-
მათ ‘ასე გააკეთეს’საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 იანვარი
-
-
13. დავითის მსგავსად, როგორ შეგვიძლია იეჰოვას სიტყვისადმი სიყვარულის გამოვლენით დადებით შედეგებს მივაღწიოთ?
13 დავითმა — ადამიანთა შორის პირველმა ერთგულმა მეფემ ისრაელში — იეჰოვას მიმართ განსაკუთრებული ერთგულება გამოავლინა. ის აღმოჩნდა ‘ლომის ბოკვერი იუდაში’, რომელიც ასიმბოლოებდა იესო ქრისტეს, გამარჯვებულ ‘ლომს, იუდას ტომიდან, დავითის ფესვს’ (დაბადება 49:8, 9; გამოცხადება 5:5). რაზე იყო დაფუძნებული დავითის სიძლიერე? მას ჰქონდა ღრმა მადლიერების გრძნობა იეჰოვას სიტყვის მიმართ და ცხოვრობდა მასთან შეთანხმებულად. მე-18 ფსალმუნში, „დავითის საგალობელში“ ვკითხულობთ: „რჯული უფლისა სრულყოფილია“. მთელი რიგი შეხსენებების შემდეგ, რომელიც შეეხება იეჰოვას შეგონებებს, ბრძანებებს, მცნებასა და განსჯებს, დავითი აგრძელებს: „სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესი თაფლისა და გოლეულისა. და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის“ (ფსალმუნი 18:8–12).
-
-
მათ ‘ასე გააკეთეს’საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 იანვარი
-
-
სოლომონმა მიიღო დავალება, რომ აეშენებინა ტაძარი და გამოეყენებინა ის არქიტექტორული გეგმა, რომელიც დავითმა მიიღო „ინსპირაციით“ (პირველი ნეშტთა 28:5, 11–13, აქ). როგორ შეეძლო სოლომონს ამ უდიდესი დავალების შესრულება? ლოცვის პასუხად იეჰოვამ ის სიბრძნითა და ცოდნით დააჯილდოვა. სიბრძნითა და ღვთის მიერ ბოძებული გეგმის ერთგულად შესრულებით სოლომონმა შეძლო, აეგო დიდებული სახლი, რომელიც აივსო იეჰოვას დიდებით (მეორე ნეშტთა 7:2, 3).
-
-
მათ ‘ასე გააკეთეს’საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 იანვარი
-
-
15. როგორ გააკეთა იოშიამ „ასე“?
15 მხოლოდ რამდენიმე მეფე იყო მორჩილი იუდაში, მათგან უკანასკნელი იყო იოშია. ძველი წელთაღრიცხვით 648 წელს მან დაიწყო ქვეყნის გაწმენდა კერპთაყვანისმცემლობისაგან და იეჰოვას ტაძრის განახლება. მის დროს იყო, რომ მღვდელმთავარმა იპოვა „მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი“. რა გააკეთა იოშიამ ამასთან დაკავშირებით? „ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა. დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად“ (მეორე ნეშტთა 34:14, 30, 31). დიახ, იოშიამ „ასე გააკეთა“. მისი ერთგულების შედეგად იეჰოვას განაჩენის შესრულება ურწმუნო იუდაზე შეჩერდა მისი დამნაშავე ძეების დრომდე.
-