საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რიცხვნი“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 აგვისტო
    • სინას მთასთან

      (რიცხვნი 1:1—10:10).

      ისრაელების პირველი აღწერა მაშინ ხდება, როცა ჯერ კიდევ სინას მთის ძირას იმყოფებიან. 20 წლისა და 20 წელზე უფროსი მამაკაცების რიცხვი, ლევიანების გარდა, 603 550–ს შეადგენს. აღრიცხვა, როგორც ჩანს, სამხედრო მიზნებთანაა დაკავშირებული. ბანაკში მყოფთა რიცხვი, ქალების, ბავშვებისა და ლევიანების ჩათვლით, შესაძლოა, სამ მილიონს აჭარბებს.

      აღრიცხვის შემდეგ ისრაელებს მითითებები ეძლევათ ლაშქრის განლაგების თაობაზე. ამასთანავე, ლევიანების მოვალეობასთან და კარავში მსახურებასთან დაკავშირებულ წესებს, კარანტინთან, ეჭვიანობის შემთხვევებთან და მოწმიდართა აღთქმასთან დაკავშირებულ კანონებს იღებენ. მე–7 თავში აღწერილია ტომების მთავრების შესაწირავები, რომლებიც მათ სამსხვერპლოს აღმართვის შემდეგ გაიღეს, ხოლო მე–9 თავში პასექის დაცვის წესებია განხილული. ხალხს დაბანაკებისა და ადგილიდან დაძვრის თაობაზეც ეძლევათ მითითებები.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რიცხვნი“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 აგვისტო
    • მომთაბარეობა უდაბნოში

      (რიცხვნი 10:11—21:35).

      როცა კარვის თავზე გაჩერებული ღრუბელი მაღლა იწევს, ისრაელები ადგილიდან იძვრიან. ისინი დაახლოებით 38 წლისა და ერთი–ორი თვის შემდეგ მიაღწევენ მოაბის ველებს. მათი მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე, რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ბროშურაში „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“ მე–9 გვერდზეა მოცემული.

      კადეშისკენ მიმავალ გზაზე, ფარანის უდაბნოში, ისრაელები სამჯერ მაინც იწყებენ დრტვინვას. პირველი ამბოხება იმით მთავრდება, რომ იეჰოვას ცეცხლი შთანთქავს ზოგ მეამბოხეს. შემდეგ ისრაელები ხორცისთვის დრტვინავენ და იეჰოვა ამ ამბოხებასაც ახშობს. მირიამი და აარონი მოსეს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, რასაც მირიამის დროებით კეთრით დაავადება მოჰყვება.

      იმ დროს, როცა ერი კადეშშია დაბანაკებული, მოსე 12 მზვერავს გზავნის აღთქმულ მიწაზე. ისინი 40 დღის შემდეგ ბრუნდებიან. ათი მზვერავის მიერ გადაცემული ცუდი ამბით შეშინებული ხალხი მოსეს, აარონისა და ღვთის ერთგული მზვერავების — იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის — ჩაქოლვას განიზრახავს. იეჰოვა ფიქრობს, რომ ჭირით გაწყვიტოს ისრაელები, მაგრამ მოსე იცავს ხალხს. ამის შემდეგ ღმერთი აცხადებს, რომ ისინი 40 წელი იცხოვრებენ უდაბნოში, ვიდრე ყველა აღრიცხული დაიღუპება.

      იეჰოვა დამატებით წესებს იძლევა. კორახი და მისი მომხრეები მოსესა და აარონის წინააღმდეგ ჯანყდებიან, მაგრამ მეამბოხეებს ცეცხლი ანადგურებს და მიწა შთანთქავს. მეორე დღეს მოსესა და აარონს მთელი ერი უპირისპირდება. შედეგად იეჰოვა მუსრს ავლებს 14 700 კაცს. იმის საჩვენებლად, რომ აარონს ირჩევს მღვდელმთავრად, იეჰოვა მის კვერთხს აყვავებს. შემდეგ იეჰოვა ლევიანების მოვალეობებთან და ხალხის განწმენდასთან დაკავშირებულ შემდგომ მითითებებს იძლევა. წითელი დეკეულის ფერფლის გამოყენება წინასწარმეტყველურად წარმოადგენს იესოს მსხვერპლის მეშვეობით განწმენდას (ებრაელთა 9:13, 14).

      ისრაელის ძეები კადეშში ბრუნდებიან, სადაც მირიამი კვდება. ხალხი ისევ უჯანყდება მოსესა და აარონს. მიზეზი უწყლობაა. მოსე და აარონი ხალხს სასწაულით აძლევენ წყალს, მაგრამ ამ სასწაულის მოხდენისას მათ მხედველობიდან რჩებათ იეჰოვას სახელის განწმენდა, რის გამოც აღთქმულ მიწაზე შესვლის შესაძლებლობას კარგავენ. ისრაელი კადეშიდან იძვრება და აარონი ჰორის მთაზე კვდება. ედომისთვის გვერდის ავლისას ისრაელებს მოთმინება აღარ ყოფნით და ღვთისა და მოსეს წინააღმდეგ ლაპარაკს იწყებენ. იეჰოვა მათ შხამიანი გველებით სჯის. მოსე კიდევ ერთხელ ასრულებს შუამავლის როლს და ღმერთი მითითებას აძლევს მას, რომ სპილენძის გველი აღმართოს ძელზე, რათა დაკბენილებმა ამ გველს შეხედონ და ცოცხლები დარჩნენ. სპილენძის გველით ჩვენი მარადიული კეთილდღეობისთვის იესოს ძელზე გაკვრაა წარმოდგენილი (იოანე 3:14, 15). ისრაელები ამორეველ მეფეებს — სიხონსა და ყოგს, ამარცხებენ და ხელში იგდებენ მათ საბადებელსა და მიწებს.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რიცხვნი“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 აგვისტო
    • მოაბის ველებზე

      (რიცხვნი 22:1—36:13).

      როცა ისრაელები მოაბის ველებზე ბანაკდებიან, მოაბელები შიშით ძრწიან. ამიტომაც მოაბის მეფე ბალაკი ბილყამს (ბალაამს) იქირავებს, რათა მან ისრაელები დაწყევლოს. მაგრამ იეჰოვას ნებით ბალაამი ღვთის ერს აკურთხებს. შემდეგ მოაბელი და მიდიანელი ქალები აცდენენ ისრაელ მამაკაცებს უზნეობითა და კერპთაყვანისმცემლობით. შედეგად, იეჰოვა 24 000 შემცოდველს ანადგურებს. მოსვრა მთავრდება, როცა ფინხასი იეჰოვას წინაშე ჩადენილ უზნეობას არ იწყნარებს.

      მეორე აღრიცხვის შედეგად ვლინდება, რომ პირველი აღრიცხვისას სიაში შეტანილი მამაკაცებიდან ცოცხალი აღარავინაა იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის გარდა. იესო ნავეს ძე მოსეს საქმის გამგრძელებლად ინიშნება. ისრაელებს მითითებები ეძლევათ სხვადასხვა მსხვერპლის შეწირვასა და აღთქმების დადებასთან დაკავშირებით. ისრაელი შურს იძიებს მიდიანელებზე. რეუბენის, გადისა და მენაშეს ტომის ნახევარი იორდანეს აღმოსავლეთით სახლდება. ისრაელს მითითებები ეძლევა იორდანეს გადალახვასა და მიწების ხელში ჩაგდების თაობაზე. დგინდება ქვეყნის საზღვრები. სამკვიდრებელი წილისყრით ნაწილდება. ლევიანელებს 48 ქალაქი ეძლევათ. აქედან 6  თავშესაფარი ქალაქია.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რიცხვნი“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 აგვისტო
    • ღვთის სიტყვა მოქმედია

      პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ იეჰოვასადმი და მათდამი, ვისაც მის ხალხში პასუხისმგებლობები აქვს დაკისრებული. ბიბლიის წიგნ „რიცხვნში“ ეს კარგად არის ხაზგასმული. ის ბევრ რამეს გვასწავლის კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით!

      წიგნ „რიცხვნში“ მოთხრობილი შემთხვევებიდან ვხედავთ, რომ ის, ვინც ყურადღებას არ აქცევს სულიერობას, ადვილად შეიძლება გაებას ისეთი ცოდვის მახეში, როგორიც დრტვინვა, უზნეობა და კერპთაყვანისმცემლობაა. ამ წიგნში მოცემული ზოგი მაგალითის — გასათვალისწინებელი შემთხვევის გამოყენება — შესაძლებელი იქნება „ადგილობრივ მოთხოვნილებებში“ იეჰოვას მოწმეთა კრებების სამსახურებრივ შეხვედრებზე. მართლაც ღვთის სიტყვა ‘ცოცხალი და მოქმედია’ ჩვენს ცხოვრებაში (ებრაელთა 4:12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება