-
გაჭაღარავების დროსაც კი სულიერად გაფურჩქნულნისაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ივნისი
-
-
6 „როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად რამეა გასაკეთებელი, მინდა, რომ ყოველთვის შევიტანო ჩემი წვლილი“ — ასეთია 80 წლის ჯენის, ქვრივი ქრისტიანი დის, დევიზი. „ცხადია, ზოგჯერ თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ამ დროს ჩემ გარშემო ყველა რატომ უნდა გრძნობდეს თავს ცუდად?“ — დასძენს იგი. ის თვალებგაბრწყინებული უყვება სხვებს, რა სიხარული მოუტანა სხვა ქვეყნებში სულიერ ღონისძიებებში მონაწილეობამ. ერთ-ერთი ბოლო მოგზაურობის დროს მან თავის თანამგზავრებს უთხრა: „აღარ მინდა ციხესიმაგრეების თვალიერება; მინდა მსახურებაში მივიღო მონაწილეობა!“ ჯენიმ არ იცოდა ადგილობრივი ენა, მაგრამ მაინც შეძლო ბიბლიური ცნობისადმი ხალხის ინტერესის გაღვივება. გარდა ამისა, ჯენი რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კრებასთან, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, თუმცა ეს მისთვის ახალი ენის სწავლასა და კრების შეხვედრაზე წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად ორი საათის მგზავრობას ნიშნავდა.
-
-
გაჭაღარავების დროსაც კი სულიერად გაფურჩქნულნისაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ივნისი
-
-
ჰარი, რომელიც დღეს 87 წლისაა, ყვება, რა აძლევს საჭირო ძალებს: „მინდა დარჩენილი წლები გონივრულად გამოვიყენო და იეჰოვას მსახურებაში ბოლომდე დავიხარჯო“. ზემოთ მოხსენიებულ ფრედს დიდ კმაყოფილებას ანიჭებს ბეთელში თავისი დავალების შესრულება. ის ამბობს: „თავად უნდა განსაზღვრო, როგორ შეგიძლია იეჰოვასთვის საუკეთესოდ მსახურება, შემდეგ კი უნდა მიჰყვე აღებულ კურსს“.
-