-
იესოს მოწაფეებიისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
-
-
ქადაგებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ იესომ თავისი მოწაფეებიდან თორმეტი მოციქული ამოარჩია. მოციქულები ისინი იყვნენ, რომლებსაც განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად აგზავნიდა. იცი მათი სახელები? ~ მოდი ვცადოთ და დავიმახსოვროთ ისინი. აბა, შეხედე ამ სურათს და წაიკითხე მათი სახელები. შემდეგ ეცადე, ზეპირად თქვა.
ვინ იყვნენ ეს ქალები, რომლებიც იესოს ეხმარებოდნენ, როდესაც ის საქადაგებლად დადიოდა?
თორმეტი მოციქულიდან ერთი ბოროტი გახდა. ის იუდა ისკარიოტელი იყო. იუდას ნაცვლად მოციქულად სხვა მოწაფე აირჩიეს. იცი, რა ერქვა მას? ~ მატთია. მოგვიანებით პავლე და ბარნაბაც მოციქულები გახდნენ, თუმცა ისინი 12 მოციქულისგან შემდგარ ჯგუფში არ შედიოდნენ (საქმეები 1:23—26; 14:14).
-