საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yc გაკ. 10 გვ. 22-23
  • იესო ყოველთვის მორჩილი იყო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ყოველთვის მორჩილი იყო
  • ასწავლეთ შვილებს
  • მსგავსი მასალა
  • იესომ ისწავლა მორჩილება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • „გულში დასკვნებს აკეთებდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • „ეს არის ჩემი ძე“
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
იხილეთ მეტი
ასწავლეთ შვილებს
yc გაკ. 10 გვ. 22-23
იოსებმა და მარიამმა პატარა იესო ტაძარში იპოვეს

გაკვეთილი 10

იესო ყოველთვის მორჩილი იყო

ადვილია, ყოველთვის დაემორჩილო მშობლებს? ~ ზოგჯერ ეს საკმაოდ რთულია. იცოდი, რომ იესო ემორჩილებოდა როგორც იეჰოვას, ისე თავის მშობლებს? ~ მისი მაგალითი დაგეხმარება, დაემორჩილო მშობლებს მაშინაც კი, როდესაც ეს არც თუ ისე ადვილია. მოდი, მეტი გავიგოთ ამის შესახებ.

დედამიწაზე მოსვლამდე, იესო ზეცაში თავის მამასთან, იეჰოვასთან იყო, მაგრამ მას დედამიწაზე ყოფნის დროსაც ჰყავდა მშობლები. მათ იოსები და მარიამი ერქვათ. იცი, როგორ გახდნენ ისინი იესოს მშობლები? ~

იეჰოვამ იესოს სიცოცხლე ზეციდან მარიამის მუცელში გადმოიტანა. ამგვარად იესო დედამიწაზე დაიბადა. ეს ნამდვილად სასწაული იყო. იესო სხვა ბავშვების მსგავსად იზრდებოდა დედის მუცელში, დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ კი დაიბადა. აი ასე გახდნენ, მარიამი და მისი მეუღლე, იოსები იესოს მშობლები დედამიწაზე.

12 წლის იესომ აჩვენა, თუ როგორ უყვარდა მას თავისი მამა, იეჰოვა. ერთხელ პასექის აღსანიშნავად იესო თავის ოჯახთან ერთად იერუსალიმში გაემგზავრა. უკანა გზაზე, იოსებმა და მარიამმა იესო ვერსად იპოვეს. იცი, სად იყო ის? ~

რას აკეთებდა იესო ტაძარში?

იოსები და მარიამი სასწრაფოდ დაბრუნდნენ იერუსალიმში და ყველგან ეძებდნენ იესოს. ისინი ძალიან ნერვიულობდნენ, რომ ვერ პოულობდნენ მას. სამი დღის შემდეგ, მათ იესო ტაძარში იპოვეს. იცი, რას აკეთებდა ის ტაძარში? ~ იქ ის თავისი მამის, იეჰოვას შესახებ სწავლობდა. მას უყვარდა იეჰოვა და უნდოდა გაეგო, როგორ მოქცეულიყო მის მოსაწონად. იესო დიდობაშიც ყოველთვის ემორჩილებოდა იეჰოვას, მაშინაც კი, როდესაც ეს მისთვის რთული იყო და ამისთვის უნდა ეტანჯა. იოსებსაც და მარიამსაც ემორჩილებოდა იესო? ~ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის მათაც ემორჩილებოდა.

რას სწავლობ იესოსგან? ~ შენც უნდა დაემორჩილო მშობლებს, მაშინაც კი, როდესაც ეს არ არის ადვილი. მოიქცევი ასე? ~

წაიკითხე შენს ბიბლიაში

  • ლუკა 1:30—35; 2:45—52

  • ეფესოელები 6:1

  • ებრაელები 5:8

კითხვები:

  • როგორ გახდნენ იოსები და მარიამი იესოს მშობლები?

  • სად იპოვეს იესო იოსებმა და მარიამმა, როდესაც მას იერუსალიმში ეძებდნენ?

  • რას სწავლობ იესოსგან?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება