-
„გაჭაღარავების დროს გაფურჩქნულნი იქნებიან“საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 სექტემბერი
-
-
„გაჭაღარავების დროს გაფურჩქნულნი იქნებიან“
ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში მცხოვრები მრავალი ადამიანი თავის ეზოში ფინიკის პალმას რგავს. ეს ხე სახელგანთქმულია თავისი სილამაზითა და გემრიელი ნაყოფით. გარდა ამისა, ფინიკის პალმა ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში იძლევა ნაყოფს.
-
-
„გაჭაღარავების დროს გაფურჩქნულნი იქნებიან“საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 სექტემბერი
-
-
მაგრამ ბიბლია მარტო ლამაზ ქალებს როდი ადარებს პალმას. ფსალმუნმომღერალი ამბობდა: „პალმასავით გაიფურჩქნება მართალი, ლიბანის კედარივით დიდი გაიზრდება. გაიფურჩქნებიან იეჰოვას სახლში, ღვთის ეზოებში დანერგილნი. გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი იქნებიან, ძალით სავსენი და ქორფანი“ (ფსალმუნი 92:12—14).
გადატანითი მნიშვნელობით, ამ მოხდენილ პალმას ჰგავს ის, ვინც ხანდაზმულობის ასაკში ერთგულად ემსახურება ღმერთს. ბიბლიაში ნათქვამია: „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგავები 16:31). მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული ადამიანები წლების მატებასთან ერთად ფიზიკურად სუსტდებიან, მათ შეუძლიათ სულიერი მხნეობა შეინარჩუნონ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, რეგულარული კითხვით (ფსალმუნი 1:1—3; იერემია 17:7, 8). ერთგული ხანდაზმული ქრისტიანები თავიანთი სასიამოვნო საუბრითა და კარგი მაგალითით დიდად ამხნევებენ სხვებს და ასეთი სახით წლიდან წლამდე კარგ ნაყოფს იძლევიან (ტიტე 2:2—5; ებრაელები 13:15, 16). ფინიკის პალმის მსგავსად, ისინი ხანდაზმულობის ასაკშიც გაფურჩქნულნი არიან.
-