით დაფარულ მიწაზე შეიძლება მცენარეები აღმოცენდეს.

  • მიძინებული გოლიათის მახლობლად ცხოვრება
    გამოიღვიძეთ! — 2007 | თებერვალი
    • ოკლენდს მეცნიერები მონოგენური ვულკანების წარმოშობის ადგილს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ჩამქრალი ვულკანი აღარ ამოიფრქვევა; ახალი ამოფრქვევა შეიძლება სრულიად სხვა ადგილას მოხდეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამოფრქვევის წინამორბედია მიწისძვრები, რომლებიც შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს. ასეთი გაფრთხილებები ადამიანებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ.

  • მიძინებული გოლიათის მახლობლად ცხოვრება
    გამოიღვიძეთ! — 2007 | თებერვალი
    • [სურათი 16 გვერდზე]

      რანგიტოტო, ერთ-ერთი ვულკანური წარმოშობის კუნძული ოკლენდში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება