საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიყვარს მუსიკა, სიცოცხლე და ბიბლია
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • სალამურების ორკესტრი

      დამატებითი მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ პროფესიონალი მუსიკოსი გავხდი. სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტთან ერთად სალამურზე დაკვრასაც დავეუფლე. ერთხელ ბამბუკის პატარა სალამური შევაკეთე. მოგვიანებით თავადაც ვამზადებდი სალამურებს. იმ დროს სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ შეუძლებელი იყო დაბალი ხმოვანების სალამურის დამზადება, რადგან დიდი ზომის გამო მას სუსტი ხმა ექნებოდა. სწორედ ამიტომ არ არსებობდა სალამურების ორკესტრი.

      მე გამოვიგონე სალამური, რომელშიც ხმის გამაძლიერებელი რეზონატორი ჩავდგი. დაბალი ხმოვანების სალამურს რეზონატორის წყალობით ხმა გაუძლიერდა. დავამზადე სხვადასხვა სახეობის სალამური, რომლებზეც რთული აკორდების აღება იყო შესაძლებელი.

      მანამდე ვხელმძღვანელობდი ორკესტრებს, სადაც ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ. ერთ-ერთი ორკესტრი მხოლოდ უსინათლო მუსიკოსებისგან შედგებოდა. 1960 წელს შევქმენი ორკესტრი, სადაც მხოლოდ სალამურებზე უკრავდნენ. ის ერთადერთი სალამურების ორკესტრი იყო საბჭოთა კავშირში და, შესაძლოა, მთელ მსოფლიოშიც კი.

  • მიყვარს მუსიკა, სიცოცხლე და ბიბლია
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • 1981 წელს კამიანეც-პოდოლსკიდან, სადაც 35 წელი ვიცხოვრე, საცხოვრებლად გადავედი იოშქარ-ოლაში, რომელიც მოსკოვიდან აღმოსავლეთით 600 კილომეტრითაა დაშორებული. შემოქმედებითი საქმიანობა იქაც განვაგრძე. ორკესტრში 45 მუსიკოსი მყავდა, რომლებიც სხვადასხვა სახეობის სალამურზე უკრავდნენ. ზოგი მაღალი ხმოვანების ინსტრუმენტი 20 სანტიმეტრის სიგრძისა იყო და ერთი სანტიმეტრის დიამეტრი ჰქონდა, ზოგს კი დიდი დიაპაზონი ჰქონდა და დაბალი ბგერების აღება შეეძლო; მათი სიგრძე სამი მეტრი იყო, ხოლო დიამეტრი — 20 სანტიმეტრი. კონცერტებს მთელ საბჭოთა კავშირში ვმართავდით და მათ რადიოთი და ტელევიზიით გადასცემდნენ.

      1986 წელს საბჭოთა კავშირის მასშტაბით მუსიკალურ ჯგუფებს შორის ჩატარდა კონკურსი, სადაც სალამურზე დაკვრის ხელოვნების განვითარებისთვის სიგელი და მედალი მივიღე. რამდენიმე წლის შემდეგ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „სალამურის სოლო ანუ დაუჯერებელი ამბავი ერთ მუსიკოსზე“. გაზეთ „მარიისკაია პრავდაში“ აღნიშნული იყო: „ბორის ნიკოლოზის ძე გულაშევსკიმ, რომელზეც ეს ფილმი გადაიღეს, საპატიო სიგელი მიიღო სალამურების ორკესტრის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ერთადერთია მთელ რუსეთში“.

  • მიყვარს მუსიკა, სიცოცხლე და ბიბლია
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • [სურათი 20, 21 გვერდებზე]

      სალამურების ორკესტრი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება