საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w09 12/1 გვ. 16
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მსგავსი მასალა
  • ფეხმძიმე მარიამი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • აღრიცხვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
w09 12/1 გვ. 16

იცოდით თუ არა?

რას ემსახურებოდა მოსახლეობის აღწერა, რამაც იესოს ბეთლემში დაბადება განაპირობა?

ლუკას სახარების თანახმად, კეისარ ავგუსტუსმა მთელ რომის იმპერიაში გამოსცა ბრძანება, რომ მოსახლეობა აღწერილიყო და „ყველა თავ-თავის ქალაქში წავიდა აღსაწერად“ (ლუკა 2:1—3). იესოს მამობილის, იოსების მშობლიური ქალაქი იყო ბეთლემი, ამიტომ იოსები და მარიამი დაემორჩილნენ კანონს და აღსაწერად ბეთლემში წავიდნენ. სწორედ ამ დროს დაიბადა იესო. ასეთი აღწერა ამარტივებდა გადასახადების აკრეფისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს.

მოსახლეობის აღწერა ეგვიპტეში ჯერ კიდევ მანამდე ხდებოდა, სანამ მათ ძვ. წ. 30 წელს რომაელები დაიპყრობდნენ. სწავლულთა აზრით, რომაელებმა ეგვიპტიდან გადმოიღეს მოსახლეობის აღწერის სისტემა და მთელ იმპერიაში დანერგეს.

ასეთი აღწერები რომ ნამდვილად ტარდებოდა, ადასტურებს ეგვიპტის ერთი რომაელი მმართველის მიერ ახ. წ. 104 წელს გაცემული ბრძანება. ამ ბრძანების ასლი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება. მასში ვკითხულობთ: «მე, გაიუს ვიბიუს მაქსიმუსი, ეგვიპტის პრეფექტი ვბრძანებ: „მალე დაიწყება მოსახლეობის აღწერა, ამიტომ ისინი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო სხვა ქალაქებში ცხოვრობენ, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში აღსაწერად და თავიანთი ნაკვეთების დასამუშავებლად“».

რატომ აპირებდა იოსები გაყრის მოწმობის მიცემას მარიამისთვის, მაშინ როცა ისინი მხოლოდ დანიშნულები იყვნენ?

მათეს სახარების თანახმად, მარიამი „იოსებზე იყო დანიშნული“, როცა იოსებმა გაიგო, რომ ის ფეხმძიმედ იყო. ისინი ჯერ დაქორწინებულები არ იყვნენ. მან არ იცოდა, რომ მარიამი ‘წმინდა სულისგან’ იყო ორსულად. იოსები ფიქრობდა, რომ მარიამმა უღალატა და უნდოდა, გაყროდა მას (მათე 1:18—20).

იუდეაში დანიშნულ წყვილს ისე უყურებდნენ, როგორც დაქორწინებულებს. თუმცა ისინი ქორწინების რიტუალის შესრულებამდე ერთად არ ცხოვრობდნენ. ნიშნობა იმდენად სერიოზულ ნაბიჯად ითვლებოდა, რომ საქმრო აზრს თუ შეიცვლიდა ან სხვა საფუძვლიანი მიზეზის გამო ქორწილი არ შედგებოდა, ქალი სხვაზე ვერ დაქორწინდებოდა, სანამ გაყრის მოწმობას არ მიიღებდა. საქმროს სიკვდილის შემთხვევაში დანიშნული ქალი ქვრივად ითვლებოდა. ხოლო თუ დანიშნული ქალი სხვასთან დაწვებოდა, ის მრუშად ჩაითვლებოდა და სიკვდილით დაისჯებოდა (კანონი 22:23, 24).

იოსებმა კარგად იცოდა, რა მოხდებოდა, თუ ხალხი მარიამის ფეხმძიმობის შესახებ შეიტყობდა. მართალია, იოსები ვალდებული იყო, ამის შესახებ შეეტყობინებინა უფლებამოსილი პირებისთვის, მაგრამ უნდოდა დაეცვა ის და უსიამოვნებები აერიდებინა. ამიტომ, მან გადაწყვიტა ფარულად გაყროდა მარიამს. თუ მარტოხელა დედას გაყრის მოწმობა ჰქონდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ადრე გათხოვილი იყო.

[სურათი 16 გვერდზე]

ახ. წ. 104 წელს რომაელი მმართველის მიერ მოსახლეობის აღსაწერად გაცემული ბრძანებულება

[საავტორო უფლება]

© The British Library Board, all rights reserved (P.904)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება