საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ არიან დღეს ღვთის მსახურები?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ნოემბერი
    • 9. როდის და ვის მიერ დაინიშნა იესო მსახურად?

      9 იმის გამოსარკვევად, თუ როდის და ვის მიერ ინიშნება ადამიანი მსახურად, განვიხილოთ იესო ქრისტეს მაგალითი. მას არ ჰქონია დანიშვნის სერტიფიკატი ან რომელიმე სემინარიის მიერ გაცემული მოწმობა იმის შესახებ, რომ ის მსახური იყო; ის არც რომელიმე ადამიანის მიერ ყოფილა დანიშნული. მაშ, რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესო მსახური იყო? იმიტომ რომ მასზე შესრულდა ესაიას მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად“ (ლუკა 4:17—19; ესაია 61:1). ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს დავალებული ჰქონდა კეთილი ცნობის ქადაგება. ვისგან? ვინაიდან იეჰოვას სულით იყო ცხებული ამ დავალების შესასრულებლად, ცხადია, რომ იესო იეჰოვა ღმერთის მიერ იყო დანიშნული. როდის მოხდა ეს? იეჰოვას სული იესოზე ნათლობისას გადმოვიდა (ლუკა 3:21, 22). ამიტომ სწორედ ნათლობის დროს დაინიშნა ის მსახურად.

  • ვინ არიან დღეს ღვთის მსახურები?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ნოემბერი
    • 13. როდის დაინიშნა ტიმოთე მსახურად და რატომ შეგიძლიათ თქვათ, რომ მისი სულიერი წინსვლა ამაზე არ შეჩერებულა?

      13 თუ მხედველობაში მივიღებთ იესოს მითითებას, რომელიც მათეს 28:19, 20-შია ჩაწერილი, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გარკვეულ მომენტში ტიმოთე რწმენამ აღძრა, იესოსთვის მიებაძა და მონათლულიყო (მათე 3:15—17; ებრაელთა 10:5—9). ეს იყო ტიმოთეს მიერ მთელი სულითა და გულით ღვთისადმი თავის მიძღვნის გამოხატვა. მონათვლისას ტიმოთე მსახური გახდა. მას შემდეგ, მისი სიცოცხლე, ძალა და ყველაფერი, რაც კი ჰქონდა, ღმერთს ეკუთვნოდა.

  • ვინ არიან დღეს ღვთის მსახურები?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ნოემბერი
    • 15. რა ხდება, როდესაც ადამიანი ინათლება? (იხილეთ სქოლიოც).

      15 ბოლოს, ბიბლიის შემსწავლელს, მას შემდეგ, რაც იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარულსა და გამომსყიდველური მსხვერპლისადმი მტკიცე რწმენას განივითარებს, სურს, რომ მთლიანად მიუძღვნას თავი თავის ზეციერ მამას (იოანე 14:1). ის ჯერ პირად ლოცვაში უძღვნის თავს ღმერთს, ხოლო შემდეგ, ამ პირადი გადაწყვეტილების საჯაროდ აღიარების ნიშნად ინათლება. ნათლობა მისი მსახურად დანიშვნის ცერემონიალია, რადგან ამ დროიდან სცნობენ მას ღვთისადმი მთლიანად მიძღვნილ მსახურად ანუ „დიაკონოსად“. ღვთის მსახური წუთისოფლისგან გამოყოფილი უნდა იყოს (იოანე 17:16; იაკობი 4:4). ის საკუთარ თავს, ყოველგვარი ყოყმანისა და პირობის გარეშე, „ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად“ სწირავს მთლიანად (რომაელთა 12:1)b. ის ღვთის მსახურია, რომელიც ქრისტეს ჰბაძავს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება