-
გულმოწყალების მაგალითიმიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
7, 8. ა) როგორ გამოეხმაურნენ ნინეველები იონას ცნობას? ბ) როგორ მოიქცა ნინეველთა მეფე?
7 ნინეველებმა მოისმინეს იონას ცნობა. ეჭვგარეშეა, იონა ფიქრობდა, რომ ისინი მტრულად განეწყობოდნენ და სასტიკად გაუსწორდებოდნენ მას, მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. იონას სიტყვები სწრაფად გავრცელდა და ხალხმა ყურად იღო მისი ნათქვამი. მალე მთელი ქალაქი იონას წინასწარმეტყველებაზე ლაპარაკობდა. იონას წიგნში ვკითხულობთ: „ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი, მარხვა გამოაცხადეს და დიდიან-პატარიანად ჯვალო ჩაიცვა ყველამ“ (წაიკითხეთ იონას 3:5). მდიდრებმა და ღარიბებმა, ძლიერებმა და სუსტებმა, ახალგაზრდებმა და მოხუცებმა — ყველამ ერთსულოვნად მოინანია. ამ ცნობამ მეფის ყურამდეც მიაღწია.
იონას რწმენა და გამბედაობა სჭირდებოდა, რომ ნინეველებისთვის ღვთის განაჩენი გაეცხადებინა
8 ნინეველთა მეფემაც კი მოინანია. ტახტიდან ჩამოვიდა, გაიხადა თავისი სამეფო სამოსელი, მოიხვია ჯვალო, რომელიც მის ხალხს ეცვა, და „ნაცარში ჩაჯდა“. მან თავის დიდებულებთან ერთად გამოაცხადა, რომ დიდიან-პატარიანად ყველას ემარხულა და ჯვალო ეტარებინა კაცსაც და შინაურ ცხოველსაც.b მან თავმდაბლად აღიარა, რომ მისი ხალხი დამნაშავე იყო ბოროტებასა და ძალადობაში. მეფეს იმედი ჰქონდა, რომ ღმერთს გულს მოულბობდნენ და შეიწყალებდა მათ. ჭეშმარიტმა ღმერთმა „იქნებ აგვარიდოს თავისი მრისხანება, რომ არ დავიღუპოთ“, — ამბობდა ის (იონ. 3:6—9).
9. რას ეჭვობენ კრიტიკოსები, მაგრამ საიდან ვიცით, რომ ისინი ცდებიან?
9 ზოგი კრიტიკოსი ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ნინეველები ასე ხანმოკლე დროში ვერ შეიცვლიდნენ ცხოვრების წესს. მაგრამ ბიბლიის მკვლევრები თვლიან, რომ ასეთი მყისიერი ცვლილება გასაკვირი არაა, რადგან ძველი კულტურის ხალხები ცრუმორწმუნენი და ცვალებადი ხასიათის იყვნენ. მოგვიანებით ხომ თავად იესო ქრისტემ თქვა ნინეველებზე, რომ მათ მოინანიეს (წაიკითხეთ მათეს 12:41). მან კარგად იცოდა, რასაც ამბობდა, რადგან ზეცაში იყო მაშინ, როცა ნინევეში ეს მოვლენები მოხდა, და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა (იოან. 8:57, 58). ასე რომ, არასდროს უნდა დავასკვნათ, რომ ესა თუ ის ადამიანი იმდენად ცოდვილია, რომ ვერასდროს შეძლებს მონანიებას. მხოლოდ იეჰოვა ხედავს გულს.
-
-
გულმოწყალების მაგალითიმიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
b შესაძლოა, ეს წვრილმანები უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძველად ასეთი გლოვა მიღებული იყო. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ ძველ სპარსეთში საყოველთაო გლოვაში შინაურ ცხოველებსაც რთავდნენ.
-