საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ დავეხმარო სხვებს?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აგვისტო
    • სხვების დასახმარებლად არსებობს სხვა გზებიც. მაგალითად, თუ იეჰოვას მოწმე ხარ, დაფიქრდი შენი კრების წევრებზე. არიან მათ შორის ხანდაზმულები ან სხვები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ? შეგიძლია მიეხმარო მათ სახლის დალაგებაში? მოციქულმა პავლემ რომაელ ქრისტიანებს მისწერა: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10). გამოავლინე ინიციატივა, თუ ხედავ, რომ ვინმეს დახმარება ესაჭიროება. მზად იყავი ნებისმიერი საქმის შესასრულებლად და ნურაფერს ჩათვლი სათაკილოდ. გახსოვდეს, რომ სხვების მომსახურებასა და იეჰოვას მსახურებას შორის მჭიდრო კავშირია. ბიბლიაში ნათქვამია: „ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას“ (იგავები 19:17).

  • როგორ დავეხმარო სხვებს?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აგვისტო
    • „გულწრფელად რომ ვთქვა, დიდად არ მინდოდა შაბათს ხანდაზმულებთან წასვლა და მათი სახლის დალაგება. მერჩივნა გართობა და თანატოლებთან ყოფნა. მაგრამ დავინახე, რომ მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო. ერთ დროს ისინიც ხომ ახალგაზრდები იყვნენ. ამის შემდეგ ხანდაზმულების დახმარება ჩემთვის სასიამოვნო გახდა“ (ჯონი, 27 წლის, ინგლისი).

      „მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და სხვა საქმეებში. ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა თანამორწმუნეების დახმარება. ბედნიერებაა, როცა სხვების სიხარულს ხედავ. ერთხელ ხანდაზმულ დას შპალერის გაკვრაში მივეხმარეთ. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! როცა სხვას სიხარულს ანიჭებ, შენც უზომოდ კმაყოფილი ხარ“ (ჰერმანი, 23 წლის, საფრანგეთი).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება