-
ახალი საზეიმო სიმღერაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
გამოცხადების 7:1, 3-დან უკვე გავიგეთ, რომ ანგელოზები მაგრად იჭერენ ოთხ გამანადგურებელ ქარს, ვიდრე 144 000 ცხებულ მონას საბოლოოდ ბეჭედი არ დაესმება. გამოცხადების 12:17-დან კი გავიგეთ, რომ ამ დროს „დანარჩენებს [ქალის] შთამომავლებიდან“ სატანა, იგივე დრაკონი, განსაკუთრებით ესხმის თავს. გამოცხადების მე-13 თავში ცოცხალი ენით არის აღწერილი სატანის მიერ დედამიწაზე ჩამოყალიბებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ავიწროებენ და სასტიკად დევნიან იეჰოვას ერთგულ მსახურებს. ეს მთავარი მტერი ხელს ვერ შეუშლის ღვთის განზრახვას! ახლა გავიგებთ, რომ სატანის ბოროტი საქმეების მიუხედავად, 144 000 წარმატებით შეიკრიბა.
-
-
ახალი საზეიმო სიმღერაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ 144 000-დან თითოეული სიონის მთაზე დგას?
4 იოანე არა მარტო იესოს ხედავს სიონის მთაზე, არამედ 144 000-ს, ანუ ზეციერი სამეფოს თანამემკვიდრეებს. იმ დროს, რა დროსაც ეს ხილვა ეხება, 144 000-თა შორის უმეტესობა ზეცაში იყო. მოგვიანებით, იოანე იმავე ხილვიდან იგებს, რომ ზოგიერთმა წმინდამ კიდევ უნდა გადაიტანოს განსაცდელები და სიკვდილამდე ერთგული უნდა დარჩეს (გამოცხადება 14:12, 13). აშკარაა, რომ 144 000-დან ზოგიერთები ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან. მაშ, როგორ ხედავს იოანე ყველა მათგანს იესოსთან ერთად სიონის მთაზეa? ისინი, როგორც ცხებულ ქრისტიანთა კრების წევრები, მიუახლოვდნენ „სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს — ზეციერ იერუსალიმს“ (ებრაელები 12:22). როგორც ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფი პავლე აღდგა სულიერი გაგებით, ისინიც ისე აღდგნენ და ქრისტე იესოსთან ერთობაში არიან ზეცაში (ეფესოელები 2:5, 6). 1919 წელს ისინი გამოეხმაურნენ მოწოდებას „ამოდით აქ“ და სიმბოლური გაგებით „ღრუბელში ავიდნენ ზეცად“ (გამოცხადება 11:12). ამ მუხლებიდან გამომდინარე 144 000-დან თითოეული სულიერი გაგებით დგას იესო ქრისტესთან ერთად სიონის მთაზე.
-