-
სიყვარულით მოაგვარეთ უთანხმოებებისაგუშაგო კოშკი — 2016 | მაისი
-
-
განვიხილოთ ერთი პიონერი დის მაგალითი, რომელსაც პირობითად ლუსის დავარქმევთ. ზოგმა მის მსახურებასა და იმაზე, თუ როგორ იყენებდა ლუსი დროს, უარყოფითი კომენტარები გააკეთა. გულნატკენმა ლუსიმ რჩევისთვის მოწიფულ ძმებს მიმართა. იგი ამბობს: „მათ მიერ მოცემული ბიბლიური რჩევები დამეხმარა, რომ გაწონასწორებული დამოკიდებულება მქონოდა სხვების შენიშვნებზე და მთელი ყურადღება იეჰოვაზე გადამეტანა“. ლუსი გაამხნევა მათეს 6:1—4-ში ჩაწერილმა სიტყვებმა (წაიკითხეთ). მან კიდევ ერთხელ შეიხსენა, რომ მთავარი იეჰოვას გახარება იყო. ლუსი აღნიშნავს: „თუნდაც სხვებმა უარყოფითად შეაფასონ ჩემი მსახურება, მე მაინც ბედნიერი ვიქნები, რადგან ვიცი, რომ ყველანაირად ვცდილობ, იეჰოვას მოწონება დავიმსახურო“. ამ დასკვნის გაკეთების შემდეგ ლუსიმ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და არჩია, უარყოფითი შენიშვნებისთვის ყურადღება არ მიექცია.
-
-
სიყვარულით მოაგვარეთ უთანხმოებებისაგუშაგო კოშკი — 2016 | მაისი
-
-
13. როგორი რეაქცია ჰქონდა ერთ ზედამხედველს ძმის უხეშ სიტყვებზე და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?
13 ახლა განვიხილოთ ერთი თანამედროვე შემთხვევა. კონგრესის ერთ-ერთი განყოფილების ახალმა ზედამხედველმა ერთ ძმას დაურეკა და ჰკითხა, შეძლებდა თუ არა კონგრესზე მოხალისედ მსახურებას. ძმა მას უხეშად ელაპარაკა და ყურმილი დაუკიდა. იგი განყოფილების წინა ზედამხედველზე იყო განაწყენებული. ახალ ზედამხედველს მისი უხეშობა არ სწყენია, თუმცა ეს საკითხი უყურადღებოდ არ დაუტოვებია. ერთი საათის შემდეგ ზედამხედველმა კვლავ დაურეკა მას და შეხვედრა სთხოვა, რომ გაუგებრობა მოეგვარებინათ. ერთი კვირის შემდეგ ზედამხედველი და ეს ძმა ერთმანეთს სამეფო დარბაზში შეხვდნენ. ჯერ ილოცეს და მერე მთელი საათი ისაუბრეს. ძმა ზედამხედველს თავის ამბავს მოუყვა. ზედამხედველმა მას თანაგრძნობით მოუსმინა და შესაფერისი ბიბლიური მუხლებით გაამხნევა. ისინი ერთმანეთს თბილად დაშორდნენ. ამ ძმამ კონგრესზე მოხალისედაც იმსახურა და დღემდე მადლიერია ამ ზედამხედველის, რომელიც მას მშვიდად და მეგობრულად მიუდგა.
-