-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ოკეანეთისაგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
რენე, შეინი და მათი ქალ-ვაჟი, ჯეიკობი და სქაი, ტონგაზე ერთი წლის გადასულებიც არ იყვნენ, როცა ქვეყანაში დემონსტრაციები და დაპირისპირებები დაიწყო; ეს სიტუაცია მათ ავსტრალიაში დაბრუნებას აიძულებდა. თუმცა მათ არ დავიწყნიათ ტონგაზე გადასვლის მიზანი. ამიტომაც 2011 წელს გეზი წყნარი ოკეანის პატარა კუნძულისკენ, ნორფოკისკენ აიღეს, რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 500 კილომეტრში მდებარეობს. საინტერესოა, რა შედეგი გამოიღო მათმა ძალისხმევამ? 14 წლის ჯეიკობი თავის გრძნობებს გვიზიარებს: „იეჰოვა ზრუნავდა კიდეც ჩვენზე და მსახურებასაც გვიხალისებდა“.
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ოკეანეთისაგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
ჯეიკობი აღნიშნავს: «ნორფოკის კუნძულზე გადასვლამდე „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში ვკითხულობდით ხოლმე იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც მსახურების გასაფართოებლად სხვა ტერიტორიაზე გადავიდნენ. ჩვენ ვსაუბრობდით სირთულეებზე, რომლებსაც ეს ოჯახები ხვდებოდნენ და აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ედგა მათ მხარში იეჰოვა». მისი 11 წლის დაიკო, სქაი, დასძენს: „ამ საკითხზე ბევრს ვლოცულობდი როგორც მარტო, ისე ჩემს დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად“.
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ოკეანეთისაგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
ნორფოკის კუნძულზე გადასული შეინი დასძენს: „ყველაზე მეტად ქრისტიანული თვისებების გამომუშავებას ვცდილობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ვიქნებოდი გულწრფელი, პატიოსანი, მუყაითი და იმავდროულად, რბილ ხასიათსაც გამოვავლენდი, მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ გამიჭირდებოდა ცხოვრება“.
სირთულეებთან ჭიდილი
წარმატებული მქადაგებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სირთულეების დასაძლევად აუცილებელია დადებითი განწყობა და მოხერხებულობა. მიმოვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი.
რენე გვიყვება: „ბევრი საკითხისადმი მიდგომა შემეცვალა. მაგალითად, ვისწავლე, რომ როცა ზღვა ღელავს, ნაოსნობა ძნელდება და კუნძულზე საკვები პროდუქტების მარაგი იკლებს, რის გამოც ყველაფერი ძვირდება. ასე რომ, დღეს სადილის მომზადებისას პროდუქტებს ეკონომიურად ვიყენებ“. რენეს მეუღლე, შეინი, ამატებს: „ფულსაც ყაირათიანად ვხარჯავთ, რათა მოცემული კვირისთვის გათვალისწინებულ თანხებში ჩავეტიოთ“.
მათი ვაჟი, ჯეიკობი, ყურადღებას სხვა სირთულეზე ამახვილებს: „ჩვენი ახალი კრება სულ შვიდი წევრისგან შედგებოდა; სამწუხაროდ, ჩემი ტოლი არავინ იყო. მაგრამ, ცოტა ხანში, როცა კრებელებთან ერთად მსახურება დავიწყე, დავმეგობრდით კიდეც“.
-