საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ახალი საზეიმო სიმღერა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ 144 000-დან თითოეული სიონის მთაზე დგას?

      4 იოანე არა მარტო იესოს ხედავს სიონის მთაზე, არამედ 144 000-ს, ანუ ზეციერი სამეფოს თანამემკვიდრეებს. იმ დროს, რა დროსაც ეს ხილვა ეხება, 144 000-თა შორის უმეტესობა ზეცაში იყო. მოგვიანებით, იოანე იმავე ხილვიდან იგებს, რომ ზოგიერთმა წმინდამ კიდევ უნდა გადაიტანოს განსაცდელები და სიკვდილამდე ერთგული უნდა დარჩეს (გამოცხადება 14:12, 13). აშკარაა, რომ 144 000-დან ზოგიერთები ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან. მაშ, როგორ ხედავს იოანე ყველა მათგანს იესოსთან ერთად სიონის მთაზეa? ისინი, როგორც ცხებულ ქრისტიანთა კრების წევრები, მიუახლოვდნენ „სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს — ზეციერ იერუსალიმს“ (ებრაელები 12:22). როგორც ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფი პავლე აღდგა სულიერი გაგებით, ისინიც ისე აღდგნენ და ქრისტე იესოსთან ერთობაში არიან ზეცაში (ეფესოელები 2:5, 6). 1919 წელს ისინი გამოეხმაურნენ მოწოდებას „ამოდით აქ“ და სიმბოლური გაგებით „ღრუბელში ავიდნენ ზეცად“ (გამოცხადება 11:12). ამ მუხლებიდან გამომდინარე 144 000-დან თითოეული სულიერი გაგებით დგას იესო ქრისტესთან ერთად სიონის მთაზე.

      5. ვისი სახელები აწერიათ შუბლებზე 144 000-ს და რაზე მეტყველებს ეს?

      5 144 000-ს საერთო არაფერი აქვს მხეცის თაყვანისმცემლებთან, რომელთა სიმბოლური ნიშანიც 666-ია (გამოცხადება 13:15—18). ამ ერთგულ მსახურებს ღვთისა და კრავის სახელები აწერიათ შუბლებზე. უეჭველია, რომ იოანე, როგორც ებრაელი, დაინახავდა ებრაული ასოებით დაწერილ ღვთის სახელს יהוהb. მათ სიმბოლური გაგებით შუბლებზე აწერიათ იესოს მამის სახელი; ამგვარად ეს ბეჭედდასმულები საჯაროდ აცხადებენ, რომ იეჰოვას მოწმეები, მისი მონები არიან (გამოცხადება 3:12). მათ იესოს სახელიც აწერიათ შუბლებზე, რითაც აღიარებენ, რომ მას ეკუთვნიან. ის მათი „ქმარი“ იქნება, ისინი კი განასახიერებენ მის მომავალ „პატარძალს“ ანუ „ახალ ქმნილებას“, რომელიც ზეციერი ცხოვრების იმედით ემსახურება ღმერთს (ეფესოელები 5:22—24; გამოცხადება 21:2, 9; 2 კორინთელები 5:17). იეჰოვასა და იესო ქრისტესთან ახლო ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ ფიქრებსა და მოქმედებებზე.

      თითქოს ახალ სიმღერას მღერიან

      6. რა სიმღერა ესმის იოანეს და როგორ აღწერს მას?

      6 იოანე გვამცნობს: „გავიგონე ციდან ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმა და ძლიერი ქუხილის ხმა. ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მომღერალ მექნარეთა ხმას. ისინი თითქოს ახალ სიმღერას მღერიან ტახტის, ოთხი ცოცხალი არსებისა და უხუცესების წინაშე და არავის შეეძლო ამ სიმღერის შესწავლა, გარდა დედამიწიდან ნაყიდი ას ორმოცდაოთხი ათასისა“ (გამოცხადება 14:2, 3). გასაკვირი არაა, რატომ ახსენდება იოანეს ჩანჩქერის ხმაური და ძლიერი ქუხილის ხმა, როცა ერთ გუნდად გაერთიანებული 144 000-ის ხმა ესმის. მართლაც სასიამოვნო მოსასმენია თითქოსდა ქნარების თანხლებით შესრულებული სიმღერა (ფსალმუნი 81:2). დედამიწაზე რომელი გუნდი შეედრება ამ დიდებულ გუნდს?

      7. ა) რომელ ახალ სიმღერაზეა საუბარი გამოცხადების 14:3-ში? ბ) რა გაგებით არის ფსალმუნის 149:1-ში ჩაწერილი სიმღერა ახალი?

      7 რა არის ეს „ახალი სიმღერა“? როგორც გამოცხადების 5:9, 10-ის განხილვის დროს აღვნიშნეთ, ეს სიმღერა სამეფოს შესახებ იეჰოვას განზრახვებს უკავშირდება, და იმას, რაც მან იესო ქრისტეს მეშვეობით გააკეთა, რათა სულიერი ისრაელი „ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად“ გაეხადა. ეს არის იეჰოვას განმადიდებელი სიმღერა. ამ სიმღერით ცხადდება ის სიახლეები, რასაც ღმერთი ღვთის ისრაელის მეშვეობით და მის სასარგებლოდ აკეთებს (გალატელები 6:16). ეს სულიერი ისრაელი ეხმაურება ფსალმუნმომღერლის მოწოდებას: „ადიდეთ იაჰი! ახალი სიმღერა უმღერეთ იეჰოვას, ქება უმღერეთ ერთგულთა კრებულში. გაიხაროს ისრაელმა თავისი დიდებული შემოქმედით, იმხიარულონ სიონის ძეებმა თავიანთი მეფით“ (ფსალმუნი 149:1, 2). მართალია, ეს სიტყვები საუკუნეების წინათ დაიწერა, მაგრამ ჩვენს დროში ამ სიტყვებმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა. 1914 წელს მესიის სამეფო დაიბადა (გამოცხადება 12:10). 1919 წელს იეჰოვას ხალხი დედამიწაზე კვლავ ენთუზიაზმით შეუდგა სამეფოს შესახებ სიტყვის გაცხადებას (მათე 13:19). ისინი, 1919 წლის წლიური მუხლით (ესაია 54:17) აღძრულები და სულიერი სამოთხის აღდგენით გამხნევებულები, იმ წლიდან გულში უმღეროდნენ იეჰოვას (ეფესოელები 5:19).

      8. რატომ შეუძლია გამოცხადების 14:3-ში მოხსენიებული სიმღერის შესწავლა მხოლოდ 144 000-ს?

      8 რატომ შეუძლია გამოცხადების 14:3-ში მოხსენიებული სიმღერის შესწავლა მხოლოდ 144 000-ს? ეს უკავშირდება იმას, რასაც ისინი გრძნობენ, როგორც ღვთის სამეფოს რჩეული მემკვიდრეები. ღმერთმა მხოლოდ ისინი იშვილა და წმინდა სულით ცხო. მხოლოდ ისინი არიან გამოსყიდულნი დედამიწიდან, რომ გახდნენ ზეციერი სამეფოს ნაწილი; მხოლოდ ისინი „იქნებიან. . . მღვდლები და. . . იმეფებენ“ იესო ქრისტესთან ერთად ათას წელს კაცობრიობის გასასრულყოფილებლად. მხოლოდ ისინი მღერიან „თითქოს ახალ სიმღერას“ იეჰოვას წინაშეc. მხოლოდ მათ შეუძლიათ, გამოსცადონ ეს, და მხოლოდ მათ აქვთ ასეთი იმედი. ამიტომ, მათ მსგავსად, ვერავინ დააფასებს სამეფოს და მათ მსგავსად ვერავინ იმღერებს ამაზე (გამოცხადება 20:6; კოლოსელები 1:13; 1 თესალონიკელები 2:11, 12).

  • ახალი საზეიმო სიმღერა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 10. როგორ მღერის 24 სიმბოლური უხუცესის წინაშე 144 000?

      10 როგორ მღერის უხუცესების წინ 144 000, როცა ეს 24 უხუცესი განასახიერებს ზეცაში განდიდებულ 144 000-ს? უფლის დღის დასაწყისში „ქრისტეში მკვდრები“ აღდგნენ სულიერ ქმნილებებად. ამგვარად, ერთგული ცხებული ქრისტიანები, რომლებმაც გაიმარჯვეს და ზეცაში არიან, სიმბოლური გაგებით ასრულებენ მსგავს დავალებას, რასაც 24 ჯგუფად დაყოფილი უხუცესები, მღვდლები ასრულებდნენ. ისინი ჩანან იმ ხილვაში, რომელიც აღწერს იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას (1 თესალონიკელები 4:15, 16; 1 მატიანე 24:1—18; გამოცხადება 4:4; 6:11). ასე რომ, 144 000-გან დედამიწაზე მცხოვრებნი მღერიან ახალ სიმღერას ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილი თავიანთი ძმების წინაშე.

      11. რატომ ეწოდებათ გამარჯვებულ ცხებულებს 24 სიმბოლური უხუცესიც და 144 000-ც?

      11 შეიძლება დაგვებადოს კითხვა: რატომ არიან მოხსენიებული გამარჯვებული ცხებულები როგორც 24 სიმბოლური უხუცესი და 144 000? რადგან „გამოცხადებაში“ ეს ჯგუფი ორი სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილება. იოანე 24 უხუცესს ყოველთვის იეჰოვას ტახტის ირგვლივ ხედავს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ, როგორც მეფეებმა და მღვდლებმა, ზეცაში დაიკავეს თავიანთი ადგილი. ისინი წარმოადგენენ მთელ 144 000 ზეცაში, თუმცა მათგან მცირე ნაწილი ჯერ კიდევ დედამიწაზეა (გამოცხადება 4:4, 10; 5:5—14; 7:11—13; 11:16—18). გამოცხადების მე-7 თავში საუბარია ადამიანთაგან არჩეულ 144 000-ზე და ყურადღება გამახვილებულია იეჰოვას დიდებულ განზრახვაზე, რომ ბეჭედი დაასვას სულიერი ისრაელის ყველა წარმომადგენელს და იხსნას უამრავი ხალხი. „გამოცხადების“ მე-14 თავი კი ადასტურებს, რომ 144 000 გამარჯვებულისგან შემდგარი მეფეთა კლასი სრულად შეიკრიბება კრავთან სიონის მთაზე. ახლა განვიხილავთ, რა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს 144 000d.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება