-
ემსახურეთ იეჰოვას, ვიდრე დაგიდგებათ დამამწუხრებელი დღეებისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 იანვარი
-
-
16. სავარაუდოდ რის შესაძლებლობა არ მიეცა ხანში შესულ ანას, მაგრამ რას აკეთებდა ის ღვთის თაყვანსაცემად?
16 ბიბლიის ფურცლებიდან ვიგებთ, რომ ხანში შესული ქალი, სახელად ანა, ერთგულად ადიდებდა იეჰოვას სახელს, მიუხედავად თავისი ასაკისა. იესოს დაბადების პერიოდში ეს ქვრივი ქალი უკვე 84 წლისა იყო. ალბათ, იმდენ ხანს ვეღარ იცოცხლებდა, რომ იესოს მიმდევარი და წმინდა სულით ცხებული ქრისტიანი გამხდარიყო; ვერც სასიხარულო ცნობის ქადაგებით განცდილ სიამოვნებას მიიღებდა. მაგრამ ანას რაც შეეძლო, იმას აკეთებდა და ხარობდა ამით. ბიბლიაში წერია, რომ ის „ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ . . . ასრულებდა წმინდა მსახურებას“ (ლუკ. 2:36, 37). როცა მღვდელი ყოველ დილა-საღამოს საკმეველს აკმევდა ტაძარში, ანა ტაძრის ეზოში იდგა ხალხში და ჩუმად ლოცულობდა დაახლოებით ნახევარი საათი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როცა მან პატარა იესო დაინახა, მის შესახებ დაუწყო ლაპარაკი მათ, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა (ლუკ. 2:38).
-
-
ემსახურეთ იეჰოვას, ვიდრე დაგიდგებათ დამამწუხრებელი დღეებისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 იანვარი
-
-
18, 19. ა) რატომ შეიძლება გაუჭირდეთ ხანდაზმულ ქრისტიანებს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეუძლიათ მათ სხვების გამხნევება? ბ) ვის შეუძლია გამოიყენოს შემდეგი რჩევა: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი“?
18 ხანდაზმულმა ქრისტიანებმა შეიძლება ვერც კი წარმოიდგინონ, თუ როგორ შეუძლიათ სხვების გამხნევება. მაგალითად, ანა წლების განმავლობაში ერთგულად მსახურობდა ტაძარში, მაგრამ ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა იმას, რომ მისი მაგალითი საუკუნეების შემდეგ სხვების გამხნევების წყაროდ იქცეოდა. მას ძალიან უყვარდა იეჰოვა და ამის შესახებ საღვთო წერილი გვატყობინებს. ძვირფასო ხანდაზმულებო, თქვენი ღვთისადმი სიყვარული თანაქრისტიანებს შეუმჩნეველი არ რჩებათ და მუდამ ახსოვთ! ამიტომ გასაკვირი არა არის, თუ რატომ წერია თქვენზე ბიბლიაში შემდეგი სიტყვები: „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგავ. 16:31).
-