საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ სულს ავლენთ?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ოქტომბერი
    • ერიდეთ ამ ქვეყნიერების სულს

      4. რა არის „ამ ქვეყნიერების სული“?

      4 წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან“ (1 კორ. 2:12). რა არის „ამ ქვეყნიერების სული“? ეს იგივე სულია, რომელიც მოხსენიებულია ეფესოელების 2:2-ში: „ერთ დროს დადიოდით ქვეყნიერების გავლენით, იმ ჰაერის ძალაუფლების მთავრის ანუ იმ სულის გავლენით, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“. ეს „ჰაერი“ არის ქვეყნიერების სული ანუ აზროვნება, რომელიც პირდაპირი გაგებით ჰაერივით ყველგანაა. დღეს ბევრს აქვს ასეთი აზროვნება: „რასაც მინდა, იმას გავაკეთებ“ ან „უნდა იბრძოლო შენი უფლებებისთვის“. ასეთი ადამიანები არიან სატანის ქვეყნიერების „ურჩობის ძეები“.

      5. როგორი სული გამოავლინა ზოგიერთმა ისრაელში?

      5 ასეთი აზროვნება ახალი არ არის. მოსეს დროს კორახი აჯანყდა მათ წინააღმდეგ, ვისაც ისრაელის კრებულში გარკვეული პასუხისმგებლობები ჰქონდა. კორახის მთავარი სამიზნე აარონი და მისი ვაჟები იყვნენ, რომლებიც მღვდლებად მსახურობდნენ. შესაძლოა, ის მათ არასრულყოფილებას ამჩნევდა ან შეიძლება ამტკიცებდა, რომ მოსე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობებს თავის ნათესავებს აძლევდა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ნათელია, რომ მას ყველაფერზე ადამიანური თვალსაზრისი ჰქონდა. კორახი იეჰოვას მიერ დანიშნული მამაკაცების მიმართ უპატივცემულობას ავლენდა და მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა: „კმარა! . . . რატომ აღზევდით . . . კრებულზე“ (რიცხ. 16:3). კორახის მსგავსად, დათანმაც და აბირამმაც დაიწყეს მოსეს წინააღმდეგ დრტვინვა. ისინი მოსეს ეუბნებოდნენ: „გინდა გაგვიბატონდე კიდეც?!“. როდესაც მოსემ დათანი და აბირამი მოიხმო, მათ ქედმაღლურად განუცხადეს: „ჩვენ არ მოვალთ“ (რიცხ. 16:12—14). ცხადია, იეჰოვას არ მოეწონა მათ მიერ გამოვლენილი სული და ამიტომ ყველა მოჯანყე დასაჯა (რიცხ. 16:28—35).

      6. როგორ ავლენდა ზოგიერთი პირველ საუკუნეში არასწორ სულს და რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?

      6 ზოგიერთი პირველ საუკუნეში არაფრად აგდებდა ძალაუფლებას ანუ კრიტიკული გახდა მათ მიმართ, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობა ჰქონდა (იუდ. 8). ისინი უკმაყოფილო იყვნენ თავიანთი პასუხისმგებლობებით და ცდილობდნენ, სხვები განეწყოთ იეჰოვას მიერ დანიშნული მამაკაცების წინააღმდეგ, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ღვთისგან დაკისრებულ დავალებებს (წაიკითხეთ 3 იოანეს 9, 10).

      7. რა მხრივ გვმართებს სიფრთხილის გამოვლენა კრებაში?

      7 ცხადია, ასეთ სულს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ქრისტიანულ კრებაში. სწორედ ამიტომ გვმართებს სიფრთხილე. კრებაში უხუცესები არ არიან სრულყოფილები, ისევე როგორც მოსესა და იოანე მოციქულის დროს მცხოვრები ზედამხედველები. უხუცესების მიერ დაშვებული შეცდომები შეიძლება პირადად ჩვენ შეგვეხოს. თუ ეს მოხდება, რამდენად მიუღებელი იქნება, რომ გამოვავლინოთ ამქვეყნიური სული, მოვითხოვოთ „სამართლიანობა“ ან დავიჟინოთ, რომ პასუხი აგებინონ ამ უხუცესს. იეჰოვამ შეიძლება არჩიოს, რომ ყურადღება არ გაამახვილოს უხუცესების ზოგიერთ უმნიშვნელო შეცდომაზე. განა ჩვენც ასე არ უნდა მოვიქცეთ? ზოგიერთი, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, უარს ამბობს უხუცესებისგან დახმარების მიღებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ხედავს მათ უარყოფით მხარეებს. ეს შეიძლება შევადაროთ პაციენტს, რომელიც წამლის მიღებაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ ექიმი არ მოსწონს.

      8. რომელი ბიბლიურ მუხლები გვეხმარება, გვქონდეს სათანადო დამოკიდებულება მათ მიმართ, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია?

      8 არასწორი სულის გამოვლენას თავს ავარიდებთ, თუ გვემახსოვრება, რომ ბიბლიის თანახმად, იესოს „მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი“ უჭირავს. „ვარსკვლავებით“ წარმოდგენილი არიან ცხებული ზედამხედველები და, მთლიანობაში, ზედამხედველები კრებებში. იესოს შეუძლია ისე უხელმძღვანელოს ამ „ვარსკვლავებს“, როგორც ჩათვლის საჭიროდ (გამოცხ. 1:16, 20). ამიტომ, როგორც ქრისტიანული კრების თავი, ის სრულად აკონტროლებს უხუცესთა საბჭოებს. თუ რომელიმე უხუცესი საჭიროებს გამოსწორებას, ქრისტე, რომლის თვალებიც ცეცხლის ალს არის შედარებული, თავად გადაწყვეტს, როდის და როგორ გააკეთოს ეს (გამოცხ. 1:14). მანამდე კი, ჩვენ უნდა განვივითაროთ პატივისცემა მათ მიმართ, ვინც წმინდა სულით არის დანიშნული. მოციქულმა პავლემ დაწერა: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრ. 13:17).

  • როგორ სულს ავლენთ?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ოქტომბერი
    • გამოავლინეთ პატივისცემა კრებაში

      11. ა) რის გაკეთებას მოვერიდებით, თუ დადებითი სული გვექნება? ბ) რას ვსწავლობთ დავითის მაგალითიდან?

      11 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ დანიშნა უხუცესები, რათა მწყემსონ „ღვთის კრება“ (საქ. 20:28; 1 პეტ. 5:2). ამიტომ უხუცესად ვმსახურობთ თუ არა, გონივრულია, დავაფასოთ ყოველივე ის, რასაც იეჰოვა აკეთებს. სწორი დამოკიდებულება დაგვეხმარება, ზედმეტად არ ვიფიქროთ კრებაში ჩვენს მდგომარეობაზე. როდესაც ისრაელის მეფე საულმა დაინახა, რომ დავითს შეეძლო მისი ადგილი დაეკავებინა, ეჭვის თვალით დაუწყო ყურება (1 სამ. 18:9). მეფემ გამოავლინა არასწორი სული და დავითის მოკვლაც კი უნდოდა. ნაცვლად იმისა, რომ საულის მსგავსად ზედმეტად ვწუხდეთ ჩვენს მდგომარეობაზე, ბევრად უკეთესი იქნება, თუ მივბაძავთ დავითს. ყველა იმ უსამართლობის მიუხედავად, რომელსაც ის შეხვდა, ეს ახალგაზრდა მამაკაცი პატივისცემას ინარჩუნებდა ღვთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელისადმი (წაიკითხეთ 1 სამუელის 26:23).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება