საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 19. როგორ გაართვა თავი იოანეს კლასმა იესოს მიერ 1919 წელს დაკისრებულ მოვალეობას, და რა მოჰყვა ამას შედეგად?

      19 ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა 1919 წლიდან იესოს მაგალითს მიჰბაძა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას გულმოდგინედ შეუდგა, რათა ეს ცნობა ყველა ადამიანის ყურამდე მიეწვდინა (მათე 4:17; რომაელები 10:18). შედეგად სატანის დღევანდელი სინაგოგის, ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი წევრი ცხებულებთან მივიდა, მოინანია, ‘მდაბლად თაყვანი სცა’ და „მონის“ უფლებამოსილება აღიარა; მათაც დაიწყეს იოანეს კლასის ასაკოვან წევრებთან ერთად მსახურება. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სრულად არ შეგროვდნენ იესოს ცხებული ძმები.

  • „ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 63 გვერდზე]

      დახმარება მდაბლად თაყვანისსაცემად

      144 000 ცხებულიდან, რომლებიც ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებენ, დარჩენილ ნაწილს ანუ იოანეს კლასს, რომლის წევრთა რიცხვიც 9000-მდეა, ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს მიწიერი ცხოვრების გზა. იმავდროულად, უამრავი ხალხის რაოდენობამ 6 600 000-ს გადააჭარბა (გამოცხადება 7:4, 9). რამ გამოიწვია ეს არნახული ზრდა? ამაში დიდი წვლილი შეიტანა იეჰოვას მოწმეების მიერ დაარსებულმა სხვადასხვა სკოლამ. ქრისტიანული სამყაროს სემინარიებისგან განსხვავებით, რომლებიც ქვეყნიურ ფილოსოფიას ასწავლიან და ბიბლიის მნიშვნელობას ამცირებენ, იეჰოვას მოწმეთა ეს სკოლები ღვთის მსახურებს ღვთის სიტყვისადმი რწმენას უმტკიცებს, რასაც ისინი ზნეობრივი ცხოვრებითა და ღვთისადმი ერთგული მსახურებით ცხადყოფენ. 1943 წლიდან მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა ყველა კრება სამეფო დარბაზში „თეოკრატიული სამსახურის სკოლას“ ატარებს. ყოველკვირეულად მილიონობით ადამიანი ესწრება ამ სკოლას და ერთიან საგანმანათლებლო ბიბლიურ პროგრამას მიჰყვება.

      1959 წლიდან იეჰოვას მოწმეებმა დააარსეს „სამეფო მსახურების სკოლა“ კრების უხუცესებისა და მომსახურეების დასახმარებლად. 1977 წლიდან კი ტარდება „პიონერული მსახურების სკოლა“. ეს სკოლა ასობით ათასმა და-ძმამ გაიარა. ისინი ფილადელფიელი ქრისტიანების მსგავს სულს ავლენენ, იეჰოვას სრული დროით ემსახურებიან და ქადაგებენ. 1987 წელს დაარსდა „მსახურებაში დახელოვნების სკოლა“, რაც იეჰოვას მოწმეებს, მხოლოდ მამაკაცებს, განსაკუთრებული მსახურებისთვის ამზადებს.

      იეჰოვას მოწმეთა მიერ დაარსებულ სკოლებს შორის გამორჩეულია „საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა გალაადი“. 1943 წლიდან მისიონერთა სკოლას, რომელიც ნიუ-იორკშია, ყოველწლიურად ორი კლასი ამთავრებს. სულ იეჰოვას 7000-ზე მეტ მსახურს აქვს გავლილი ეს კურსი საზღვარგარეთ მისიონერად მსახურებისთვის. ამ სკოლის კურსდამთავრებულები ასზე მეტ ქვეყანაში მსახურობენ; ბევრ ქვეყანაში ისინი პირველები იყვნენ სამეფოს შესახებ მქადაგებელთა შორის. მას შემდეგ დაახლოებით 60 წელი გავიდა და რამდენიმე პირველი კურსდამთავრებული ჯერ კიდევ მისიონერად მსახურობს; ახალ მისიონერებთან ერთად ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ მთელ მსოფლიოში იეჰოვას ორგანიზაციის საქმიანობის გასაფართოებლად. მართალაც გრანდიოზულია ეს საქმე!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება