-
ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
14. ა) ვისგან უნდა დაეცვა თავი ქრისტიანულ კრებას თავისი არსებობის პირველივე დღიდან და როგორ ახასიათებდა განდგომილებს პავლე მოციქული? ბ) იესოს რომელი სიტყვები უნდა იღოს ყურად მან, ვისაც ცდუნება აქვს, განდგომილებს აჰყვეს?
14 ქრისტიანულ კრებას თავისი არსებობის პირველივე დღიდან უნდა დაეცვა თავი ამაყი განდგომილებისგან, რომლებიც პირფერობითა და მზაკვრული ლაპარაკით ‘უთანხმოებებს იწვევდნენ და აბრკოლებდნენ სხვებს, რითაც ეწინააღმდეგებოდნენ იმას’, რაც ნასწავლი ჰქონდათ ქრისტიანებს იეჰოვას „არხით“ (რომაელები 16:17, 18). მოციქული პავლე თითქმის ყველა თავის წერილში აფრთხილებდა ქრისტიანებს ამ საშიშროების შესახებa. მიუხედავად იმისა, რომ იესომ ჩვენს დროში ჭეშმარიტ კრებას ქრისტიანული სიწმინდე და ერთიანობა დაუბრუნა, სექტანტობის საშიშროება მაინც არსებობს. ამიტომ ყველამ, ვისაც იმის ცდუნება აქვს, რომ განდგომილთა ჯგუფს აჰყვეს და ხელი შეუწყოს სექტის ჩამოყალიბებას, ყურად უნდა იღოს იესოს შემდეგი სიტყვები: „მაშ, მოინანიე, თუ არადა, მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის დიდი მახვილით“ (გამოცხადება 2:16).
15. როგორ იწყება სექტანტობა?
15 როგორ იწყება სექტანტობა? შეიძლება თვითმარქვია მასწავლებელმა ეჭვქვეშ დააყენოს რომელიმე ბიბლიურ ჭეშმარიტება (მაგალითად, ვცხოვრობთ თუ არა უკანასკნელ დღეებში), მისი თანამოაზრეთა ჯგუფი დანარჩენებს გამოეყოს და მას დაუჭიროს მხარი (2 ტიმოთე 3:1; 2 პეტრე 3:3, 4). შესაძლოა ვინმემ გააკრიტიკოს ის, თუ როგორ სრულდება იეჰოვას საქმე, მოუწოდოს სხვებს, თავს გაუფრთხილდნენ, და ამტკიცოს, რომ სამეფოს შესახებ კარდაკარ ქადაგებას არც ბიბლიური საფუძველი აქვს და არც აუცილებელია. თუ ისინი იესოსა და მოციქულებს მიჰბაძავენ და იქადაგებენ, არ გაამაყდებიან, მაგრამ მათ ურჩევნიათ განცალკევებულნი იყვნენ, თავი არ შეიწუხონ და დროდადრო მხოლოდ ბიბლიის ერთად კითხვით დაკმაყოფილდნენ (მათე 10:7, 11—13; საქმეები 5:42; 20:20, 21). ისინი თავიანთ იდეებს ავრცელებენ იესოს სიკვდილის გახსენების, სისხლისგან თავშეკავების ბიბლიური საფუძვლების, დღესასწაულების აღნიშვნისა და თამბაქოს გამოყენების შესახებ, დიდებას უკარგავენ იეჰოვას სახელს და ამიტომ მალევე უბრუნდებიან „დიდ ბაბილონს“, რომელიც ყველაფრის ნებას რთავს. უფრო მეტიც, სატანის წაქეზებით ზოგი მათგანი იწყებს „თავისნაირივე მონების ცემას“, რომლებიც ერთ დროს მათი ძმები იყვნენ (მათე 24:49; საქმეები 15:29; გამოცხადება 17:5).
-