ბატონის საბადებელზე ზრუნვა
1 ბიბლიურ დროში განმგებელი დიდ ნდობას იმსახურებდა. აბრაამმა თავის განმგებელს დაავალა ვაჟისთვის, ისაკისთვის, ცოლის მონახვა (დაბ. 24:1–4). ფაქტობრივად, განმგებელი იყო პასუხისმგებელი აბრაამის შთამომავლობის გაგრძელებაზე. რა საპასუხისმგებლო საქმეა! არ არის გასაკვირი, მოციქულ პავლეს მიერ ნათქვამი: „განმგებელთაგან მოითხოვენ, რომ. . . აღმოჩნდეს სარწმუნო“ (1 კორ. 4:2).
ქრისტიანული განმგებლობა
2 ქრისტიანული მსახურების ზოგიერთი მხარე, როგორც ბიბლიაშია აღწერილი, განმგებლობაა. მაგალითად, მოციქული პავლე ეფესელებს ესაუბრა „ღვთის მადლის განგებულებაზე, რომელიც მე მომეცა თქვენთვის“ (ეფეს. 3:2; კოლ. 1:25). ის თავის დავალებას, გაევრცელებინა კეთილი ცნობა ერებში, უყურებდა როგორც განმგებლობას, რომელიც პირნათლად უნდა შეესრულებინა (საქ. 9:15; 22:21). მოციქულმა პეტრემ სულითცხებულ ძმებს შემდეგი სიტყვები მისწერა: „იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე. თვითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც კარგმა განმგებლებმა ღვთის მრავალგვარი მადლისა“ (1 პეტ. 4:9, 10; ებრ. 13:16). პირველი საუკუნის ქრისტიანებს რაც კი მატერიალური სახსრები ჰქონდათ იეჰოვასგან მადლი იყო. ამიტომ ისინი იყვნენ ამ ყოველივეს განმგებლები, რაც ქრისტიანულად უნდა გამოეყენებინათ.
3 დღეს იეჰოვას მოწმეებს მსგავსი შეხედულება აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მათ თავი მიუძღვნეს იეჰოვას და ყოველივეს — ცხოვრებას, ფიზიკურ სიძლიერეს, მატერიალურ საბადებელს უყურებენ, როგორც ნაყოფს „ღვთის მრავალგვარი მადლისა“. როგორც შესანიშნავი განმგებლები, ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ იეჰოვას წინაშე, თუ როგორ სარგებლობენ ამ ყოველივეთი. აგრეთვე მათ მიეცათ კეთილი ცნობის შემეცნება. ისინი ცდილობენ, რომ მინდობილი საუკეთესოდ გამოიყენონ: განადიდონ იეჰოვას სახელი და დაეხმარონ სხვებს, მიაღწიონ ჭეშმარიტების შემეცნებას (მათ. 28:19, 20; 1 ტიმ. 2:3, 4; 2 ტიმ. 1:13, 14).
4 როგორ ასრულებენ იეჰოვას მოწმეები თავიანთ პასუხისმგებლობას, განმგებლობას? წლიური ანგარიში აჩვენებს, რომ მარტო გასულ წელს, მათ მთელ მსოფლიოში ‘სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის’ ქადაგებას მილიარდზე მეტი საათი დაუთმეს და დაინტერესებულებთან ბიბლიის 4 500 000-ზე მეტი საშინაო შესწავლა ჩაატარეს (მათ. 24:14). მათი, როგორც იეჰოვას განმგებლების ერთგულება, აგრეთვე გამოვლინდა სამეფოს საქმისთვისა და ადგილობრივი „სამეფო დარბაზების“ შესანახად უხვი შესაწირავებით, მიმომსვლელი ზედამხედველებისა და სხვებისთვის გაწეული სტუმართმოყვარეობითა და მათდამი არაჩვეულებრივი გულკეთილობით, ვინც დიდ გაჭირვებაშია როგორებიც შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლები არიან. მთლიანობაში, ჭეშმარიტი ქრისტიანები კარგად ზრუნავენ ბატონის საბადებელზე.
„ერთგული და გონიერი განმგებელი“
5 განმგებელი შეიძლება იყოს როგორც თითოეული პიროვნება, ასევე ორგანიზაცია. იესომ დედამიწაზე მყოფ ცხებულ ქრისტიანებს „ერთგული და გონიერი განმგებელი“ უწოდა (ლუკ. 12:42). ‘ერთგული განმგებლის’ მოვალეობა ‘ულუფით’ მომარაგებაა და კეთილი ცნობის ქადაგების საქმიანობისთვის მთელ მსოფლიოში წაძღოლაა (გამოცხ. 12:17). ამასთან დაკავშირებით, ერთგული განმგებლის კლასს, რომელსაც ხელმძღვანელი საბჭო წარმოადგენს, ღვთის მიერ აქვს მიცემული პასუხისმგებლობა სწორად გაანაწილოს თავისი მატერიალური და სულიერი ‘ტალანტი’ (მათე 25:15). ‘ერთგული განმგებლის’ მაგალითის თანახმად ცალკეული ფილიალები, ყველა ძალისხმევას ახმარენ, შესაწირავების პასუხისმგებლობის გრძნობით გამოყენებას, სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად. ყველა ასეთი შესაწირავი ნდობით კეთდება და „ერთგული და გონიერი განმგებელი“ პასუხისმგებელია თვალყური ადევნოს, რომ ისინი განზრახვისამებრ არის გამოყენებული და რომ, გონივრულად, ეკონომიურად და ეფექტურად განაწილებული.
6 ის, რომ შეწირულ ფულად სახსრებს გონივრულად იყენებენ მე-20 საუკუნეში იეჰოვას მოწმეების ბეჭდვითი საქმიანობის ზრდაში ჩანს. ბიბლიების და ბიბლიური ლიტერატურის — ჟურნალების, წიგნების, ბროშურების, ტრაქტატებისა და „ცნობა სამეფოს შესახებ“ გავრცელებამ უდიდესი როლი შეასრულა ამ „უკანასკნელ დღეებში“ ‘კეთილი ცნობის’ გავრცელებაში (მარ. 13:10 აქ; 2 ტიმ. 3:1). ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ ‘ღვთის სახლეულისა’ და მათი თანამშრომლების ‘უამრავი ხალხის’, ‘სხვა ცხვრების’, ‘საზრდოთი დროულად’ მომარაგების საუკეთესო საშუალებაა (ეფეს. 2:19; გამოცხ. 7:9; იოან. 10:16; მათ. 24:45).
7 თავდაპირველად, იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა კომერციულ ტიპოგრაფიებში იბეჭდებოდა. მაგრამ 20-იან წლებში გადაწყდა, რომ უფრო ეფექტური და სულიერად სასარგებლო იქნებოდა, თუ იეჰოვას მსახურებს საკუთარი ტიპოგრაფია ექნებოდათ. ბეჭდვითი სამუშაო 1920 წლიდან ბრუკლინში (ნიუ-იორკი) დაიწყო და თანდათან დიდ მასშტაბებს მიაღწია. 1967 წლისთვის ტიპოგრაფიის შენობებმა ქალაქის ოთხი კვარტალი მოიცვა. ბეჭდვა სხვა ქვეყნებშიც წამოიწყეს, მაგრამ უმეტეს ადგილში მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა.
8 თუმცა შეერთებულ შტატებში ბეჭდვითი საქმე იზრდებოდა, მთელ მსოფლიოს ვერ აკმაყოფილებდა. ამის გამო ომის მომდევნო წლებში ტიპოგრაფიები აღდგა ან ამუშავდა სხვა მრავალ ქვეყანაში: დანიის, დასავლეთ გერმანიის, ინგლისის, კანადის, საბერძნეთის, სამხრეთ აფრიკისა და შვეიცარიის ჩათვლით. 70-იანი წლების დასაწყისისთვის აგრეთვე მათ სიას დაემატა: ავსტრალია, ბრაზილია, იაპონია, ნიგერია, ფილიპინები და ფინეთი. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი წიგნებსაც უშვებდა. აგრეთვე 70-იანი წლების დასაწყისში გალაადის მისიონერების ერთ კლასს ასწავლეს ბეჭდვის ტექნიკა და გაგზავნეს ზოგიერთ ამ ქვეყნებში ადგილობრივი ძმების დასახმარებლად ბეჭდვით საქმეში.
9 იმ ქვეყნების რიცხვმა, სადაც ჟურნალები იბეჭდებოდა 80-იან წლებში, 51-ს მიაღწიაa. ყოველივე ეს ბატონის საბადებლის შესანიშნავად გამოყენების დიდებული მტკიცებაა! სამეფოს საქმის ზრდის რა ნათელი მტკიცებაა! და რა ძლიერი დამოწმებაა მილიონობით იეჰოვას ხელგაშლილი მოწმისთვის, რომლებიც ‘პატივს მიაგებენ იეჰოვას თავიანთი ქონებიდან’! (იგავ. 3:9). დამტკიცდა, რომ ისინი იეჰოვას მიერ ჩაბარებულის კარგი განმგებლები არიან.
მიდგომის შეცვლა
10 ბეჭდვის ტექნოლოგია დიდად განვითარდა 70-იან წლებში და 80-იანი წლების დასაწყისში; იეჰოვას მოწმეებმა შეითვისეს ბეჭდვის ახალი მეთოდები. ისინი ადრე იყენებდნენ მაღალ ბეჭდვას. ეს თანდათანობით შეიცვალა, რადგანაც უფრო უახლესი ოფსეტური ბეჭდვა დაიწყეს. ამის შედეგად გამოიცემა მშვენიერი პუბლიკაციები ფერადი ილუსტრაციებით, ნაცვლად იმ ორფერიანი სურათებისა (თეთრი და სხვა რომელიმე ფერი), რომლებსაც ბეჭდავდნენ ძველ საბეჭდ მანქანებზე. შემდეგ კომპიუტერულმა ტექნიკამ მთელი დამუშავების პროცესი შეცვალა (მომზადება ბეჭდვისთვის). იეჰოვას მოწმეებმა შეიმუშავეს „მრავალენოვანი ელექტრონული ფოტოაწყობის სისტემა“ (MEPS) კომპიუტერული სისტემა, რომელიც ახლა ხელს უწყობს 370-ზე მეტ ენაზე დაბეჭვდას. ვერცერთი კომერციული პროგრამა ვერ შეედრება MEPS-ს უამრავი ენების ფუნქციონირებაში.
11 MEPS-ის კომპიუტერული სისტემის მეშვეობითა და ზოგიერთი ისეთი სიახლის გამოყენებით, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, სხვა უდიდესი წინსვლა იქნა განხორციელებული სულიერი საზრდოს დროულად გამოცემაში. ადრე, ძველი ტექნოლოგიის გამოყენებისას, ის ინფორმაცია, რომელიც უკვე ინგლისურად ქვეყნდებოდა, სხვა ენებისთვის ხელმისაწვდომი, მხოლოდ თვეების შემდეგ ან ზოგჯერ წლის შემდეგაც კი ხდებოდა. ახლა „საგუშაგო კოშკი“ ერთდროულად გამოდის 115, ხოლო „გამოიღვიძეთ!“ 62 ენაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში 95%-ზე მეტს, რომლებიც ესწრებიან იეჰოვას მოწმეების „საგუშაგო კოშკის“ კვირეულ შესწავლას, ერთდროულად შეუძლიათ ერთი და იგივე მასალის განხილვა. რა დიდებული კურთხევაა! ახალი ტექნოლოგიის განვითარება ბატონის საბადებლის ნამდვილად შესანიშნავი გამოყენებაა!
სხვადასხვა ორგანიზაციული საჭიროებები
12 ამ ახალმა სისტემებმა შეცვალა მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების ბეჭდვის ორგანიზაციული საჭიროებები. ოფსეტური წესით ქაღალდის რულონზე ბეჭვდა უფრო ჩქარია, ვიდრე ძველი მეთოდით, მაგრამ უფრო ძვირი. კომპიუტერულ სისტემებს კი, რომელთა დახმარებითაც სრულდება ისეთი სამუშაოები როგორიცაა: წერა, თარგმნა, გაფორმება და გრაფიკა ძველ სისტემებთან შედარებით უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამავე დროს ძვირია. მალევე ნათელი გახდა, რომ ხელსაყრელი აღარ იყო 51 სხვადასხვა ქვეყანაში ჟურნალების გამოცემა. ამ დროს, კერძოდ კი 90-იან წლებში ‘ერთგულმა გამგებელმა’ ხელახლა გადახედა ვითარებას. რა დასკვნა იქნა გამოტანილი?
13 გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იეჰოვას მოწმეებისა და მათი კეთილმოსურნეების „ქონებიდან“ შესაწირავი უფრო ეფექტურად იქნებოდა გამოყენებული, თუ ბეჭდვითი საქმე გაერთიანდებოდა. ასე რომ, საგამომცემლო ფილიალების რიცხვი თანდათანობით შემცირდა. გერმანიამ იკისრა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნისთვის ჟურნალებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემა, ზოგიერთი იმ ქვეყნის ჩათვლითაც კი, რომელსაც ვისაც ადრე საკუთარი სტამბა ჰქონდა. იტალია ამარაგებს ჟურნალებით და სხვა ლიტერატურით აფრიკის ზოგიერთ ქვეყანას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, ალბანეთისა და საბერძნეთის ჩათვლით. აფრიკაში ჟურნალები ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკაშიღა გამოიცემა. ანალოგიური გაერთიანება მოხდა მთელ მსოფლიოში.
მხედველობაში მისაღები ფაქტორები
14 ჟურნალების გამოცემა 1998 წლის ივლისისთვის შეწყდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვეიცარია. ევროპაში დაბეჭდავს ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ფინეთი და შვედეთი. ამ სახით ზედმეტი ხარჯები აღარ იქნება და შესაწირავები სამეფოს საქმეს საუკეთესო სახით მოხმარდება. როგორ გადაწყდა ის, თუ რომელ ქვეყნებში უნდა გაგრძელდეს გამოცემა და რომელში შეწყდეს? ბატონის საბადებელზე გონივრულად ზრუნვით ‘ერთგულმა განმგებელმა’ ყურადღებით შეაფასა ბეჭდვის პრაქტიკულობა ყველა ადგილში.
15 ყველაზე დიდი მიზეზი, თუ რატომ შეწყდა ბეჭდვა ზოგ ქვეყანაში და გაერთიანდა სხვა ქვეყნებთან, პრაქტიკულობაა. ერთ ქვეყანაში ბეჭდვა რამდენიმე სხვა ქვეყნისთვის უფრო მოხერხებულია და უკეთესად გამოიყენება ძვირი მოწყობილობები. ახლა იქ იბეჭდება, სადაც ფასები დაბალი, მასალა ხელმისაწვდომი და მიწოდებისთვის კარგი პირობებია. ამგვარად ბატონის საბადებელს სწორად იყენებენ. რა თქმა უნდა, ბეჭდვის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში ქადაგება შეწყდება. იქ ისევ იქნება უხვი დაბეჭდილი მასალა ხელმისაწვდომი და ამ ქვეყნებში მცხოვრები ასი ათასობით იეჰოვას მოწმე თავგამოდებით გაუზიარებს მოყვასს ‘მშვიდობის შესახებ კეთილ ცნობას’ (ეფეს. 2:17). უფრო მეტიც, რეორგანიზაციამ სხვა სარგებლობაც მოიტანა.
16 მაგალითად, ერთი სარგებლობა ისაა რომ, თანამედროვე საბეჭდი დაზგების უმეტესობა დანიიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან, შვეიცარიიდან გაიგზავნა ნიგერიასა და ფილიპინებში. ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ამ დაზგებზე მომუშავე დახელოვნებულ ძმებს სთხოვეს, გაჰყოლოდნენ დაზგებს და ესწავლებინათ ადგილობრივი ძმებისთვის მათი გამოყენება. ამიტომ, ახლა, ეს ქვეყნები, სხვა ქვეყნების მსგავსად, მაღალი ხარისხის ჟურნალებს იღებენ.
17 დაფიქრდი სხვა სარგებლობაზე: ჟურნალების ბეჭვდის ხარჯი ახლა რამდენიმე ქვეყნით შემოიფარგლება, სადაც ბეჭდვა გრძელდება. შედეგად, იმ ქვეყნებში, სადაც ბეჭდვა შეწყდა, რესურსები ახლა სხვა მიზნებისთვის არის ხელმისაწვდომი, როგორიცაა სამეფო დარბაზების მშენებლობა და ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ძმების დახმარება. ამიტომ ბატონის საბადებლის ყურადღებით გამოყენება ნიშნავს, რომ პავლეს სიტყვები კორინთელებისადმი შეიძლება უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო მასშტაბით: „რადგან არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისთვის. ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულობას. . . რომ იყოს თანასწორობა“ (2 კორ. 8:13, 14).
18 ასეთი გაერთიანების შედეგად იეჰოვას მოწმეები უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ვიდრე ოდესმე. დანიელი მოწმეებისთვის გერმანიაში ჟურნალის გამოცემა არ ქმნის პრობლემებს, თუმცა ისინი ადრე თვითონ ბეჭდავდნენ. ისინი მადლიერნი არიან გერმანელი ძმების მომსახურებით. განაწყენებული არიან გერმანელი იეჰოვას მოწმეები, რომ მათი შესაწირავები დანიის, რუსეთის, უკრაინის ან სხვა ქვეყნების ბიბლიური ლიტერატურით მომარაგებას ხმარდება? რა თქმა უნდა, არა! ისინი მოხარულები არიან იმის ცოდნით, რომ ამ ქვეყნებში ძმების შესაწირავები მოხმარდება სხვა აუცილებელ მიზნებს.
საბადებელზე ზრუნვა
19 მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების ყოველ სამეფო დარბაზში არის შესაწირავების ყუთი წარწერით: „შესაწირავები სამეფოს საქმისთვის (მათე 24:14)“. ნებაყოფლობით შესაწირავებს, რომელსაც ამ ყუთებში ყრიან, საჭიროების მიხედვით ყველგან იყენებენ. თუ როგორ იქნეს გამოყენებული შესაწირავები ამას წყვეტს ‘ერთგული განმგებელი’ და ცალკეული ფილიალები. სადაც კანონით დაშვებულია შესაწირავების ყუთში ერთ ქვეყანაში ჩაგდებული შეიძლება მოხმარდეს იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ათასობით კილომეტრზე დაშორებულ სხვა ქვეყანაში. შესაწირავები ხმარდება ქარიშხალისგან, გრიგალისგან, მიწისძვრისგან და სამოქალაქო ომისგან გატანჯულ თანაქრისტიანების დახმარებას. ზოგიერთ ქვეყანაში გაკეთებული შესაწირავები ხმარდება ორასზე მეტ ქვეყანაში მისიონერების შენახვასაც.
20 იეჰოვას მოწმეების კრებებში, როგორც წესი ყოველთვიურად სულ რამდენიმე წუთით ფინანსური ანგარიშები მოიხსენიება. შესაწირავის შესაგროვებლად თეფშებს არ ატარებენ სამეფო დარბაზებსა და კონგრესებზე. არც მოთხოვნებს უგზავნიან ფულის გადასახდელად. და არც არავინ უწევს სპონსორობას. ჩვეულებრივად, „საგუშაგო კოშკში“ ყოველწლიურად მხოლოდ ერთი სტატია ქვეყნდება, თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს შესაწირავები საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ სამეფო საქმის მხარდასაჭერად, მსურველების მიერ. ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ ეს იშვიათად კეთდება. მაშ, როგორ ასრულებენ კეთილი ცნობის ქადაგების უზარმაზარ სამეფო საქმეს, აშენებენ აუცილებელ სამეფო დარბაზებს, ინახავენ სპეციალურ სრული დროით მსახურებს, და ეხმარებიან ქრისტიანებს გაჭირვებაში? იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი ხელგაშლილობის სულით (2 კორ. 8:2). ვსარგებლობთ შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ‘თავისი ქონებიდან იეჰოვასთვის პატივის მიგებაში.’ დარწმუნებული იყავით, რომ ‘ერთგული გამგებელი’ განაგრძობს ზრუნვას ბატონის საბადებელზე. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ განაგრძოს ყოველი ღონისძიების კურთხევა, რომელიც სამეფოს საქმის გასაფართოებლად გაკეთდება.
[სქოლიოები]
a ამ ქვეყნებიდან შვიდში კომერციულ ფირმებში იბეჭდებოდა.